Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

პატარა ვანქი
(X-ის II ნახევარი)

 

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

3. adgilmdebareoba

ვანქის ეკლესია მდებარეობს თურქეთში, ერზერუმის პროვინციაში, შენკაიას (Şenkaya) რაიონში, ისტორიულ იმიერ ტაოში, დაბა შენკაიას (Senkaya) ზამთრის საძოვრებზე, მაღალ კლდეებს შორის.

 

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

ოლთისის მაღალ მთებს შუა, სოფელ შენკაიას ზამთრის საძოვრებზე, მაღალ კლდეებს შორის, რომლებიც სართულებიანი გამოქვაბულებით არის სავსე, მდებარეობს ვანქის ეკლესიის ნანგრევები. ეს ტაძარი ექვთიმე თაყაიშვილს მოუნახულებია და თავის წინგში მას პატარა ვანქის სახელით აღწერს. ტაძრის ნანგრევები მოინახულა ავსტრიელმა მკვლევარმა ბრუნო ბაუმგარტნერმა, რომელმაც მოკლე ცნობები და ფოტომასალა საკუთარ დისერტაციაშიც გამოაქვეყნა. ეკლესია  1996  აზომა არქიტექტორმა ნ. ბაგრატიონმა.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

foto

ვანქის ეკლესია დარბაზული ტიპისაა, ერთნავიანი (დაახლ. 7,00X11,7 მ.) ჩრდილოეთის ფასადის აღმოსავლეთ კედელზე მიშენებული ერთნავიანი სამლოცველოთი. ორივე დარბაზს აქვს საკურთხევლის აფსიდები, გარედან ოთხკუთხედებია და აქვთ დამოუკიდებელი შესასვლელები. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან აქვს, სამლოცველოს კი – ჩრდილოეთიდან. დარბაზები ერთმანეთს არ უკავშირდება. ეკლესიის გეგმა საკმაოდ განვითარებული არის: გრძივი კედლები გაყოფილია ორ ნაწილად საფეხურებიანი პილასტრებით, რომლებსაც რთული პროფილი აქვთ., მათ შორის მთელ მინდორს იკავებენ ბრტყელი ნიშები. აფსიდაში საკურთხევლის სარკმელის გვერდებზე კიდევ ორი საკმაოდ ღრმა ნახევრადწრიული ნიშია, რომლებიც სადიაკვნეს და სამკვეთლოს როლს ასრულებდნენ. გარედან კედლები მოპირკეთებულია კარგად თლილი ქვით. ე. თაყაიშვილის აღწერის მიხედვით დასავლეთის თაღოვანი სარკმელი იყო შემკული მარაოსებურად განლაგებული ფერადი ზოლებით – თეთრებით და ყვითლებით – რომლებიც საღებავებით იყო გაკეთებული და სხვადასხვა ფერის ქვებით წყობას გავდა.
ეკლესია იყო ზევით დიდი კონქური გადახურვით, კარნიზით, ქვევით ამაღლებული ორი საფეხურით, ბაზის-კაპიტელებიანი პილასტრებით.
დარბაზი, საკურთხევლის გარეშე ინტერიერში თითქმის კვადრატს უახლოვდება და მხოლოდ უმნიშვნელოდაა დაგრძელებული. აღმოსავლეთით კლდეს ებჯინება, დასავლეთის კედელი პირდაპირ ხევის პირას იდგა. ადგილობრივთა თქმით, დასავლეთით მიწის მოშლამ გამოიწვია კიდეც ამ კედლის ჩანგრევა. ინტერიერში სამხრეთის და ჩრდილოეთის კედლებზე მიდგმულია თითო-თითო მასიური და მომრგვალებული ფორმის პილასტრები, რომლებიც ინტერიერის შუა (აფსიდის ჩათვლით) მდებარეობდა. ხოლო აფსიდისწინა და დასავლეთის კუთხეები სამ-სამ საფეხურადაა დამუშავებული და შესაბამისად თაღებიც საფეხურობრივად ლაგდებოდა.

s
foto
თაყაიშვილი წერს, რომ ეკლესიის შესასვლელის თავზე ჭრილი ქვის ჯვარია, გამომდინარე იქიდან რომ სამხრეთის კედელი დანგრეულია, აღარც კარია დარჩენილი და არც მისი მამკობი რელიეფი. გადახურულია ცილინდრული კამარით, რომელიც ჯერაც უვნებლადაა შემორჩენილი. მოპირკეთებულია ასევე კარგად ნათალი ქვით, ეტყობა რომ დარბაზის თანადროულია. ექ. თაყაიშვილი ახსენებს, რომ წარწერა იყო მთავარი ტაძრის სამხრეთის შესასვლელი კარის ტიმპანის ქვაზე, რომელიც 1907 წლისათვის უკვე განზრახ მოთლილი იყო.
თაყაიშვილს ასევე უნახავს ფრაგმენტი კიდევ ერთი წარწერსა, რომელიც მისი აზრით სხვა ყველასაგან განსხვავებით უძველესად უნდა ჩაითვალოს.
უნდა აღინიშნოს, რომ არქიტექტურას ეტობა სომხური არქიტექტურის გავლენა, რაც მოსაზღვრე რეგიონით და მჭიდრო კულტურული გავლენებით აიხსნება. კერძოდ სომხურ გავლენაზე მეტყველებს შედარებით დაბალი პროპორციების ინტერიერი, მრგვალი მასიური პილასტრები და მისი ხისტი კარნიზები.
ეკლესიისაკენ მიმავალი ვიწრო ხეობა გამოქვაბულებითაა გარშემორტყმული.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

ვანქის ეკლესია თურქეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის დაყოფით სამცხე–ჯავახეთის და ტაო–კლარჯეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. ვ. ბერიძე – "Архитектура Тао-Кларджети", 1981წ
2. გამოყენებული ბმულები: http://www.virtualtao-klarjeti.com

10. marSruti

დადგინდება

11. bmulebi

http://www.nplg.gov.ge

http://www.virtualtao-klarjeti.com

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016