Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

dolisyana
(IX s)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

დოლისყანას ეკლესია

2. mniSvnelovani da saintereso informacia

დოლისყანის ეკლესია ქართული ხუროთმოძღვრების ერთ–ერთი ძეგლია, რომელიც კარგად შემონახულა თურქეთის ტერიტორიაზე.

3. adgilmdebareoba

დოლისყანის ეკლესია მდებარეობს თურქეთში, ართვინის პროვინციაში, ამავე რაიონში, ისტორიულ მხარე კლარჯეთში, არტანუჯისწყლისა და იმერხევის შესართავთან, სოფელ ჰამამლის (Hamamli) სამხრეთ ნაწილში.

4. ruka

map

5. istoriuli mimoxilva

გიორგი მერჩულეს მიხედვით, დოლისყანის მონასტერი გაშენებულა კლარჯეთის სხვა მონასტრებზე გვიან,  830-840-იანი წლების შემდეგ. მეორე მხრივ, ის უკვე არსებობდა „გრიგოლ ხანძთელის ცხორების“ დაწერის დროისათვის, 951 წლისთვის. ამრიგად, მონასტერი აქ დაარსებული უნდა იყოს დაახლოებით 850-950 წლებს შორის, თუმცა პუნქტი დოლისყანის სახელწოდებით მანამდეც არსებობდა. სუმბატ დავითის ძის ცნობით, აქ იდგა აშოტ I კურაპალატის ლაშქარი 826 წლის იანვარში, როცა აშოტი მოულოდნელად მოკლეს მტრებმა.
XIX საუკუნეში დოლისყანის ეკლესია თურქებმა ჯამედ აქციეს. თავიდან ჯამეს მთელი შენობა ეკავა, როგორც მოწმობს სამხრეთის მკლავში იატაკის დონეზე გამოღებული მიჰრაბი. 1960-იანი წლების ბოლოს ეკლესიაში ზემოთნახსენები ხის კონსტრუქცია ჩადგეს და ჯამეს იატაკი მაღლა, პატრონიკეს დონეზე ასწიეს; ახალი იატაკის ზემოთ მხატვრობა მთლიანად შეათეთრეს; პატრონიკე ძირითადი სივრცისაგან კედლით გამოყვეს და ჯამეს თავისებურ ვესტიბიულად აქციეს. პატრონიკეს ჩანგრევის შემდეგ საჭირო გახდა ახალი შესასვლელის მოწყობა. კარი გაინგრა ჩრდილოეთის მკლავში, სარკმლის ქვემოთ და ნაწილობრივ შეიწირა ის.
1970-80-იან წლებში შენობა შედარებით კარგად იყო მოვლილი სოფლის იმდროინდელი იმამის ილქერ დემირის წყალობით. მისი ინიციატივით შეკეთდა სახურავი და დანგრეული სამხრეთ-დასავლეთ სათავსისაგან დარჩენილი აღმოსავლეთ კუთხე, რამაც იხსნა ეკლესია შემდგომი ნგრევისაგან. 1999 წელს ჯამე ეკლესიიდან გაიტანეს.
ყველა სამონასტრო ნაგებობა, გარდა ეკლესიისა, მთლიანად იყო განადგურებული უკვე XIX საუკუნის ბოლოს.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

dolisyana

 

foto
gegma

დოლისყანის ეკლესია ცუდად არ არის შემონახული. კარგად შემოინახა მისი ძირითადი ჯვრული ნაწილი, რომელშიც ბოლო ხანებამდე ჯამე ფუნქციონირებდა და აქედან გამომდინარე   დაცული იყო.   მთელია კედლება და გადახურვა. გაცილებით მეტადაა დაზიანებული დამატებითი სათავსები. ჩანგრეულია პატრონიკეს კამარა, დასავლეთ კედლის ზედა ნაწილი და იატაკი თითქმის მთლიანად; ჩრდილო-დასავლეთ სათავსის კამარის დასავლეთ ნახევარი; სამხრეთ-დასავლეთ სათავსის სამხრეთ კედელი და კამარა. პასტოფორიუმებში, რომლებიც ბოლოხანს საწყობად იხმარებოდა, უხეშად არის განგრეული შესასვლელები აღმოსავლეთიდან. ჩრდილოეთის მკლავის სარკმლის ქვედა ნაწილი გაფართოებულია სიგანეშიც და ქვემოთკენაც და კარად არის ქცეული - აქედან შედიოდნენ ჯამეში, რომლის იატაკი (ხის ფიცრებისა, ხისავე ბოძებზე დაყრდნობილი) ეკლესიის თავდაპირველ იატაკთან შედარებით ხუთიოდე მეტრით მაღლა იყო აწეული.
დოლისყანის ეკლესია ნაგებია შერეული მასალით. კედლების შიდა და გარე წყობას შეადგენს საშუალო ზომის უხეშად დამუშავებული ქვები. ისინი სწორ რიგებად ლაგდება, პირითი მხრიდან მოსწორებულია, მაგრამ კუთხეები და წიბოები გამოყვანილი არ არის და ქვებს შორის რჩება ღრიჭოები, რომლებიც კენჭებითა და კირის ხსნარით ივსება. შიგნით ეკლესია, როგორც ჩანს, თავიდანვე შელესილი იყო.

foto
fasadi

კონსტრუქციულად მნიშვნელოვანი ნაწილები - თაღები, პილასტრები, ღიობები, კუთხეები გამოყვანილია სუფთად თლილი ქვებით. ასევე მთლიანად სუფთად გათლილი ქვიშაქვის კვადრებითაა მოპირკეთებული გარედან გუმბათის ყელი. ეს ფილები მომცრო ზომისაა (საშუალოდ 20-25 სმ, სიგანით არაუმეტეს 35-40 სმ-ისა) და ძალიან აკურატულ წყობას ქმნიან.
გადახურვა სხვადასხვა ადგილებში სხვადასხვა მასალითაა გაკეთებული. ძირითად სივრცეში კამარები და გუმბათის ნახევარსფერო თლილი ქვისაა. დასავლეთის მკლავის კამარას ძირში (ქუსლებთან) აგურის ოთხი რიგი აქვს ჩატანებული. ასევეა სამხრეთ-დასავლეთის სათავსშიც, ოღონდ აქ აგურის ერთი რიგია. პასტოფორიუმებში, დასავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთის  სათავსებში კამარები მთლიანად აგურისაა. აგურები სხვადასხვა ზომისაა, მეტწილად 5-6 სმ სისქისა (გვხვდება უფრო თხელებიც 3.5-4 სმ სისქისა), 30-31 სმ სიგრძისა და 24-27 სმ სიგანისა. რამდენიმე ადგილას, სადაც საპირე წყობა ჩამოცვენილია, აგური ჩანს კედლებისა და კამარების გულშიც - მათ ნატეხებს დუღაბში ურევდნენ.
საბურველი ეკლესიის შენობას კრამიტის ჰქონდა. ახლა ის მეტწილად გაძარცვულია, მაგრამ ბევრი კრამიტი ჯერ კიდევ ადგილზეა. კრამიტები მოუჭიქავია, ორი სახისა - ბრტყელები, რომლებიც ერთმანეთის გვერდი–გვერდ ეწყობა და ღარისებრი ფორმისა, რომლებიც მათ კიდეებს ეფარება. ბრტყელი კრამიტის ზომაა 39X27 სმ.

foto
Wrili Wrili

მშენებლობის ხარისხი საკმაოდ მაღალია. ფორმები სუფთად, წესიერად არის გამოყვანილი. განსაკუთრებით მონდომებით შეუსრულებიათ ზოგიერთი დეტალი. მაგალითად, პასტოფორიუმთა შესასვლელების არქიტავრები მონოლითური არ არის, არამედ აწყობილია რამდენიმე რთული კონფიგურაციის, ერთმანეთთან უნაკლოდ ზუსტად მორგებული ქვით.
შენობის ზოგიერთ ნაწილს ეტყობა XX საუკუნეში თურქების მიერ ჩატარებული რემონტის კვალი. ეს შეკეთებული ადგილები იოლად განირჩევა თავდაპირველი ნაგებობისაგან დაბალი სამშენებლო ხარისხით. უხეირო წყობითაა განახლებული აღმოსავლეთ ფასადის ზედა მარცხენა მონაკვეთი. ასეთივეა პატრონიკეს პირზე ამოყვანილი თხელი (55 სმ სისქის) კედელი ორი უშნო მართკუთხა ფანჯრითა და მათ შუაკარით. როგორც ჩანს, თავიდან ჯამეში ამ კარით შედიოდნენ. შემდეგ, პატრონიკეს იატაკის ჩანგრევის გამო, ის ძნელად მისადგომი გახდა და ჩრდილოეთიდან ახალი კარი გაჭრეს.
კომპოზიციურად დოლისყანის ეკლესია წარმოადგენს ცენტრალურ-გუმბათოვან ნაგებობას ჯვრული ძირითადი სივრცითა და ოთხსავე კუთხეში მოწყობილი დამატებითი სათავსებით. შენობის გეგმა წაგრძელებულ მართკუთხედში იწერება. ძირითად ჯვრულ კორპუსს შეადგენს ცენტრალური კვადრატიდან გამომავალი ოთხი მკლავი - ერთი (აღმოსავლეთისა) აფსიდური და სამი მართკუთხა. დასავლეთის მკლავში, რომელიც 3,5-ჯერ უფრო გრძელია განივ მკლავებთან შედარებით, ჩაშენებულია პატრონიკე. ის მთლიანად გახსნილი იყო ძირითადი სივრცისაკენ. წინა კედლის კამარამდე ამოშენების შემდეგ პატრონიკე განცალკევებულ დახურულ სათავსად იქცა და, ამრიგად, დასავლეთის მკლავს მოსწყდა მისი დასავლეთ ნაწილი.
მთავარი შესასვლელი ეკლესიას აქვს დასავლეთის მკლავის სამხრეთ კედელში. ამ კარამდე მისასვლელად საჭიროა სამხრეთ-დასავლეთ კუთხის სათავსის გავლა. საფიქრელია, რომ ამ სათავსის სამხრეთ კედელი (ამჟამად მთლიანად ჩამონგრეულია) თაღებით იქნებოდა გახსნლი და მთლიანად მას სტოა-კარიბჭის სახე ექნებოდა. მეორე კარი ეკლესიაში შეიძლება ყოფილიყო დასავლეთის მკლავის დასავლეთ ბოლოში. ახლა აქ ყველაფერი ნაყარი ქვებითა და მიწით არის ამოვსებული და დაზუსტებით რაიმეს თქმა რთულია.

foto
foto

საკურთხევლის აფსიდისა და ყოველ მკლავში თითო დიდი სარკმელია, გუმბათის ყელში - ოთხი. მკლავების სარკმლები ძლიერ ფართოვდება შიგნითკენ (სამხრეთის სარკმლის სიგანე ფასადზე 45 სმ-ია, ინტერიერში - 150 სმ), გუმბათის წელისა - პირიქით, თითქმის პარალელურწირთხლებიანია. თითო, შედარებით მომცრო, სარკმელი არის პასტოფორიუმთა აფსიდებში.
გუმბათქვეშა თაღები ეყრდნობა სადა პროფილის (თარო-ცერობი) იმპოსტებს. მათ ქვემოთ კედლის კუთხეებზე პილასტრები არ არის. დასავლეთის მკლავს შუაზე აქვს ერთი საბჯენი თაღი (ის ახლა თურქების მიერ ჩაშენებულ კედელშია ჩამალული), რომელიც კედელზე შეკიდულ წაკვეთილ პილასტერბს ეყრდნობა. ამ პილასტრების კაპიტელები შედარებით რთული პროფილისაა (თარო-ცერობი-თარო-ცერობი).
გადასვლა გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელზე ხორციელდება შერეული აფრულ-ტრომპული სისტემით. ცენტრალური კვადრატის ყოველ კუთხეში ამოყვანილია აფრა შიგ ჩასმული, შედარებით მომცრო ტრომპით. ტრომპები ნახევარკონუსური ფორმისაა, აქვთ ორსაფეხურიანი წინა თაღები. მათ ზემოთ იწყება აფრული ნაწილები, რომლებიც გუმბათქვეშა თაღებს ზემოთ ებმიან ერთმანეთს და ოთხნაწილიან წრიულ გვირგვინს ქმნიან. აფრებში, დიდ ტრომპებზე ორმოციოდე სანტიმეტრით მაღლა, ზის ორ-ორი მცირე ტრომპი. ისინი იმდენად პატარებია, რომ დეკორაციულ ღრმულებს წააგავს. მიუხედავად აფრების წამყვანი როლისა, ტრომპები უფუნქციო არ არის - ისინი ინარჩუნებენ კონსტრუქციულ დანიშნულებას. ძირითადი ტრომპების თაღები სწორ ვერტიკალურ სიბრტყეებში იშლება და წახნაგებს ქმნის, ოღონდ ეს წახნაგები ბევრად ვიწროა მათ შორისებზე. მეტიც, გარკვეულწილად ფუნქციურია მცირე ტრომპებიც. კედლის პატარა მონაკვეთები მათ ზემოთ ასევე სწორია (არა მრუდხაზოვანი), ოღონდ აფრულ ელემენტთან იოლად შესათავსებლად წინ არის დახრილი.
აფრა-ტრომპების ზემოთ გუმბათის ყელის ძირში თაროსებრ შვერილი წრიული სარტყელია. მასზე დგას გუმბათის ყელი, რომელიც შიგნით თორმეტწახნაგაა და შესაბამისად თორმეტმალიანი დეკორაციული თაღნარი გაუყვება. თაღები ეყრდნობა წახნაგთა მიჯნაზე (კუთხეებში) აღმართულ მსუბუქ ნახევარსვეტებს. თაღნარი არბილებს დოდეკაგონის კუთხეებს და მასზე იოლად ხერხდება გუმბათის ნახევარსფეროს დადგმა.
შენობის გარე შემკულობა ძირითადად სარკმლების ირგვლივ არის თავმოყრილი. განსაკუთრებით გამოირჩევა სამხრეთის მკლავის სარკმელი. უშუალოდ ღიობის თაღის ზემოთ თანაბარი ზომის ლამაზი ასოებით გაკეთებული წარწერა:

ქ(რისტ)ე ადიდე მეფÀ ჩ(უე)ნი ს(უმ)ბ(ა)ტ მზ(ე)გრძ(ელო)ბ(ი)თ

წარწერის ზემოთ მარაოსებრ რადიალურად განლაგებული 11 ტრაპეციული ქვაა, რომლებიც მონაცვლეობით წითელ-ყვითელია (ყვითელი ქვის ბუნებრივი ფერია, წითელი მიიღება დაფერვით, რომელიც ახლა ბევრგან გადასულია). ამ „მარაოს“ ზემოდან ევლება დიდი რელიეფური თავსართი, მთლიანად დაფარული ჩუქურთმით. თავსართზე, როგორც ჩანს, ჯვარი იყო აღმართული. შემორჩა მისი ქვედა მკლავის ფრაგმენტი, დანარჩენი ამოტეხილია. სარკმლის აქეთ-იქით ჩასმულია მთავარანგელოზების რელიეფური გამოსახულებები. ფიგურას ღიობის მარცხნივ აქვს წარწერა:

წ(მიდა)Á მ(ი)ქ(აე)ლ
მარჯვნივ:
წ(მიდა)Á გ(ა)ბრ(იე)ლ

გაბრიელ მთავარანგელოზის წინ გამოსახულია მედალიონში ჩაწერილი ნახევარფიგურა, რომლის სახე ძლიერ დაზიანებულია. წარწერა მედალიონის ქვეშ გვამცნობს:

შ(ეი)ქმნა (ე)ს(ე) Ã(ე)ლ                                                   დ(ია)კ(ო)
(ი)თა გ(ა)ბრ(იე)ლ                                                       ნ(ი)ს(ა)Á
თა

ამრიგად, მედალიონში წარმოდგენილია გაბრიელ დიაკონი (ან დეკანოზი - ქარაგმა ასეც შეიძლება გაიშიფროს. ეკლესიის სხვა წარწერაში იგივე გაბრიელი „მოძღვრად“ არის მოხსენიებული), რომლის „სახელითაც შეიქმნა“, როგორც ჩანს, ქანდაკებები სამხრეთის სარკმლის ირგვლივ. შესაძლოა, მას რაღაც სხვა წვლილიც მიუძღვოდა დოლისყანის ეკლესიის მშენებლობაში.
აღმოსავლეთ სარკმლის გაფორმება მსგავსი პრინციპითაა აგებული, ოღონდ უფრო სადაა: თავსართს არ გააჩნია ორნამენტაცია, არ არის წარწერები და რელეიეფები. „მარაო“ აქაც 11 ქვისაგან შედგება ფერთა ანალოგიური განლაგებით. განსხვავებულად არის გაფორმებული ჩრდილოეთ სარკმელი. თვით ღიობისაგან შემორჩა მხოლოდ თაღოვანი დაბოლოება, რომელსაც პატარა თავსართი შემოწერს. მის ზემოთ ჩასმულია ქვიშაქვის დიდი ფილა ჯვრის გამოსახულებით. ჯვრის მკლავები ბოლოსკენ ძლიერ ფართოვდება და უხვად არის მორთული. ფილას აქვს მსხვილი ლილვური ჩარჩო, რომელიც მის თავზე ერთგვარ „ფრონტონს“ ქმნის.

foto
Wrili Wrili

სამხრეთის მკლავის სამხრეთ ფასადზე ერთ დიდ ქვაზე ამოკვეთილი იყო მზის საათი - აკურატულ ნახევარწრედ განლაგებული ასოები, რომელიც აღნიშნავდა რიცხვებს 1-დან 12-მდე. ცენტრიდან ასოებისაკენ მიემართებოდა სხივები მომრგვალებული ბოლოებით. სამწუხაროდ,
გუმბათის ყელს, ქვედა კორპუსისაგან განსხვავებით, მთლიანად თლილი ქვის პერანგი მოსავს. ის გარედანაც, ისევე, როგორც შიგნიდან 12-წახნაგაა და 12-მალიანი დეკორაციუილ თაღნარი შემოწერს. თაღები ეყრდნობა შეწყვილებულ მსუბუქ ნახევარსვეტებს, რომელთაც სხვადასხვაგვარად გაფორმებული ნატიფი კაპიტელები აქვთ. ორი მათგანის აბაკებზე შემოინახა წარწერათა ფრაგმენტები: „ად...“ და „გყა...“. გუმბათის ყელის ძირში სადა პროფილის (თარო-ცერობი) წრიული სარტყელია. ზემოდან ყელს ორი თაროს პროფილის კარნიზი აგვირგვინებს. გუმბათის ნახევარსფეროს აქვს დაბალი კონუსური სახურავი. ყელის სამხრეთ-აღმოსავლეთ წახნაგში ჩადგმულია რელიეფური ფილა სუმბატ მეფის გამოსახულებით. ამავე ფილაზე ამოკვეთილია წარწერა:

ქ(რისტ)ე ად(ი)დ(ე)ნ
მეფე ჩ(უე)ნი ს(უმ)ბ(ა)ტ

სამხრეთ-დასავლეთ სათავსიდან ეკლესიაში შემავალ კარს უზარმაზარი ქვის არქიტავრი აქვს. მასზე გამოყვანილია ნატიფ კონსოლებზე დამდგარი დიდი ნახევარწრიული თავსართი, რომელსაც მსუბუქად ნაკვეთი მცენარეული ორნამენტი გაუყვება. მომცრო აფსიდი სამხრეთ-დასავლეთ სათავსის აღმოსავლეთ ბოლოში ეკლესიის თანადროული არ არის, ის მოგვიანებით (ალბათ XI საუკუნეში) არის გამოღებული. აფსიდი მთლიანად თლილი ქვითაა მოპირკეთებული, აქვს სხვადასხვა რთული კონფიგურაციის შვიდი ქვით ძალიან სუფთად გამოყვანილი კონქი. აფსიდის გამოღებისას, როგორც ჩანს, დაზიანდა წყობა მის ზემოთ და მარცხნივ. ის თავისივე ქვებით აღუდგენიათ. ამ განახლებულ წყობასა და თვით აბსიდში ჩასმულია რელიეფები, რომლებიც თავიდან სხვაგან უნდა ყოფილიყო მოთავსებული. ერთ მათგანზე ამჟამად მთლიანად გადარეცხილ ფიგურას (ალბათ წმ. სტეფანესი) აქვს წარწერა:

წ(მიდა)ო
სტე
ფან
ე (შეიწყალ)ე
მ(ო)

ღ(უა)რი გ(ა)ბ(რიე)ლ

მეორე რელიეფი - მაცხოვრის ფიგურა მედალიონში - ნაწილია სამფილიანი კომპოზიციისა, რომელიც შეიცავს წარწერას:

ი(ეს)უ ქ(რისტ)ე
წ(მიდა)Á ესე ეკლესი(ა)Á წ(ინაშ)ე დღესა
... მეფეთა ჩ(უე)ნთა
... ქ(რისტ)ე შ(ეიწყალ)ე

წარწერა ნაკლულია - ქვედა მარცხენა ფილა დაკარგულია.
დოლისყანის ეკლესიის არქიტექტურული გადაწყევტა მოწმობს, რომ ის აგებული უნდა იყოს ტაო-კლარჯეთის ხელოვნების აყვავების ხანის უშუალოდ წინა პერიოდში, ოშკსა და ხახულზე ცოტა ადრე, X საუკუნის შუა ხანებში. მასზე უკვე იჩენს თავს ახალი დროის ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელი ბევრი თვისება - გუმბათის ყელის დეკორაციული თაღნარი, პოლიქრომიული „მარაოები“ სარკმლების თავზე, მოჩუქურთმებული თავსართი და სხვა. ამავე დროს, ზოგი ნიშნით დოლისყანა ჯერ კიდევ უკავშირდება გარდამავალ ხანას. ასეთი ნიშნებიდან შეიძლება დასახელდეს დამჯდარი პროპორციები (მთელი შენობისა და, განსაკუთრებით, გუმბათის ყელისა), უხეშად დამუშავებული ქვის საფასადო წყობა, შეუმკობელი აფრა-ტრომპები, მოჩუქურთმებული კარნიზები და სხვა.

foto
foto foto

თარიღის დასაზუსტებლად მნიშვნელოვანი საყრდენია ეკლესიის წარწერები, რომლებშიც ქტიტორად იხსენიება სუმბატ მეფე. ჯერ კიდევ დ. ბაქრაძემ და ა. პავლინოვმა სწორად გააიგივეს იგი ადარნასე ქართველთა მეფის უმცროს შვილთან სუმბატ კურაპალატთან და, შესაბამისად, ნაგებობის აშენების დრო მისი მეფობის პერიოდით - 954-958 წლებით განსაზღვრეს. ეს დათარიღება თითქმის საუკუნის მანძილზე არ გამხდარა საკამათო. ბოლოხანს ნაწილობრივ განსხვავებული მოსაზრება წამოაყენა ნ. შოშიაშვილმა. მისი აზრით, სამხრეთ-დასავლეთ სათავსის აღმოსავლეთ კედლის წარწერაში დაკარგულ ფილაზე სუმბატთან ერთად იხსენიებოდა მისი უფროსი ძმა ბაგრატიც (937-945). ამგვარი რეკონსტრუქციის საფუძველზე ნ. შოშიაშვილმა დოლისყანის ეკლესია X საუკუნის I ნახევრით დაათარიღა. წარწერის ასეთ აღდგენას მიემხრო ვ. ჯობაძეც, რომელმაც გამოთქვა მოსაზრება, რომ ეკლესია ძირითადად ააშენა ბაგრატმა, ხოლო სუმბატმა აღადგინა ან განაახლა ის. დამატებით არგუმენტად ამ აზრის სასარგებლოდ ვ. ჯობაძე მიიჩნევს სხვადასხვა რელიეფების შესრულების სტილისტურ არაერთგვაროვნებასა და გუმბათის ყელისა და ძირითადი კორპუსის სხვადასხვაგვარ საფასადო მოპირკეთებას. წარწერებში მოხსენიებული გაბრიელი, ვ. ჯობაძის მიხედვით, იყო ერთ-ერთი იმ ორ ოსტატთაგანი, რომელთაც მიანდო სუმბატმა ეკლესიის განახლება.
მოგვიანებით (ალბათ არაუგვიანეს XI საუკუნისა) ეკლესიის დასავლეთ მკლავში ჩაშენდა ღია პატრონიკე. წყობაზე დაკვირვება მოწმობს, რომ ის მთელი შენობის თანადროული არ არის (ეს ჯერ კიდევ ნიკო მარმა შენიშნა). ამავე დროს დასავლეთის მკლავის დასავლეთ კედელში მეორე სართულის დონეზე კარის არსებობა მეტყველებს იმაზე, რომ პატრონიკე აქ თავიდანვე უნდა ყოფილიყო. როგორც ჩანს, გარკვეული დროის შემდეგ ის მოიშალა და ახლით შეცვალეს. შესაძლოა, თავდაპირველი პატრონიკე ხისა იყო.

foto
foto foto foto

დოლისყანის ეკლესია მოხატული იყო. ამჟამად შემორჩენილია მღვდელმთავართა მეტ-ნაკლებად დაზიანებული ექვსი ფიგურა საკურთხევლის აფსიდის ქვედა რეგისტრში, სარკმლის მარჯვნივ (მარცხნიდან მეორე, წარწერის მიხედვით, არის წმ. ილარიონი, მესამე - წმ. გრიგოლ საკვირველთმოქმედი. სხვების ვინაობა ვერ დგინდება), და განკითხვის დღის სცენის ფრაგმენტები სამხრეთის კარის ტიმპანში. 1964-67 წლებში ნ. და ჟ.-მ. ტÁერის მხატვრობა ბევრად უკეთეს მდგომარეობაში დახვდა, კერძოდ, ჯერ კიდევ არ იყო შეთეთრებული საკურთხევლის შუა (მოციქულთა ფიგურები) და ზედა (მაცხოვრის დიდი ფიგურა) რეგისტრები. ჩანდა, აგრეთვე, მხატვრობის დიდი ფრაგმენტები გუმბათის ყელსა (წინასწარმეტყველთა ფიგურები) და საკუთრივ გუმბათში (მაცხოვრის ამაღლების კომპოზიცია). ნ. ტÁერი საკურთხევლისა და გუმბათის ნახევარსფეროს მხატვრობას XI-XII საუკუნეთა მიჯნით ათარიღებს, გუმბათის ყელისას - XII-XIII საუკუნეთა მიჯნით, სამხრეთის კარის ტიმპანისას - XIII საუკუნის I ნახევრით. ვ. ჯობაძე პალეოგრაფიული მონაცემების მიხედვით ფიქრობს, რომ დოლისყანის მოხატულობა, მთლიანად XIII საუკუნისა უნდა იყოს.
დოლისყანის ეკელსიის სამხრეთის მკლავის დასავლეთ კედელსა და დასავლეთის მკლავის სამხრეთ კედელზე მრავლად არის ბათქაშზე ნაკაწრი და საღებავით დატანილი წარწერები, სავარაუდოდ XIV-XV საუკუნეებისა. მათი ნაწილი გამოაქვეყნა ზ. სხირტლაძემ. საყურადღებოა, რომ რამდენიმე წარწერა იწყება მიმართვით მთავარანგელოზებისადმი. ამ გარემოებისა და შენობის სკულპტურულ დეკორში  წმ. მიქაელისა და გაბრიელის გამორჩეული წარმოდგენების მიხედვით, საფიქრებელია, რომ ეკლესია წმ. მთავარანგელოზთა სახელობისა უნდა იყოს.
XIX საუკუნეში დოლისყანის ეკლესია თურქებმა ჯამედ აქციეს. თავიდან ჯამეს მთელი შენობა ეკავა, როგორც მოწმობს სამხრეთის მკლავში იატაკის დონეზე გამოღებული მიჰრაბი. 1960-იანი წლების ბოლოს ეკლესიაში ზემოთნახსენები ხის კონსტრუქცია ჩადგეს და ჯამეს იატაკი მაღლა, პატრონიკეს დონეზე ასწიეს; ახალი იატაკის ზემოთ მხატვრობა მთლიანად შეათეთრეს; პატრონიკე ძირითადი სივრცისაგან კედლით გამოყვეს და ჯამეს თავისებურ ვესტიბიულად აქციეს. პატრონიკეს ჩანგრევის შემდეგ საჭირო გახდა ახალი შესასვლელის მოწყობა. კარი გაინგრა ჩრდილოეთის მკლავში, სარკმლის ქვემოთ და ნაწილობრივ შეიწირა ის.
1970-80-იან წლებში შენობა შედარებით კარგად იყო მოვლილი სოფლის იმდროინდელი იმამის ილქერ დემირის წყალობით. მისი ინიციატივით შეკეთდა სახურავი და დანგრეული სამხრეთ-დასავლეთ სათავსისაგან დარჩენილი აღმოსავლეთ კუთხე, რამაც იხსნა ეკლესია შემდგომი ნგრევისაგან. 1999 წელს ჯამე ეკლესიიდან გაიტანეს.
ყველა სამონასტრო ნაგებობა, გარდა ეკლესიისა, მთლიანად იყო განადგურებული უკვე XIX საუკუნის ბოლოს.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi:

არ მოგვეპოვება

9. gamoyenebuli masalebi

დ. ხოშტარია - „კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები“, 2005წ.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.nplg.gov.ge

http://tao.110mb.com

http://varketili.hostzi.com

http://www.virtualtao-klarjeti.com

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016