Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

foto

წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი
(X-XIII ss.)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია, სამრეკლო, გვირაბი.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

ეკლესიაში კონსტანტინეპოლიდან მოწვეული მანუელ ევგენიკოსსის მიერ შესრულებული ფერწერა, მაღალი პროფესიული დონით გამოირჩევა. ეს მოხატულობა XIV საუკუნის დასასრულს კონსტანტინოპოლის სკოლის ერთადერთი შემორჩენილი ზუსტად დათარიღებული და მხატვრის მიერ ხელმოწერილი ნიმუშია.

3. adgilmdebareoba

წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი მდებარეობს საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მხარე სამეგრელოში, ქალაქ წალენჯიხის სიახლოვეში, აღმოსავლეთით, მაღალ გორაზე.

4. ruka

bana

5. istoriuli mimoxilva

ეკლესიის გალავნის ძველი საძირკველი იმას მოწმობს, რომ ეკლესიამდე აქ ციხე-სიმაგრე იყო აშენებული. შესაძლოა ერთ-ერთი ვერსიით, სახელწოდება წალენჯიხა ანუ ჭანთა ციხე (წინ წყარი - ჭანის წყალი) ამ ციხე-სიმაგრის არსებობასთანაა დაკავშირებული.
მეორე ვერსიით ტოპონიმი წალენჯიხა წარმოშობილი ჩანს კოლხური ტომის ჭანების სახელისაგან (ჭანის ჯიხა – ჭანის ციხე, ჭანის დიხა – ჭანის მიწა).

ექვთიმე თაყაიშვილის მიხედვით, წალენჯიხის ეკლესია აგებულია X-XI საუკუნეებში, ხოლო ეკლესიისთვის შემოვლებული შტოები, შემოუვლია ვამეყ I დადიანს (1384-1396). მარი ბროსეს მიხედვით კი, მთელი ეკლესია ვამეყ I დადიანის მიერაა აშენებული. ვახტანგ ბერიძე აშენების თარიღს X-XIII საუკუნეების შემდგომ ხანას მიიჩნევს, ხოლო თამაზ სანიკიძის მიხედვით - ტაძარი აგებულია XII საუკუნეში.
ეკლესიაში შემორჩენილი ქართული და ბერძნული წარწერებიდან ირკვევა, რომ ვამეყ I დადიანის ბრძანებით ტაძარი მოუხატავთ კონსტანტინეპოლიდან მოსულ მანუელ ევგენიკოსს. მაღალ პროფესიული დონით გამორჩეული ეს მოხატულობა XIV საუკუნის დასასრულს კონსტანტინოპოლის სკოლის ერთადერთი შემორჩენილი ზუსტად დათარიღებული და მხატვრის მიერ ხელმოწერილი ნიმუშია.
XVII საუკუნის შუა წლებში მხატვრობის დაზიანებული ადგილები გაუნახლებია ეპისკოპოსს ევდემონ ჯაიანს, ეგვტრების სხვადასხვა დროის მოხატულობებში (XVI-XIX სს.) გამოირჩევა მრავალრიცხოვან საერო პირთა გამოსახულებები (მათ შორისაა ლევან II დადიანის საოჯახო პორტრეტი მისივე ეგვტერის სამხრეთ კედელზე).
თავის დროზე წალენჯიხის ტაძრში ბევრი წინამძღვარი და ეპისკოპოსი მოღვაწეობდა:

მათეოზი - XVI საუკუნის II ნახევარი
ელისე ჯაფარიძე - XVI-XVII საუკუნეების მიჯნა (წინამძღვარი)
ზებედე - XVII საუკუნის 10-20-იანი წლები (წინამძღვარი)
იოანე - 1639 (წინამძღვარი)
მიტროფანე - 1640?-1648 (ეპისკოპოსი)
ევდემონ ჯაიანი 1648-1654 (ეპისკოპოსი)
ილარიონი - 1653/4-1667 (ეპისკოპოსი)
ქრისტეფორე - XVII საუკუნის 70-იანი 80-იანი წლები (ეპისკოპოსი - „მოძღვართმოძღვარი“)
პეტრიძე - XIX საუკუნის 60-იანი წლები (წინამძღვარი).

1639 წლის 8 დეკემბერს წალენჯიხის ტაძარს ეწვივნენ რუსი ელჩები ფ. ელცინი და პ. ზახარევი. მოგვიანებით, 1639 და 1650 წლების შუალედში (ზუსტი თარიღი ცნობილი არაა) ლევან II-ის თაოსნობით წალენჯიხაში არსდება საეპისკოპოსო.
პირველ წალენჯიხელ ეპისკოპოსად მიიჩნევა ალავერდელი მიტროპოლიტი მიტროფანე, რომელმაც ლევან II-ის გულისწყრომა დაიმსახურა და კახეთიდან გაიხიზნა. როგორც ვიცით, 1624 წელს ირანში წამებით მოკლეს ქეთევან დედოფალი, რომელსაც თან ჰქონდა წაღებული ღვთისმშობლის ხატი. მიტროფანემ როგორც კი ისპაჰანიდან დაიხსნა ეს ხატი, გამოიქცა სპარსეთიდან და ლევან დადიანთან შეიხიზნა. მისი გარდაცვალების შემდეგ, ხატი წალენჯიხის ეკლესიაში დარჩა.
1657 წელს, ლევან II-ის გარდაცვალების შემდეგ, სამეგრელოს სამთავროს ჩრდილო-დასავლეთიდან აფხაზთა თავდასხმების მოგერიება ძალიან გაუჭირდა. 1678 წელს აფხაზებმა, ზუგდიდი, ცაიში და ხობის მონასტრები დაარბიეს და წალენჯიხის მონასტერიც გაძარცვეს. გაძარცვული ეკლესია ვინმე გიორგის თავის მეუღლესთან თათუასთან ერთად განუახლებია, შეუწირავს მამული და ყმები. თავისი ოჯახის საძვალეც აქ მოუწყვია.
1762 წელს კაცია II დადიანმა საგანგებო სიგელით წალენჯიხის მონასტერი და მისი ყმა-მამულები დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსოს გადასცა.

გარდა წინამძღვრებისა და ეპისკოპოსებისა, წალენჯიხის მონასტერში თავის დროზე მოღვაწეობდნენ კალიგრაფ-გადამწერები: აფაქიძე, მანუჩრ ქვაბულია, კანდელ-მოძღვარი ეფემიძე მელქისედბეგი, მღვდელი-კალიგრაფი გაბრიელ ბოკუჩავა. ამ უკანასკნელის ნამუშევარი მოწმობს, რომ წიგნების გადაწერის ხელოვნება XVII საუკუნეში საქართველოს შორეულ კუთხეებშიც კარგ დონეზე იდგა.

წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში დასავლეთის ეკვდერში განისვენებს სამეგრელოს მთავარ ლევან II დადიანი და მისი მეუღლე დედოფალი ნესტან დარეჯანი. ტაძრის ეზოში განისვენებენ მოძღვრები: ნიკოლოზი, იესე, კალისტრატე, სამსონი, მაქსიმე, გიორგი თვალთაძეები, ლაზარე კალანდია. აქვე იმარხებოდნენ ლიპარტიანების ადრეული დინას¬ტიის წარმომადგენლები.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ლევან I დადიანის ბრძანებით აქ გადმოუწერიათ სახარება. მნიშვნელოვანია ხატზე მინაწერებიც, რომლებიც სხვადასხვა ეპოქის ისტორიულ პირებზე იძლევიან მნიშვნელოვან ცნობებს, ასეთია ჯვარცმის ხატი, სადაც მანდატურთუხუცესი ბედან დადიანია მოხსენებული, ასევე გიორგი და შერგილ დადიანები.

კომუნისტური მმართველობის დროს შვიდი ათეული წლის განმავლობაში ეკლესია დაკეტილი იყო. 1988 წელს ტაძარში აღდგა ღმრთისმსახურება. 1988-89 წლებში ახალგახსნილი ტაძრის პირველ წინამძღვრად მღვდელი შალვა (აფხაიძე) მსახურობდა. 1989 წლიდან 2005 წლამდე ტაძარს წინამძღვრობდა დეკანოზი რომანოზ ჩიქობავა. მისი გარდაცვალების შემდეგ ტაძრის წინამღვარია დეკანოზი ანდრია კემულარია.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

ხალხური გადმოცემით წალენჯიხის ფერისცვალების საკათედრო ტაძრის მშენებლობა დაკავშირებულია თამარ მეფის სახელთან. მის თანახმად, თამარ მეფეს სვანეთში ასვლისას ამალით აქ შორიახლო შეუსვენებია, გზა რომ განაგრძეს, გაირკვა, რომ ხურჯინაკიდებული ერთი ჯორი აკლდათ. სწრაფად გააგზავნეს მაძებარნი, მოიძიეს და მეფეს მოახსენეს: იმ ადგილას ვნახეთ სადაც პატარა მიწა და პატარა წყალიაო (ჭე დიხა დო ჭე წყარი). თამარს მოსწონებია ეს ადგილი და უბრძანებია ეკლესიის აშენება. მშენებლობის ხელმძღვანელიც დაუტოვებია.

სხვა გადმოცემით, სქურის ეკლესიის მოძღვრებს თვალახვეული ხარი გაუშვიათ, სადაც დაწვება იქ ეკლესია აშენდესო. ხარი აქ დაწოლილა და მდევრებს მათთვის ამბავი ჩაუტანია, ხარმა ის ადგილი აირჩია სადაც პატარა მიწაა და პატარა წყალიო (ჭე დიხა და ჭე წყარიო).
ინფორმაციის წყარო:
http://church.ge

7. arqiteqturuli aRwera

gegma

ა) მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესია, წარმოადგენს ჯვარგუმბათოვან ნაგებობას. ნაგებია კარგად თლილი ქვით, რომელიც შემდეგ შელესილია. ეკლესიის ძირითადი კორპუსი აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული შვერილი აბსიდით, რომლის გვერდებზე მოწყობილია სამკვეთლო და სადიაკვნე. აბსიდის ცენტრში გაჭრილია სამი თაღოვანი სარკმელი, ხოლო გვერდითა სათავსოებში თითო სარკმელია; პასტოფორიუმები მთავარ სივრცეს ღია ნახევარწრიული თაღებით უკავშირდება. გამყოფი თაღები ცენტრში ეყრდნობა მასიურ სვეტებს, დასავლეთით კი პილასტრებს.
ეკლესიის გუმბათი წახნაგოვანია. თითეულ წახნაგში დატანებულია ათი ვიწრო სარკმელი. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის წრეზე გადასვლა ხდება ტრომპების საშუალებით. ეკლესიის სარკმლები და კარები არ არის შემკობილი ქართული ჩუქურთმებით. კედლები სადაა.
ეკლესიას სამი მხრიდან, გარდა აღმოსავლეთისა, გარშემოსავლელები აქვს, რომელთაგან სამხრეთის და ნაწილობრივ ჩრდილოეთისაც გადაკეთებულია დადიანთა საგვარეულო ეგვტერად.
თავდაპირველად ეკლესიას გარს უვლიდა თლილი ქვით ნაშენი მაღალი გალავანი, რომელიც საუკუნეთა მანძილზე დანგრეულა. XIX საუკუნის დამდეგს, მის ნანგრევებზე უბრალო ქვის გალავანი გაუკეთებიათ. გალავანში ჩრდილო-დასავლეთით ჩაშენებულია ორსართულიანი სამრეკლო, რომლის პირველ სართულში ალაყაფის კარია. გალავნის გარეთ დადიანის სასახლისა და და სხვა ნაგებობათა ნაშთებია.

ტაძრის მოხატვის ისტორია აღწერილია ორ დიდ სვეტზე ქართულად ასომთავრულით და ბერძნულად დიდრონის ასოებით. ამჟამად ეს წარწერები ცუდად არის შემონახული. სწორედ ამ წარწერებიდან გახდა ცნობილი თუ ვინ მოხატა ეკლესიის ზოგიერთი ფრესკა.
ტაძრის ყველა კედელი მოხატულია. თავდაპირველი მხატვრობის დაზიანებული ადგილები, რომელიც მხატვარ კირ მანუელ ევიენიკოს მოუხატავს (XIV ს.), შემდგომ, ევდემონ ჯაიანს გაუნახლებია (XVII ს), ხოლო ეგვტრები კი მოხატულია XVI-XIX საუკუნეებში, რის შედეგადაც, ერთი ფრესკის ქვეშ ადგილ-ადგილ მოჩანს სხვა ფრესკები. ასეთი ადგილები ტაძრის ქვედა ნაწილებშია.
მაგალითად, ჩრდილოეთ სვეტის აღმოსავლეთ ნაწილზე უწინ მღვდელმთავარი იყო დახატული, მაგრამ შემდეგ ევდემონ ჯაიანს თავის თავი დაუხატვინებია.
საკურთხეველში ღვთისმშობლის ფრესკაა, მარჯვნივ უდგას წმინდა პეტრე და მიქელ მთავარანგელოზი - მარცხნივ წმინდა პავლე და გაბრიელ მთავარანგელოზი. ამათ ზემოთ განთავსებულია ამაღლების სცენა. ღვთისმშობლის ფრესკის კედელზე წარმოდგენილია ლიტურგია ანუ ჟამის წირვა ანგელოზთა. მათ ქვემოთ ეკლესიის მამათა პორტრეტებია. საკურთხევლის სარკმლის ქვეშ გამოსახულია ყრმა ქრისტე, რომელიც ზის სარეცელზედ და ანგელოზებს მის თავზე სამწერობელნი უკავიათ; სარკმლებს შუა გამოსახულნი არიან იოანე ნათლისმცემელი და სხვა წმინდანები; ეკლესიის დასავლეთის კედელზე წარმოდგენილია ღვთისმშობლის მიძინება, ქვემოთ დასავლეთის კარის მარჯვნივ და მარცხნივ მთავარანგელოზები დიდრონის გრაგნილებით. ისტორიულ პირთა ფრესკებში განთავსებულია ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილში. კერძოდ გამოსახულნი არიან მანდატურთუხუცესი ვამეყ დადიანი, მისი მეუღლე მარეხ და შვილი გიორგი; ეკლესიის ფასადები სრულიად სადაა. დგას სამსაფეხურიან ცოკოლზე.

samreklo

ბ) ტაძრის ჩრდილოეთით შესასვლელ კართან აღმართულია ორსართულიანი სამრეკლო.

გ) ტაძრის დასავლეთით დაცულია გვირაბი. მისი სიგრძე 40-45 მ-ია, სიმაღლე 3-4 მ.











8. Zeglis daqvemdebareba da statusi:

წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი მოქმედია.


9. gamoyenebuli masalebi

1. პარმენ ზაქარაია - „ქართული საბჭოთა ენციკლოპედია“, ტ 11, გვ. 285-286, 1987 წ;
2. დავით ჭითანავა - „ეკლესიები და თავდაცვითი ნაგებობები სამეგრელოში“, თბილისი, გამომცემლობა „მწიგნობარი“, 2010 წ;
3. ალექსანდრე მიქავა - „წალენჯიხა“, ბუკლეტი.
4. ექვთიმე თაყაიშვილი - „არქეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნები“, ტ. 2, 1914 წ.
5. ინტერნეტ ბმულები:
http://church.ge
6. ფოტოების ავტორები - დავით მიქავა და ლიდა კაპანაძე.

10. marSruti

დადგინდება;


11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.nplg.gov.ge

http://www.megrelia.ge/tsalenjixa_ge.html

http://church.ge

დამატებითი ფოტო მასალა: http://www.dzeglebi.ge/galerea/calenjixa

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016