Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

Jinvalis (nasoflari) eklesiebi
da samarovani
(gviand. brinjao da adr. rkinis xana)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

სამაროვანი და სამი დარბაზული ეკლესია.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

3. adgilmdebareoba

ნასოფლარ ჟინვალის ეკლესიები და სამაროვანი მდებარეობდა საქართველოში, მცხეთა–მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილოეთით 11 კმ–ში, წყალსაცავით დატბორილ ტერიტორიაზე მდებარე ნასოფლარ ჟინვალის განაპირას, ჩრდილო–აღმოსავლეთით, მდ. ფშავის არაგვის ნაპირზე.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

1971–84 წლებში  გათხარა აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის  და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ბ.ჯორბენაძე). სამაროვნის ორი აკლდამა და ორი ეკლესია თავისი სამარხებითურთ გადატანილი და აღდგენილია აკც–ის (ო. ლორთქიფანიძის სახ. არქეოლოგიურ კვლევის ცენტრი) დუშეთის არქეოლოგიური ბაზის ეზოში.

ძეგლი, 1985 წლიდან მოქცეულია ჟინვალჰესის წყალსაცავით დატბორილ ზონაში.


6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

samarovanis da eklesiebis gegma

ა) სამაროვნის ქვეშ გამოვლინდა სამი კულტურული ფენა. ქვედა ფენაში (ძვ. წ. V ათასწლეული) ფერადი კაჟის ექვსი და ოფსიდიანის ოთხი ანატკეცი (მათ შორის დანის ორი მიკროჩასართი და სხვადასხვა ტიპის ასაფხეკი). შუა ფენაში (ძვ. წ III ათასწლეულის დასასრული) – მცირე ზომის თიხის სასმისების ფრაგმენტები, ტოლჩა და ბრინჯაოს სატევრისპირი, ხოლო ზედა ფენაში (ძვ. წ. II ათასწლეულის II მეოთხედი) – თიხის სამი სხვადასხვა ჭურჭლის ფრაგმენტები და მასრაგახსნილი ბრინჯაოს შუბისპირი. სამაროვანზე გათხრილია (XI-XIV სს.) სამი მონაკვეთი. გათხრების შედეგად აღმოჩნდა 681 სამარხი. სამარხები ოთხი ტიპისაა: ორმოსამარხები, ქვისსამარხები, ამოშენებული კედლიანი სამარხები და აკლდამები. სამარხების ნაწილი განლაგებული იყო მჭიდროდ –  ორ ან სამ სართულად, ხოლო ნაწილი მეჩხრად და ზოგ შემთხვევაში ორ სართულად. დაკრძალვის წესი ქრისტიანულია, ჭარბობდა საოჯახო სამარხები, რომლებშიც ადრე დაკრძალულ მიცვალებულთა ძვლები მიყრილი იყო აღმოსავლეთით. ინვენტარი აღმოჩენილია მხოლოდ 314 სამარხში. სამაროვნის ჩრდილო მონაკვეთში გამოვლინდა ციხე–ქალაქ ჟინვალის მფლობელის საოჯახო აკლდამა (XIII საუკუნის I ნახევარი). გეგმით სწორკუთხა აკლდამა (შიდა ზომები: 6X4 მ; სიმაღლე 3.2 მ), რომლის გრძივი ღერძი აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ იყო მიმართული, აგებული იყო კლდოვან მასივში, საშუალო ზომის კარგად დამუშავებული კლდის ქვით და რიყის ქვით (დუღაბზე). დასავლეთის მხრიდან მოწყობილი ქონდა ქვის ფილებით გადახურული, ექვსსაფეხურიანი სწორკუთხა ჩასასვლელი–დრომოსი. აკლდამაში შესასვლელი ამოშენებული იყო ნატეხი ქვის ყორე წყობით. დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების გასწვრივ მოწყობილი იყო 0,8 მ სიგანის ქვის ტახტი, რომელთა შორის განთავსებული იყო სწორკუთხა დასაკრძალი კამარა. სამხრეთ კედელში სამი პატარა ნიშა იყო მოწყობილი. აკლდამა გადახურული იყო შეისრული კამარით. გარედან ჩრდილო კედელს (თითქმის მთელს სიგრძეზე) მიშენებული ჰქონდა კონტრფორსი. დასაკრძალ კამერაში გამოვლინდა ერთმანეთში არეული 60–მდე ჩონჩხი. მიუხედავად იმისა, რომ აკლდამა გაძარცვული იყო, მასში აღმოჩნდა მინის სამაჯურები და მძივები, ბრინჯაოს  სამაჯურები, საყურეები და ხვიები. რკინის სამაჯურები და რგოლები, ვერცხლის მონეტები და სხვა.
ბ) სამაროვანზე აგებული იყო სამი დარბაზული ეკლესია. მათგან ორი მდებარეობდა სამაროვანის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში–ერთმანეთთან ახლოს, ხოლო მესამე – ჩრდილო ნაწილში. სამხრეთ–დასავლეთ ნაწილში მდებარე ეკლესიებიდან ერთი დატოვებულია ადგილზე, ხოლო მეორე და ჩრდილო ნაწილში მდგარი ეკლესია გადატანილია აკც–ის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.
წყლის ქვეშ მოქცეული ეკლესია (7,6X5,1 მ) განეკუთვნებოდა XIII საუკუნეს. ნაგები იყო ნატეხი ქვით (დუღაბზე). კონსტრუირებულ ნაწილებში გამოყენებული იყო შირმი. ძლიერ იყო დაზიანებული, ჩამოშლილი ქონდა კამარა, კონქი და კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი. შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონდა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილი თაღოვანი სარკმლის გვერდებზე თითო ოთხკუთხა ნიშა იყო მოწყობილი. ერთი მსგავსი სარკმელი იყო გაჭრილი სამხრეთ კედელშიც.   გარედან ეკლესიის დასავლეთ კედელი გამაგრებული იყო  ორი ტრაფეციული კონტრფორსით. გათხრების დროს აღმოსავლეთ კედელთან აღმოჩნდა შირიმის სწორკუთხა ქვა, რომელშიც სარკმლის გარეთა ღიობი იყო გამოკვეთილი. ღიობს გარს ევლებოდა სადა ლილვი და დასრულებულ იყო ჰორიზონტალურნაკეცებიანი თავსართით. ეკლესია გადახურული იყო მოჭიქული და მოუჭიქავი კრამიტით.
მოგვიანებით (XIII-XIV სს) ეკლესიისათვის სამხრეთიდან აფსიდიანი მინაშენი (7,6X2,9 მ) მიუდგამთ. მინაშენში გაითხარა ორი აკლდამა.
არქეოლოგიური ბაზის ეზოში გადმოტანილი ორივე ეკლესია ძლიერ იყო დაზიანებული. მათგან შედარებით მოზრდილი ეკლესია (8,9X5,6 მ), რომელიც სამაროვანის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობდა, XI-XII საუკუნეებს განეკუთვნება. ეკლესია უხეშად დამუშავებული ნატეხი ქვითაა ნაგები. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. ნახევარწრიული აფსიდის კედელზე, სარკმლის ქვემოთ მიშენებულია სწორკუთხა ტრაპეზი. აფსიდის გვერდებში თითო ღრმა, გეგმით ნალისებური ნიშაა. აფსიდის იატაკი ორი საფეხურითაა შემაღლებული. აფსიდისა და დარბაზის კედლებს საფეხური გასდევს. მოგვიანებით (XII-XIII სს. მიჯნა) ეკლესიაზე სამხრეთიდან მიუშენებიათ გეგმით სწორკუთხა უაფსიდო სათავსი, რომელსაც შესასვლელი სამხრეთიდან ქონდა. მინაშენში ორი აკლდამაა, იგი როგორც ჩანს საგანგებოდ ამ აკლდამებისთვის აუგიათ.
მეორე, სამაროვნის სამხრეთ–დასავლეთ ნაწილში მდგარი ეკლესია პატარაა (5,5X3,5 მ). განეკუთნება XIII საუკუნეს. ნაგებია კლდის ნატეხი ქვით. თითქმის მთლიანად დანგრეულია, შემორჩენილია 1 მეტრი სიმაღლის კედლები. შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწრიული აფსიდის კედელზე, შუაში, ტრაპეზია მიშენებული. გათხრებისას ეკლესიაში აღმოჩნდა XIII საუკუნის ერთი აკლდამა.

სამაროვანზე გამოვლენილი არქეოლოგიური მასალის ნაწილი დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, ძირითადი ნაწილი კი აკც–ის (ო. ლორთქიფანიძის სახ. არქეოლოგიურ კვლევის ცენტრი) დუშეთის  არქეოლოგიურ ბაზაში.


8. Zeglis daqvemdebareba da statusi
ნასოფლარ ჟინვალის ეკლესიები, თავისი ადგილმდებარეობის მიხედვით წილკნისა და დუშეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა - ტ2. 2004წ.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

არ მოგვეპოვება.

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016