Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

sayavres wm. giorgis
eklesia
(
IX-X ss)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია

 

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

3. adgilmdebareoba

საყავრეს წმ. გიორგის ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთით 40 კმ–ში მდებარე სოფელ საყავრეს ცენტრში, საშუალო სკოლის მახლობლად.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

არ მოგვეპოვება.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

aRmosavleTi fasadi ganivi ganakveTi aRm-ken

საყავრეს წმ. გიორგის ეკლესია  დარბაზულია (9,7X5,6 მ), ნაგებია ქვიშაქვის მოზრდილი ქვებით. არქიტრავიანი შესასვლელი სამხრეთითაა. აფსიდში სარკმლის მარცხნივ, სამკვეთლოსთან დამაკავშირებელი შესასვლელია, მარჯვნივ - მცირე ზომის სწორკუთხა ნიში. აფსიდს გასდევს დაბალი საფეხური. საკურთხეველი დარბაზისაგან გამოყოფილი იყო კანკელით (შემორჩენილია ორნამენტირებული ქვები). ეკლესიის დასავლეთისა და სამხრეთის კედლებში თითო სარკმელია, დარბაზის გრძივ კედლებზე - თითო პილასტრი. დასავლეთ კედელზე კრონშტეინებზე დაყრდნობილი დეკორატიული თაღია. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით, რომელიც შუაში ეყრდნობა საბჯენ თაღს. დარბაზის კედლებს გასდევს ერთი საფეხური. ინტერიერი თავდაპირველად მთლიანად ყოფილა მოხატული. შემორჩენილი ფრაგმენტები შეჭვარტლულია. მოხატულობა გაირჩევა მხოლოდ საკურთხეველში. იგი ორ რეგისტრადაა დაყოფილი. კონქში გამოსახულია ვედრება, ქვემოთ - ეკლესიის მამები, სარკმლის გვერდით წმინდანთა წელზედა გამოსახულებებია. უფრო ქვემოთ მხატვრობა საკმაოდ დაცილებულია იატაკიდან და მოჩარჩოებულია ორნამენტული ზოლით (მოტივი გაურკვეველია). ორმაგი ორნამენტული ზოლის ნაშთები შეიმჩნევა  დარბაზის კედლებზეც. მხატვრობა შესრულებულია გაწაფული ხელით. წმინდანთა გამოსახულებები საკურთხეველში ხასიათდება მონუმენტურობით, ოსტატური ნახატით.

gegma

ეკლესიის სამხრეთ კედლის შელესილობის ქვედა ფენაზე შემორჩენილია სხვა ქრონოლოგიური ფენის  პრიმიტიული გამოსახულებები. მათი ნაწილი (ირემი, ადამიანი, ხელის მტევანი, ცალკეული გეომეტრიული ფიგურები) ამოკაწრულია კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში. აქვე შეიმჩნევა წითური ოქრას მკრთალი ლაქები. კედლის დასავლეთ მონაკვეთში იმავე ფერის კონტურით შესრულებული დიდთვალებიანი ადამიანის თავია. გამოსახულებათა უშუალობა, ცოცხალი ნახატი მიუთითებს, რომ ქვედა ფენის მხატვრობა შესრულებულია გაცილებით უფრო ადრე (სავარაუდოა X ს), ვიდრე ზედა ფენისა.

შენობის ფასადებს გასდევს ცერად წაკვეთილი პროფილის ლავგარდანი. სახურავი ორფერდაა, გადახურულია კრამიტით. ეკლესიისათვის დასავლეთიდან და სამხრეთიდან მიუშენებიათ ეგვტერი  და  სათავსი. ეგვტერი სამხრეთ კედელზეა მიშენებული (დასავლეთ სათავსზე რამოდენიმე უფრო ადრე) ნახევარწრიული თაღედით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარის ზემოთ და აფსიდში თითო სარკმელია. ეგვტერი გადახურულია ცილინდრული კამარით, რომელიც ებჯინება თაროსებრ კრონშტეინებზე დაყრდნობილ ორ თაღს. დასავლეთ კედელში დატანებული კარით ეგვტერი უკავშირდება დასავლეთ სათავსს, რომელსაც უკავია ეკლესიისა და ეგვტერის მთელი დასავლეთ ფასადი. სათავსიც ეკლესიის დასავლეთ კედელზე სვეტებზე დაყრდნობილი შეისრული თაღედითაა მიშენებული. სათავსის დასავლეთის და სამხრეთის კედლებში თითო სარკმელია. გადახურულია არაწესიერი ფორმის კამარით, რომელიც აგებულია თავდაპირველი კამარის ნაცვლად. ძველი გადახურვიდან შემორჩენილი ერთი საბჯენი თაღი, რომელიც თაროსებრ კრონშტეინებს ეყრდნობა. დასავლეთ კედელზე შემორჩენილია ერთი კრონშტეინი.

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

საყავრეს წმ. გიორგის ეკლესია სამთავისისა და გორის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.


9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, 5ტ. 1990წ.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://dzeglebi.com

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016