Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

აგარის კომპლექსი
(X s
)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესიები, სამრეკლო, ტრაპეზი, სამეურნეო დანიშნულების და საცხოვრებელი სადგომების ნანგრევები.

 

2. mniSvnelovani da saintereso informacia

აგარის კომპლექსში მდებარეობს ერთ-ერთი უდიდესი ერთნავიანი ეკლესიათაგანი საქართველოში.

 

3. adgilmdebareoba

აგარის მონასტერი მდებარეობს საქართველოში, სამცხე–ჯავახეთის მხარეში, ახალციხის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთ–აღმოსავლეთით ურაველას ხეობაში მდებარე სოფელ ურაველას ზემოთ, მთის თხემზე, მდინარის მარჯვენა ნაპირას.

 

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

მთავარი ეკლესია აგებულია X საუკუნეში ან XI საუკუნის დასაწყისში და შეკეთებულია არა უადრეს XIV საუკუნისა.

 

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

 

7. arqiteqturuli aRwera

ა) ყველაზე დიდი ნაგებობა აგარაში მთავარი ეკლესიაა - თლილი ქვით ნაშენი ერთნავიანი შენობა, ერთი უდიდესი ერთნავიანი ეკლესიათაგანი საქართველოში. იგი კედელ-კამარიანად დგას. შიგნით მისი კედლები და გადახურვა თავდაპირველი სახითაა მიღწეული, ყოველგვარი გადაკეთების გარეშე, გარედან კი კედლების პერანგს აშკარად ეტყობა გადაკეთების კვალი.
ეკლესიაში საკურთხევლის კედელი ნახევარწრიულად მომრგვალებულია. აქ ერთიმეორის მიყოლებით 9 ნახევარწრიული ნიშია გაკეთებული ისე, როგორც  მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში. შუა მათგანი, სარკმლის ქვის, სხვებზე დაბალი და განიერია. ეს ნიშები, შუა ნიშის გარდა, მღვდელმსახურეთა საჯდომად უნდა ყოფილიყო განკუთვნილი.
კედლებს აქა-იქ შერჩენილი აქვს ძველი მხატვრობის კვალი. კედლის ზედაპირის ხასიათი მოწმობს, რომ ეკლესია მთლიანად მოხატული იყო.
აღმოსავლეთის ფასადის  შუა ადგილას ჩუქურთმით მორთული სარკმელია, მის ზემოთ კი წარწერა და რელიეფური ქანდაკება. ფასადის ნაპირზე თითო ღრმა მაღალი ნიშაა. ამგვარ ნიშებს ჩვეულებრივ დიდი გუმბათიანი ტაძრების აღმოსავლეთის ფასადზე ათავსებდნენ.  ისინი თითქოს აღნიშნავენ მიჯნას საკურთხეველსა და მის მეზობელ ორ ოთახს შუა. მათ ტექნიკური გამართლებაც აქვთ: ამ საშუალებით ამსუბუქებდნენ კედელს, ათავისუფლებდნენ მას ზედმეტი მასისაგან. ერთნავიან ტაძრებში ნიშების გამოყენება ძალიან იშვიათია. აგარის ტაძარი ამ მხრივ ძლიერ გამოირჩევა სხვა ერთნავიან შენობათაგან. მაგრამ ხუროთმოძღვარს ნიშები ისე მარჯვედ მოუთავსებია, რომ კედელი აქაც განტვირთულია ქვის წყობის უსარგებლო მასისაგან.
სამხრეთის კედელზე ყურადღებას იპყრობს სარკმლის საპირე თავისებური, ნაკლებად გავრცელებული ტიპის, სახეებით. ჩუქურთმა აქ, ისევე როგორც აღმოსავლეთის კედელზე, მარტივია, ადვილად გასარჩევი, მცირე სიღრმით ნაკვეთი.
შენობას აჩნია გადაკეთების კვალი. ადვილი შესამჩნევია, რომ წარწერიანი და ქანდაკებიანი ქვა აღმოსავლეთის სარკმლის თავზე შემდეგაა ჩასმული, იგი არ ებმის სარკმლის მთელ მორთულობას. წარწერის შინაარსიც მოწმობს, რომ იგი ამ შენობას არ ეკუთვნის. აქ ვინმე თევდორე გვაუწყებს რომ მან ააშენა სტოა, ე.ი. ღია თაღებიანი გალერეა, ანუ კარიბჭე ეკლესიასთან. ცხადია, წარწერა წინათ სტოაზე უნდა ყოფილიყო და არა ეკლესიის მთავარ ფასადზე. აქ წარწერა შემთხვევით უნდა იყოს მოხვედრილი (რელიეფი გამოხატავს კაცს, რომელიც შენობის მოდელს მიართმევს ტახტზე მჯდომ ქრისტეს) გადაკეთებულია ეკლესიის დასავლეთის კედელიც. მისი სარკმლისა და შესასვლელის მორთულობა მკვეთრად განსხვავდება სამხრეთისა და აღმოსავლეთის სარკმელთა მორთულობისაგან.
ძეგლის ხუროთმოძღვრული ფორმები და მორთულობა იძლევა იმის ფიქრს, რომ აგარის მონასტრის მთავარი ეკლესია აგებულია არა უგვიანეს XI საუკუნის დასაწყისისა, უფრო კი X საუკუნეში. აღმოსავლეთის სარკმლის ზემოთ ჩართული ქვა უფრო ადრინდელი შენობიდანაა ნასესხები, ხოლო დასავლეთის კედლის შეკეთება ბევრად უფრო გვიანდელია, სავარაუდოდ XIV საუკუნეს ეკუთვნის.
ტაძრის გვერდით სამხრეთის კედლის პარალელურად, ძველი კედლის ნანგრევია. ერთ ადგილას შერჩენილი აქვს კარნიზის ქვა მშვენიერი ჩუქურთმით, რომელიც აგრეთვე X ან XI საუკუნის ხელობას წარმოადგენს. ერთი შეხედვით, ეს კედელი თითქოს ეკლესიის მინაშენს უნდა ეკუთვნოდეს, მაგრამ შესაძლებელია იგი სხვა შენობის ნანგრევსაც წარმოადგენდეს. 
ბ) სამხრეთითვეა ძველი სამრეკლოს ნანგრევი (მხოლოდ I სართულია გადარჩენილი). შენობა ეკლესიაზე  3-4 საუკუნით გვიანდელი მაინც უნდა იყოს.
გ) სამრეკლოს ქვემოთ, მცირე მანძილზე, დგას დიდი შენობა, რომელიც მთავარ ეკლესიასთან ერთად, ყველაზე საინტერესო ძეგლს წარმოადგენს აგარის მონასტერში. ბერების სასადილო ანუ “ტრაპეზი” აგებულია XI ს-ის ბოლოს ან XII ს-ის დასაწყისში. ეს შენობა, რომელიც ერთი დიდი დარბაზისა და მასზე მიშენებული გრძელი სადგომისგან შედგება, წარწერის თნახმად, ბერების სასადილო, “ტრაპეზი” ყოფილა. წარწერაში ნათქვამია “სახელითა ღრმთისაითა და მეოხებით წმიდისა იოანე ნათლისმცემლისაითა, ერისთავთა ბეშქენ და მურვანის მლოცველმან, მე ეფრემ ხელვყავ შენებად ტრაპეზსა ამასო”
ცნობილი არ არის, ვინ იყო eფრემი, მაგრამ მისი პატრონები მურვანი და ბეშქენი, ვისთვისაც იგი ღმერთს ევედრებოდა, ჯაყელთა გვარს ეკუთვნოდნენ.  მატიანეებში მოხსენებული არიან ბეშქენ ჯაყელი, თუხარისის ერისთავი, რომელიც ბაგრატ IV განდგომია და მურვან ჯაყელი, ერისთავი ყველისა. ერთი ბეშქენი დავით აღმაშენებლის დროსაც იხსენიება,  XII საუკუნის პირველ მეოთხედში. უეჭველია, აგარის წარწერა ერთ-ერთ მათგანს გულისხმობს და “ტრაპეზიც” იმ დროს, ე.ი. XI-XII საუკუნეთა მიჯნაზე უნდა იყოს აშენებული.

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

აგარის მონასტერი ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

ვახტანგ ბერიძე – „სამცხის ხუროთმოძღვრული ძეგლები“; გამომცემლობა ნაკადული, 1970წ.

 

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://dzeglebi.com

http://saunje.ge

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016