qvemo bolnisis sameklesiani bazilika
(bolnis–qafanaqCi)
(VI s)
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
ეკლესია და გალავანი.
2. mniSvnelovani da saintereso informacia
არ მოგვეპოვება.
3. adgilmdebareoba
ბოლნისის ქაფანაქჩი მდებარეობს საქართველოში, ქვემო ქართლში, ბოლნისის რაიონში, ქალაქ ბოლნისის სამხრეთით, სოფელ ქვემო ბოლნისში;
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
არ მოგვეპოვება;
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
არ მოგვეპოვება;
7. arqiteqturuli aRwera
ბოლნისის ქაფანაქჩის ეკლესია გეგმაში კვადრატულია. აღმოსავლეთის ფასადზე მკვეთრად გამოყოფილი საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდით. მასში გაჭრილია ერთი საკმაოდ განიერი სარკმელი. შიდა სივრცე ნათდება კიდევ სამი სარკმლით, რომლებიც სამხრეთისა და დასავლეთის კედლებშია დატანებული.
ინტერიერი კედლებით ნაწევრდება სამ ეკლესიად, თითოეულ მათგანს აღმოსავლეთით ნალისებური მოხაზულობის აფისიდი აქვს. ეკლესიების დამაკავშირებელი ორივე კარი სამხრეთ გრძივ კედლებში გაჭრილია, საიდანაც მლოცველი ცენტრალურ ნავში ეკლესიის სამხრეთ ფრთაში გამართული თაღოვანი ღიადებით შედიოდა. ჩრდილოეთ ნავში მოხვედრა კი მხოლოდ შუა ნავიდან იყო შესაძლებელი მასში დატანებული ერთი კარის საშუალებით. ცენტრალურ ნავში შესასვლელი ორივე კარის თავზე გადებულ არქიტრავზე იკონოგრაფიული და სტილისტური თვალსაზრისით საკმაოდ საყურადრებო რელიეფებია განთავსებული. ერთზე ამაღლების კომპოზიციაა წარმოდგენილი, ხოლო მეორეზე –ღვთისმშობლის დიდება.
ეკლესია კარგად ნათალი ქვის კვადრებით არის აგებული, სარკმლებს ნახევარწრიული თავსართები აბოლოებს განზე გაშლილი ჰორიზონტალური მკლავებით. დეკორატიულ მორთულობაში წვლილი შეაქვს კბილანა კარნიზებსაც.
ამჟამად ეკლესია ნახევრად დანგრეულია: მთლიანად ჩაშლილია გადახურვა (კამარა). მონგრეულია გვერდითა (სახმრეთ და ჩრდილოეთ) ეკლესიები (ნავები), მათგან მხოლოდ აღმოსავლეთ და დასასავლეთ კედლის ნანგრევებია დარჩენილი მოწმედ გვერდითა ნავების არსებობისა. ასევე ძლიერ დაზიანებულია რელიეფები
ტაძარს გარს აკრავს რიყის ქვით ნაშენი დაბალი გალავანი.
8. Zeglis daqvemdebareba da statusi:
ბოლნისის ქაფანაქჩის ეკლესია ბოლნისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია და არ არის მოქმედი. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია.
9. gamoyenebuli masalebi
გ. აბრამიშვილი. პ.ზაქარაია, ი. ციციშვილი – „ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია“ 2000წ.
10. marSruti
დადგინდება;
11. bmulebi
არ მოგვეპოვება;
|