yelis cixe
(Tamaris cixe)
(XII-XIII, gviand. Sua ss)
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
ეკლესია და ორსართულიანი ნაგებობა.
2. mniSvnelovani da saintereso informacia
არ მოგვეპოვება.
3. adgilmdebareoba
ყელის ციხე (თამარის ციხე) მდებარეობს საქართველოში, მცხეთა–მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილოეთით 15 კმ–ში მდებარე დაბა ჟინვალის ჩრდილოეთით 1,5-2 კმ-ზე, ფშავ-ხევსურეთისკენ მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს, მაღალი მთის თხემზე.
4. ruka
5. istoriuili mimoxilva
ყელის ციხე (სავარაუდოა თამარ მეფის ბრძანებით ჭიაბერ მანდატურთუხუცესისათვის ნაბოძები ციხეა ჟინვალსა და “შვიდთა მთიულეთთან” ერთად) ქალაქ ჟინვალის მნიშვნელოვანი სტრატეგიული სიმაგრე იყო. ციხიდან დასავლეთით (ქალაქისკენ) ეშვებოდა დამცავი ზღუდე, რომლის ძირში კარიბჭე იყო მოწყობილი. 1973-1989 წლებში ციხე გათხარა აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის არქეოლოგიურ ექსპედიციამ (ხელმძღვ. მ. მარგველაშვილი).
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
არ მოგვეპოვება.
7. arqiteqturuli aRwera
|
gegma |
რელიეფის თავისებურებების გამო ციხე საკმაოდ მცირე ფართობს (450-500 კვ. მ) მოიცავს. ნაგებია ნატეხი ქვით. ციხე სხვადასხვა დონეზე განლაგებული ორი ნაწილისაგან შედგება. ზედა ნაწილში პატარა ეკლესია და ორსართულიანი ნაგებობაა. მათ წინ (სამხრეთით) მცირე ფართობის, თითქმის სამკუთხა მოხაზულობის ეზოა, რომლის სამხრეთ–დასავლეთ კუთხეში წყლის ღრმა რეზერვუარია მოწყობილი. ზედა ეზოს სამხრეთიდან ეკვრის ქვედა ეზო, რომელიც თითქმის ზედას ტოლია. ეზოები ერთმანეთს ქვის კიბით უკავშირდებოდა. ქვედა ეზო ზედა ეზოში მდგარ ორსართულიან ნაგებობასთანაც იყო დაკავშირებული, რისთვისაც გალავნის აღმოსავლეთის ძველ და გვიან აგებულ კედლებს შორის ვიწრო ასასვლელია მოწყობილი, რომლის შესასვლელი ქვედა ეზოს დონეზე, გალავნის აღმოსავლეთ კედელშია. ციხის შესასვლელის კვალი ამჟამად აღარ ჩანს. რელიეფისა და შემორჩენილი კედლების მიხედვით როგორც ჩანს იგი ქვედა ეზოს დასავლეთ კედელში იყო მოწყობილი.
|
cixis ganakveTi Crd-ken |
ა) ეკლესია დარბაზულია (7,5X5,4 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. ამჟამად მისგან მხოლოდ აღმოსავლეთი ნაწილი დგას. დასავლეთი ნაწილი გალავნის დასავლეთ კედელთან ერთად. 1972 წელს დაინგრა. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან ქონდა. აღმოსავლეთით შებრტყელებული ნახევარწრის ფორმის აფსიდის ღერძზე, გაჭრილია ვიწრო, სწორკუთხა სარკმელი. სარკმლის მარცხნივ მცირე ზომის კვადრატული ნიშია. აფსიდს მთელ სიგრძეზე ქვით ნაწყობი ორი საფეხური გასდევს. აფსიდი დასრულებულია დადაბლებული პროპორციების კონქით, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი გვიანდელი შეკეთების შედეგია. ეკლესიის ჩრდილო კედლის აღმოსავლეთ ნაწილში ვიწრო და მაღალი კარია. მოგვიანებით კარი, გალავნის გამაგრების მიზნით გარედან აგებული კედლით დაუფარავთ. ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის კვალი.
ბ) ეკლესიას აღმოსავლეთიდან ეკვრის გეგმით ტრაპეციული ორსართულიანი ნაგებობა, რომლის I სართული სამეურნეო დანიშნულებისაა, ხოლო II- საცხოვრებელი. I სართულის შესასვლელი სამხრეთ კედელი დასავლეთ ნაწილშია. სართულის აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში, ერთმანეთის სიმეტრიულად, ორ-ორი მცირე ზომის ნიშია. სამხრეთ კედელში - ვიწრო და მაღალი სარკმელი, რომელიც განათების ერთადერთი წყაროა. სართულის აღმოსავლეთ კედლის ჩრდილოეთ კიდესთან სწორკუთხა კარია, იგი სართულს აკავშირებს გალავნის ჩრდილო- აღმოსავლეთ ბასტიონთან. ნაგებობის II სართული მაღალია და შეისრული კამარითაა დაგახურული. კამარა ეყრდნობა ორ შეისრულ საბჯენ თაღს, თაღები - პილასტრებს. სამხრეთ კედელში შემორჩენილია სწორკუთხა შესასვლელის აღმოსავლეთ წირთხლი და ერთი თაღოვანი სარკმელი. შენობის სართულშუა გადახურვა ჩაქცეულია. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებზე შემორჩენილია საკოჭე ბუდეები.
ციხის არქეოლ. გათხრების შედეგად გამოვლინდა მოუჭიქავი და მოჭიქული თიხის ჭურჭლის (ფიალები, ჯამები, ქოთნები, დერგები), ბრტყელი და ღარიანი კრამიტის ნატეხები და სხვ. აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
ყელის ციხე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის დაქვემდებარებაშია.
ყელის ციხეში არსებული ეკლესია წილკნისა და დუშეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა - ტ2, 2004წ.
10. marSruti
დადგინდება;
11. bmulebi
http://www.nplg.gov.ge
|