vaCnaZianT madlis eklesia
(XI-XII mijna)
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
ეკლესია, სამრეკლო.
2. mniSvnelovani da saintereso informacia
არ მოგვეპოვება.
3. adgilmdebareoba
ვაჩნაძიანთ მადლის ეკლესია მდებარეობს ბელაქნის მახლობლად ლაგოდეხ-კახის მაგისტრალური გზის მარჯვენა მხარეზე დაახლოებით 5 კილომეტრის დაშორებით.
4. ruka
არ მოგვეპოვება.
5. istoriuli mimoxilva
ადგილობრივი მცხოვრებნი მადლის ეკლესიას ნურ-ქილისას ეძახიან. აღნიშნული ძეგლი 1518-1574 წლამდე კარგად ყოფილა შენახული. ამას ადასტურებს ლევან მეფის მეუღლის თინათინის მიერ გაცემული გუჯარი, რომელიც მას მიუცია შუამთის მონასტრისათვის.
სამწუხაროდ, იგი ამჟამად დანგრეულია და უპატრონოდ დგას დიდ ველზე - ძეგლი ახლო სოფლებიდან მორეკილი ნახირისა და მწყემსების სადგომად არის ქცეული.
ჟურნალ მოგაზურის 1901 წლის მეათე ნომერში მოყვანილია საინტერსო ცნობები მადლის ეკლესიის შესახებ, მასში წერია, რომ გალეკებული ქართველები მაშინაც თაყვანს სცემდნენ მადლის ეკლესიას. მათი გულშემატკივრობით ეს ძეგლი დღემდე არსებობს. ამ ეკლესიას ძირითადად გალაჯოვები პატრონობდნენ. ეს გალეკებული ქართველები რევაზ ვაჩნაძის შთამომავალნი არიან. როგორც ხალხური ზეპირი გადმოცემებიდან ირკვევა, სწორედ ამის გამო ეწოდება ამ მცირე ფორმის ძეგლს ვაჩნაძიანთ მადლის ეკლესია.
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
ხალხური ზეპირი გადმოცემებიდან ირკვევა, რომ ამ ძეგლს ვაჩნაძიანთ მადლის ეკლესიას იმიტომ უწოდებენ, რომ ამ ეკლესიას გალეკებული ქართველები პატრონობდნენ, რომლებიც რევაზ ვაჩნაძის შთამომავლები იყვნენ.
7. arqiteqturuli aRwera
ძეგლის გეგმის კომპოზიცია და საშენი მასალა, რომლითაც იგი აგებულია, აშკარად მიუთითებს მშენებლობის ორ პერიოდზე: პირველ პერიოდში აგებული უნდა იყოს თვით ეკლესია, მეორეში – სამრეკლო.
ა) ვაჩნაძიანთ მადლის ეკლესია (7X9 მ) წარმოადგენს წრიული მოხაზულობის ერთ აბსიდიან ბაზილიკურ ნაგებობას და აგებულია დიდი ზომის რიყის ქვებისაგან კირის ხსნარზე. შემდგომში ეკლესიის კარიბჭის დასავლეთის კედელზე მიუშენებიათ აგურის სამრეკლო. ძეგლის აშენების დათარიღების დადგენა ეპიგრაფიკული მასალის უქონლობის გამო ძნელდება, ამიტომ მკვლევარები ხუროთმოძღვრული ანალიზისა, მისი სამშენებლო ელემენტების და ტექნიკის დონის განსაზღვრის დაყრდნობით, მადლის ეკლესიის მშენებლობის პირველი პერიოდი სავარაუდოდ XI - XII საუკუნეების მიჯნას არ უნდა სცილდებოდეს.
ვაჩნაძიანთ მადლის ეკლესიას პარალელები თვით საინგილოს ტერიტორიაზე ეძებნება.
ეკლესია წარმოადგენს დარბაზულ ეკლესიას გარე კედლების სწორკუთხედში მოქცეული ნახევარწრიული აბსიდით. ეკლესიის გეგმა კასრის სამების საყდრის ასლს წარმოადგენს. პირველადი მოცულობითი ფორმა მადლის ეკლესიას შენარჩუნებული აქვს დღემდე, იგი გადახურულია შიგნიდან კამარით შეკრული ორქანობიანი სახურავით; ასევე შენარჩუნებული აქვს სარკმელებისა და კარიბჭის ზღუდარები, მხოლოდ კედლებიდან გამოცლილი აქვს ქვები, გაზიდულია აფსიდის კედლისა და გარეთა კუთხეების თლილი ქვები.
იდენტური ტიპის ძეგლების არსებობა დამოწმებულია საქართველოს სხვადასხვა მხარეში; სახელდობრ ისტორიულ ტაოს მიწა-წყალზე. ამის მაგალითს წარმოადგენს იშხანის ტაძრის გვერდით მდებარე 1006 წელს აგებული ე.წ. "მცირე ეკლესია".
ბ) მშენებლობის მეორე პერიოდის ეკუთვნის დასავლეთით მიშენებული სამრეკლო (6,2X6,2 მ.), რომელიც თანამედროვე კახეთის ტერიტორიაზე გავრცელებუღი ქართული ხუროთმოძღვრების გვიანი პერიოდის დამახასიათებელი ტიპური სამრეკლოების განმეორებას წარმოადგენს. სამრეკლოს პირველი სართულის გეგმის კვადრატული მოხაზულობა და მეორე სართულის რვაწახნაგოვანი ტიპური ღია ფანჩატურისებრივი გადაწყვეტა თავისი სივრცობრივი ფორმითა და კონსტრუქციული აგებულებით XII – XIII საუკუნეებს უნდა მიეკუთვნოს.
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
არ მოგვეპოვება.
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
ილია ადამია – „ქართული ხალხური ხუროთმოძღვრება. საინგილო“, 1979წ.
10. marSruti
დადგინდება;
11. bmulebi
არ მოგვეპოვება.
|