Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

samwevrisi
(wm. giorgis eklesia, wm. jvari)
(VII-XVI ss)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

3. adgilmdebareoba

სამწერისის ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტში, მისგან დასავლეთით 4,5 კმ–ში, სოფელ სამწერისის მახლობლად.

4. ruka

map

5. istoriuli mimoxilva

სტილისტური ნიშნებით თარიღდება VII საუკუნის I მესამედით. ძეგლზე შემორჩენილია ორი წარწერა: პირველი (აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის სათაურის ქვემოთ) თარიღდება X საუკუნით და სოფელ სამწერისში არხის გაყვანას გვაუწყებს; მეორე (სამხრეთ ფასადის ზემო მონაკვეთში) უშუალოდ ტაძარს ეხება: `მეორედ მაშენებელსა ფანასკერთელს მერაბს შეუნდვნეს ღმერთმან.~ XV-XVI საუკუნეების მიჯნაზე ამ ადგილის მფლობელებს (კერძოდ მერაბ ციციშვილს) ეკლესია შეუკეთებიათ და უკურთხებიათ წმინდა გიორგის სახელობაზე (თავდაპირველად წმინდა ჯვარი ეწოდებოდა). წარწერაში მოხსენიებული ზედამდეგი საბა ეკლესიის განახლებას ხელმძღვანელობდა.
ეკლესიისათვის მოგვიანებით სამხრეთით მიუშენებიათ კარიბჭე, რომელიც 1925 წელს სოფლის მოსახლეობას მოუნგრევია. კარიბჭის აგებისას დაზიანებულა ტაძრის პორტალის ზედა ნაწილი.
ძეგლი დააზიანა 1940 წლის 8 მაისის ძლიერმა მიწისძვრამ.
მოგვიანებით ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები ლ. ხიმშიაშვილის ხელმძღვანელობით.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

foto
gegma samxreTi fasadi

ნაგებობა დგას სამსაფეხურიან ცოკოლზე, რომლის ქვეშ განიერი ბაქანი კლდეს ემყარება.
სამწერისის წმ. გიორგის ეკლესია თავისუფალი ჯვრის ტიპის ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა (9,6X8,8 მ, სიმაღლე გუმბათქვეშ 10,6 მ), ნაშენია მონაცრისფრო-მოყვეთალო ქვიშაქვის კარგად გათლილი მოზრდილი კვადრებით. გეგმის ჯვრისებრი მოხაზულობა მკაფიოდაა გამოვლენილი ინტერიერში და გარე მასებშიც. ნაგებობის აღმოსავლეთ-დასავლეთ ღერძი რამდენადმე წაგრძელებულია. შესასვლელი დასავლეთიდანაა. ეკლესიის ინტერიერი წარმოადგენს ერთიან სივრცეს. ცენტრალურ გუმბათქვეშა კვადრატში ყოველი მკლავის წინ დამატებულია განიერი თაღი. კვადრატიდან გუმბათზე გადასვლა განხორციელებულია ტრომპების სისტემით. ინტერიერში სარკმლების განთავსება მხატვრულად გააზრებულია: ერთი აღმოსავლეთითაა, საკურთხეველში, მეორე – სამხრეთით, შესასვლელის თავზე, მესამე – დასავლეთით, კამარასთან. სარკმლების განლაგების დონე თანდათან მაღლდება აღმოსავლეთისთიდან დასავლეთისკენ. ამით მიღწეულია შიდა სივრცის თანაბარი განათება. ჯვრის მკლავები გადახურილია ცილინდრული კამარებით. გუმბათის სფეროში რელიეფური ჯვარია.

foto
ganivi ganakveTi aRm-ken ganakveTi aRmosavleTiT

ეკლესიის ფასადებისა და ინტერიერის მხატვრულ-ტექნიკური გამომხატველობა მიღწეულია თლილი ქვის მოზრდილი კვადრებით ოსტატურად ამოყვენილი კედლის სიბრტყეებით. მკაცრად არის დაცული წყობის რიგების ჰორიზონტალური სწორხაზოვნება. ფასადებზე შემკულობით ხაზგასმულია მხოლოდ შესასვლელი და სარკმლები. გუმბათის ყელში გაჭრილი ვიწრო სარკმლები მოურთველია, რადგან ისინი ქვევიდან ძნელად იკითხება.
ეკლესია გადახურული იყო კრამიტით. თავდაპირველ კრამიტთან ერთად გვხვდება XV-XVI საუკუნეების და XIX საუკუნის კრამიტიც.
ეკლესიისათვის მოგვიანებით სამხრეთით მიუშენებიათ კარიბჭე, რომელიც 1925 წელს სოფლის მოსახლეობას მოუნგრევია. შემორჩენილი ფრაგმენტებით შეიძლება მისი არქიტექტურული სახის აღდგენა. კარიბჭის აგებისას დაზიანებულა ტაძრის პორტალის ზედა ნაწილი, რაც აძნელებს პორტალის თავდაპირველი სახის აღდგენას. კარიბჭე, ეკლესიის მსგავსად ნაგები იყო კარგად გათლილი ქვიშაქვის კვადრებით.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi:

სამწევრისის წმ. გიორგის ტაძარი ურბნისისა და რუისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა ტ5. 1990წ.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.nplg.gov.ge

http://saunje.ge

http://www.urbnis-ruisi.ge

http://dzeglebi.com

http://lela-samwevrisi.blogspot.com

http://novators.comoj.com

 

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016