|
revaz erisTavis sasaxle
(XIX-is I nax.)
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
სასახლე
2. mniSvnelovani da saintereso informacia
არ მოგვეპოვება.
3. adgilmdebareoba
რევაზ ერისთავის სასახლე მდებარეობს საქართველოში, მცხეთა–მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მისგან აღმოსავლეთით, მდინარე ქსნის მარცხენა ნაპირას მდებარე სოფელ ოძისის ჩრდილო–დასავლეთ ნაწილში, ახალგორისკენ მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს, ფერდობზე.
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
რევაზ ერისთავის სასახლე აგებულია XIX საუკუნის I ნახევარში. ეკუთვნოდა ქართველ პოეტსა და მთარგმნელს რევაზ შალვას ძე ერისთავს. XX საუკუნის 20–იანი წლებიდან 1991 წლამდე სხვადასხვა დანიშნულებისათვის იყენებდნენ. ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერმეა გადაკეთებული, ამის შედეგად თავდაპირველი სახე მნიშვნელოვნად შეიცვალა.
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
არ მოგვეპოვება.
7. arqiteqturuli aRwera
სასახლე ძლიერ დაზიანებულია: აღარა აქვს თავდაპირველი სახურავი, ჩამოშლილია მთავარი ფასადის ხის სვეტებიანი, აჟურული თაღებითა და მოაჯირით შემკული აივანი, მონგრეულია პარაპეტი, ეზოს მხარეს მდებარე მეორე აივანი, სარკმელთა თავსართები და სხვა.
რევაზ ერისთავის სასახლე ორსართულიანია, ნაგებია აგურით. I სართულის გეგმა სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით წაგრძელებული სწორკუთხედია. (48,5X12,5 მ), რომელსაც შუა ნაწილში, მთავარი ფასადის მხარეს (დასავლეთით), სამწახნაგა შვერილი აქვს მოწყობილი. I სართული სამეურნეო დანიშნულებისაა და სანახევროდ ფერდობშია შეჭრილი. სართულის შუა ნაწილში მარანია. იგი ოთხ მოზრდილ ოთახს მოიცავს. მ.შ. წინა, შვერილიან ოთახში საწნახელია. მარნის გვერდებზე ორრიგად განლაგებული, ორ–ორი, ერთმანეთთან დაკავშირებული ოთახია. მარნის შესასვლელი მთავარი ფასადის მხრიდანაა შვერილის შუა წახნაგში. გვერდის წახნაგებში ლითონის გისოსიანი თითო სწორკუთხა სარკმელია. მსგავსი სარკმლები აქვს დანარჩენ ოთახებსაც. ყველა სარკმელი და შესასვლელი მთავარ ფასადზე გამოდის. სართულის ზურგის მხარეს მდებარე ოთახები უსარკმლოა. დასავლეთის განაპირა ოთახში მეორე სართულთან დამაკავშირებელი კიბის უჯრედია.
სასახლის II სართული ორი ფრთისგან შედგება. ძირითადი ფრთის საცხოვრებელი ოთახების განლაგება ანფილადისებრია. ფრთას ეზოს მხრიდან, ჩრდილოეთის კიდეში, სწორი კუთხით უკავშირდება დამხმარე სადგომების ფრთა. ძირითადი ფრთის შუა ნაწილში, რომელიც ეზოს მხარეს საკმაოდ წინწამოწეულია, მზიდი კედლებით გამიჯნული და ერთმანეთთან დაკავშირებული ოთხი მოზრდილი ოთახია. მათგან სამს დამოუკიდებელი შესასვლელი აქვს. სართულის მთავარი შესასვლელი, ეზოს მხარეს, აივნიდანაა. გვერდის ნაწილებში ორ–ორი სხვადასხვა ფართობის ოთახია. ისინი ერთმანეთსაც და შუა ნაწილის ოთახებსაც უკავშირდებიან. სამხრეთ ნაწილში მდებარე ოთახებიდან, ერთს შესასვლელი განივი ფასადის მხრიდან, აივნიდან ჰქონია, მეორეს – ეზოდან. ჩრდილო ნაწილში მდებარე ოთახებიდან დამოუკიდებელი შესასვლელი მხოლოდ ერთს, სამხრეთით მდებარე ოთახს აქვს. ოთახებში ფართო და მაღალი სარკმლები და კედლის ღუმლებია. დამხმარე სადგომების ფრთაში ერთმანეთისგან იზოლირებული ხუთი ოთახია – შესასვლელებით ეზოს მხრიდან.
სართულშუა გადახურვა ბრტყელია, დაყრდნობილია ხის კოჭებზე. განსხვავებული გადახურვა აქვს I სართულის ჩრდილო ნაწილში მდებარე განაპირა ოთახს. იგი აგურით ნაწყობი ბრტყელი კამარითაა გადახურული, რომლებიც სამ საბჯენ თაღს ეყრდნობა. ამ ოთახის კედლები, სასახლის სხვა კედლებისგან განსხვავებით ნატეხი ქვითაა ნაგები, რაც მათ ქრონოლოგიურ განსხვავებაზე მიგვანიშნებს. როგორც ჩანს ადრე, ამ ადგილას რაღაც ნაგებობა მდგარა, რომელიც შემდგომ სასახლის კორპუსსში ჩაურთავთ.
სასახლის ფასადები ძლიერ შეცვლილია. შედარებით უკეთ მთავარი, დასავლეთის ფასადი ყოფილა მორთული. ამ მხარეს ზედა სართულის კედელი ქვედას მიმართ რამდენადმე შეთხელებულია, რომელიც სართულშუა გადახურვის დონეზე მცირე საფეხურს ქმნის. ფასადის ღერძზე, ორივე სართულის სიმაღლეზე, სამწახნაგა შვერილია, რომელსაც ხის დაკიდებული გადახურული აივანი ჰქონია. შვერილის ორივე მხარეს კედლის სიბრტყეები პილასტრისებრი ორ–ორი სამწახნაგა შვერილით სამ–სამ ნაწილადაა დანაწევრებული. თითო ანალოგიური შვერილი ასდევს ფასადის კიდეებს და შვერილი ნაწილის წიბოებს. I სართულზე შვერილის გვერდებზე, ასიმეტრიულად ექვს–ექვსი მცირე ზომის სწორკუთხა სარკმელი და თითო კარია განლაგებული. II სართულზე ექვს–ექვსი ფართო და მაღალი სარკმელია, რომელთაგან ზოგიერთი შეისრულია და სამთაღიანი ფრამუგები აქვს. თითო შეისრული სარკმელია შვერილის გვერდის წახნაგებშიც. შვერილის შუა წახნაგში კი აივანზე გამოსასვლელი კარია. შენობის ძირითადი ნაწილის განაპირა ოთახებს კბილანებით დამუშავებული პარაპეტი ჰქონია. სასახლე გადახურული იყო კრამიტით. ამჟამად გადახურულია თუნუქით.
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
რევაზ ერისთავის სასახლე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერა, ტ2, 2004 წ.
10. marSruti
დადგინდება;
11. bmulebi
არ მოგვეპოვება.
|