Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

Sixianis (eniseli) `aRdgoma~
(XVI saukunis 70 wlebi)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuili mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ტაძარი

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება

3. adgilmdebareoba

ტაძარი მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, მისგან დასავლეთით 24 კმ-ში, მდინარე ალაზნისა და ინწობის შესართავთან ახლოს.

4. ruka

5. istoriuili mimoxilva

შიხიანის ტაძარი ამჟამად განმარტოებით დგას, მის გარშემო ჩანს ნასახლარის კვალი. ადრე ამ ადგილას ყოფილა სოფელი შიხიანი, ხოლო ბოლო დროს მას შერჩენია ეკლესიის სახელი `აღდგომა~. რადგან აქ ჭაობიანი, ციებიანი ადგილი ყოფილა მოსახლეობა აყრილა და ენისელს შეერთებია. ამ სოფელს შიხიანი რქმევია, გადმოცემით იცოდა სოფელ ენისელისა და სოფელ გრემის ზოგიერთმა მცხოვრებმა. ეს დასტურდება ეკლესიის კედელზე არსებული წარწერით. ქართულ ისტორიულ წყაროებში შიხიანი არსად არ არის მოხსენიებული, მხოლოდ რამდენჯერმე ის იხსენიება XVI საუკუნის ბოლოს რუსი ელჩების ნაწერებში. მაგრამ კონკრეტულად ეკლესიაზე იქ არაფერია ნათქვამი. ამ ცნობის მიხედვით, სოფელს უკვე იმ დროს შერქმევია მეორე სახელი `აღდგომა~. აღდგომის ანსამბლს მთლიანად არ მოუღწევია ჩვენამდე. თავდაპირველად აქ მდგარა მცირე ზომის ეკლესია, რომლისთვისაც დასავლეთით საძვალე მიუშენებიათ, ჩრდილოეთიდან გალავნით მცირე ეზო მოუკავებიათ, ეკლესიის სამხრეთით კი ორსართულიანი სამრეკლო აღუმართავთ.
მართალია სოფლის ისტორიას და მის ადგილს კახეთის ცხოვრებაში ჩვენამდე არ მოუღწევია, მაგრამ, ეტყობა იგი საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო და არსებული ნაგებობი არ აკმაყოფილებდა ადგილობრივთა მოთხოვნილებას. ეს იმდენად აშკარა ყოფილა, რომ ამ საქმის გადაწყვეტაში თვით მეფე ჩარეულა და იქვე ადრე ნაკურთხ ადგილზე ახალი დიდი ტაძარი აღუმართიათ.
მეფე-დედოფლის ამ დიდ საქმიანობაზე მოგვითხრობს ეკლესიის დასავლეთის კედელზე მოთავსებული წარწერა. დიდი ზომის თითქმის კვადრატული ქვა ჩასმულია ფასადის ღერძზე, ფანჯრებს და კარს შუა. ეს ასომთავრული წარწერა მკვეთრად, მცოდნე ხელით არის ამოკვეთილი და თითქმის დაუზიანებლადაა მოღწეული. წარწერა პირველად გამოსცა გ. ჩუბინაშვილმა. წარწერა შედგება ორი ნაწილისაგან, პირველი ნაწილი დაწერილია ლექსად, იამბიკოს წარმოადგენს. დამწერი თუ შემდგენელი X საუკუნის საგალობელს ბაძავს. მართლაც თვით წარწერა იწყება სიტყვით `იამბიკო~. ამ წარწერის მეორე ნაწილი ქანწილით იწყება. წარწერაში გარკვეულია მხოლოდ ამგებნი. ესენია – კახეთის მეფე ალექსანდრე და მისი მეუღლე თინათინი (ბარძიმ ამილახვრის ასული). წარწერას თარიღი არ უზის. ჩუბინაშვილის აზრით აქ იგულესხმება ლევანის ძე ალექსანდრე II, რომლის მეფობის ხანა მოდის 1574-1605 წლებს შორის. ჩუბინაშვილი კიდევ ავიწროებს ამ დიდ ჩარჩოებს. ჯერ ერთი იგი სარგებლობს იმით, რომ წარწერაში პირდაპირაა ნათქვამი - მეფე აღდგომის ეკლესიას აშენებს სოფელ შიხიანში, და რუსი ელჩები 90-იან წლებში ახსენებენ სოფელ აღდგომას. ესე იგი ამ დროს ეკლესია უკვე აგებულია. ასევე წარწერაში მხოლოდ მეფე და დედოფალი არის ნახსენები, აქედან წარწერა არის შესრულებული იმ დროს, როდესაც მათ ჯერ კიდევ შვილები არ ჰყავდათ, ე.ი. მათი შეუღლების დასაწყისში. სამწუხაროდ მათი შეუღლების წლები არ არის ცნობილი, მაგრამ ჩუბინაშვილი ვარაუდობს, რომ ეს უნდა მომხდარიყო ალექსანდრეს გამეფების დასაწყისში, XVI საუკუნის 70-იან წლების შუა ან მეორე ნახევარში. აქედან გამომდინარე შიხიანის `აღდგომის~ ტაძარი თარიღდება XVI საუკუნის 70 წლებით.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება

7. arqiteqturuli aRwera

foto
foto foto

 

foto
foto

შიხიანის `აღდგომის~ ტაძრის გეგმა სწორკუთხედშია ჩაწერილი (12,3X15,5 მ.). ცენტრში აღმართულია გუმბათი, რომელიც ეყრდნობა საკურთხევლის კუთხეებსა და დასავლეთის ორ კოლონას. საკურთხეველი, რომელიც სამი ნაწილისაგან შედგება, არაჩვეულებრივად ღრმაა, რაც ადგილზე ნაკლებად შესამჩნევია, ვიდრე გეგმაზე. საკურთხევლის ცენტრალური ნაწილი ნახევარწრიული აფსიდით მთავრდება. იგი ბემისაგან განიერი პილასტრითაა გამოყოფილი. ამ პილასტრების სიგანე ზემოთკენ საფეხურით იზრდება. ბემა საკმაოდ ღრმაა, რასაც კიდევ ემატება კუთხის პილასტრი. ცენტრალურ ნაწილტან კარით შეერთებულია მხოლოდ სამკვეთლო. სამკვეთლოს გეგმაც უჩვეულოა იმით, რომ აფსიდი უფრო ღრმაა, ვიდრე წინა ნაწილი. სადიაკვნოში კი პირიქითაა – აფსიდი ნახევარი წრეც კი არ არის. სათავსოს სწორკუთხა ნაწილი კი ღრმაა. სამივე აფსიდში ნახევარი წრით დამთავრებული თითო სარკმელია მოთავსებული. ტრაპეზე დგას საკურთხევლის და სამკვეთლოს აფსიდების ცენტრში. პირველი მათგანი ცილინდრულია სწორკუთხა ფილით დამთავრებული, მეორე კი მთლიანად სწორკუთხაა. სამივე სათავსის სწორკუთხა ნაწილი შეისრული კამარით მთავრდება, აფსიდები კი – კონქებით. სამკვეთლო და სადიაკვნე თითო კარით უერთდება დარბაზს.
ეკლესიის დარბაზის ცენტრალურ ნაწილს აგვირგვინებს გუმბათი. იგი ტაძრის დიდ სივრცესთან შედარებით ვიწრო და მაღალია. შიხიანის `აღდგომის~ გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა აფრებით ხდება, აფრებზე პატარა სამკუთხა ტრომპებია გამოსახული. ცილინდრული ფორმის გუმბათზე, თავდაპირველად რვა სარკმელი ყოფილა, რომელთაგან ოთხი (ერთის გამოშვებით) მოგვიანებით ამოუვსიათ. თვით გუმბათი შიგნიდან სფერულია.
შიდა სივრცის შემქმნელი ჯვრის მკლავები გადახურულია შეისრული კამარებით. თითოეული კამარა ორ-ორ თაღს ეყრდნობა. თითო მათგანი კუთხეებზე გადადის, ხოლო თითოც შუა საყრდენადაა გამოყენებული.
დასავლეთის მკლავის გვერდითი ნავები შეისრული თაღებითაა გამოყოფილი. მათ ასეთივე მოხაზულობის კამარა ახურავთ, დასავლეთიდან თითო ფანჯრით ნათდება. ამ გვერდითა ნავების სამივე მხარეს პილასტრები დეკორატიულადაა გადაწყვეტილი. პილასტრები შუაზეა გაწყვეტილი და, სწორკუთხის მაგიერ მრგვალი ფორმაა შექმნილი. ზემოთ, ისევ სწორკუთხაზე გადასვლისას, კუთხეების აგურის წყობით საფეხურები იქმნება.
გუმბათქვეშა საყრდენები ცილინდრული ფორმისაა, კოლონები დაყრდნობილია კვადრატულ ბაზაზე და ზემოთ წრიდან სწორკუთხეზე გადასვლა ხდება კბილანა წყობით.
შიხიანის `აღდგომის~ ტაძრის ინტერიერი საკმაოდ კარგადაა განათებული. განათების ძირითად წყაროს წარმოადგენს გუმბათის სარკმლები და ჯვრის მკლავების სარკმლები. კედლები XIX საუკუნის ნალესობითაა დაფარული და ზედაპირი კირის ხსნარითაა შეთეთრებული, რომელზედაც მხატვრობის კვალი არ ჩანს.
კედლები ნაგებია აგურით (ზომები: 21X21X5, 22X22X5, 23X23X5 სმ.). ყორე ქვა მხოლოდ აქა-იქაა გამოყენებული კედლების ძირას გამავალ საფეხურებზე და საკურთხევლის შემაღლებაზე. ეკლესიას სამი მხრიდან განიერი შესასვლელინ აქვს, რომლებიც გადახურულია შეისრული თაღებით.

foto
foto

ტაძრის გარე მასები ძალიან საინტერესოა. შიხიანის ტაძარი დიდია და ბუმბერაზულ შთაბეჭდილებას ტოვებს. პროპორციებში ცოტა დაბალი მოჩანს ქვედა ტანი, რის გამოც შენობა განსაკუთრებით გვერდითი მხარეებიდან მიწისთან შეზრდილად გამოიყურება. ტაძრის ფასადების მორთულობა ერთიანი სისტემითაა გადაწყვეტილი. მორთულობის მთავარ ელემენტს თაღი წარმოადგენს. კედლები ამოყვანილია აგურით და ამ მასალის თავისაბურებანი გამოყენებულია დეკორისათვის. ნაგებობის ოთხივე ფასადისათავის ერთი პრინციპია მიღებული – თითოეული მათგანი დაყოფილია სამ მონაკვეთად. ეს მონაკვეთები ფაქტიურად შექმნილია თაღებისაგან. შუაზე, შენობის ჯვრის მკლავების შესაბამისად, მაღალი თაღებია, გვერდებზე კი ერთ სიმაღლეზე დაბალი თაღებია, რომლებიც სწორკუთხედშია ჩასმული. სწორკუთხედის ზედა ჰორიზონტზე აგურით კბილანა წყობაა მიღებული. ტაძრის აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფასადებზე დამატებით პატარა თაღებია გამოყენებული. დასავლეთის ფასადი მთავარ ფასადად მიუჩნევია არქიტექტორს და ამიტომ იგი უკეთ არის მორთული და აქვე წარწერაა მოთავსებული. ცენტრალური თაღის შევსება დეკორატიული ელემენტებით ქვევიდან ზევით ნელდება. ქვედა მონაკვეთი სწორკუთხად არის მოჭრილი და სამი დეკორატიული თაღითაა დამთავრებული. ქვემოთ თაღოვანი კარი სწორკუთხედშია ჩასმული და ზემოთ კბილანათი მთავრდება. ფასადების ერთ-ერთ მთავარ დეკორატიულ ელემენტს ჯვრები წარმოადგენს. ფასადების ცენტრალურ არეებზე, მაღლა, აგურის წყობით ამოყვანილია საკმაოდ მოზრდილი ჯვრები. შენობის ჯვრის მკლავები დაბალი სახურავის ზემოთ, თითქმის ერთ დონეზე, სწორკუთხედებში ჩასმული თაღებითაა დამუშავებული. სწორკუთხედებს ზედა ჰორიზონტზე კბილანები გასდევს.
ნაგებობის ცოკოლი არ ჩანს, შეიძლება მცირე საფეხური იყო და მიწით დაიფარა. ტაძრის ქვედა ტანის დამამთავრებლად მარტივი პროფილის მქონე კარნიზი ყოფილა. კარნიზი შირიმის ქვისაა და ყველგან არაა შერჩენილი.
ნაგებობას ამთავრებს მაღალი, მოხდენილი გუმბათი. იგი რვაგვერდაა და თითოეული გვერდის ცენტრი სარკმელს აქვს მოკავებული. გუმბათი სიმაღლეზე ორ მონაკვეთადაა დაყოფილი. ზემო ჰორიზონტზე ჩაღრმავებული მაღალი სწორკუთხედებია გამოყვანილი, ზემოთ აგურის კბილანა წყობით. გუმბათის ქვედა მონაკვეთი წახნაგების მიხედვით მაღალ სწორკუთხედებს წარმოადგენს, რომლებსაც წიბოებზე ლილვები შემოფარგლავს, ზედა რიგს კი ისევ კბილანა გასდევს. სწორკუთხედის შიგნით შეიასრული დიდი თაღია. მაღალი სარკმელი კი ვიწრო სწორკუთხედშია ჩასმული. გუმბათის ყელს აქაც ლილვიანი კარნიზი ამთავრებს.
ნაგებობის ქვედა ტანი ამჟამად ახალი კრამიტითაა დაფარული, გუმბათს კი თუნუქი ახურავს.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

შიხიანის (ენისელის) აღდგომის ეკლესია ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი არ არის მოქმედი.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

პარმენ ზაქარაია - "ქართული ცენტრალურ-გუმბათოვანი არქიტექტურა XI-XVIII სს." ტ.3., 1981წ.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://www.nplg.gov.ge

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016