Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

farsma
(nasoflari)
gviandeli Sua saukuneebi

1. nasoflaris kuTvnili Zeglebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva, legendebi da zepirsityvieri gadmocemebi
6. arqiteqturuli aRwera
7. Zeglis daqvemdebareba da statusi
8. gamoyenebuli masalebi da bibliografia
9. marSruti
10. bmulebi

1. nasoflaris kuTvnili Zeglebi

I. ეკლესია
II. კოშკი

III. ერთმანეთთან ახლომდებარე სამი ციხე სახლი
ა) შვიდსართულიანი
ბ) ექვსსართულიანი I – “ციხე” ან “სასოფლო ციხე”
გ) ექვსსართულიანი II

IV. ციხე-სახლი (თორღვაიძეების)
V. ციხე-სახლი (სულაკაურების)
VI. ციხე-სახლი

VII. წმინდა გიორგის ხატის კომპლექსი
ა) ციხე-სახლი
ბ) ნაგებობა
გ) გალავანი

VIII. წმინდა თევდორეს ხატი
IX. “თეფა”, “გორაკაცი” და “ჯარის ქვანაგროები”

2. mniSvnelovani da saintereso informacia

XVIII საუკუნის საარქივო ჩანაწერების მიხედვით, ფარსმა პირიქითას თემის ცენტრალური სოფელია.

3. adgilmdebareoba

ფარსმას ნასოფლარი მდებარეობს საქართველოში, კახეთის რეგიონში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მხარე თუშეთში, ისტორიულ პირიქითა (აღმა) თემში, სოფელ ომალოდან დაახლოებით 40 კილომეტრში, პირიქითა ალაზნის მარცხენა ნაპირზე, გზის პირას ბორცვებზე.

4. ruka

map

5. istoriuli mimoxilva, legendebi da zepirsityvieri gadmocemebi

ფარსმაში შემდეგი გვარის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ: ქააძეები, თორღვაიძეები და სულაკაურები. ამათგან ქააძეები ძირითად ნაწილს წარმოადგენდნენ. სავარაუდოდ, ”ერთმანეთთან ახლომდებარე სამი ციხე-სახლი” ქააძეების უნდა იყოს, რადგან ისინი რამდენიმე კოშკში ერთად ცხოვრობდნენ, რომლებიც მინაშენებით იყო გადაბმული (დღეს ეს მინაშენები აღარ არსებობს). თვითონ ამ შენობებს “გადაბმულ სახლებს” უწოდებდნენ. გ. ბოჭორიძეს მოხსენიებული აქვს რამდენიმე ციხე – სასოფლო, ქააძეების, ცაზიკების, ჰაშიანების და ალუდას, მაგრამ არანაირი დაზუსტება არ მოყავს იმის შესახებ, თუ რომელი სად მდებარეობს და ვის ეკუთვნის. ფარსმაში ქააძეების ციხეში იდგა ნაჭრელით შემკული კიდობანი, რომელშიც 120 კოდი ჩადიოდა, ის დაუშლიათ და გვარეულობას გაუყვია ფიცრებად, თითოს 2-3 ფიცარი შეხვედრია. ფარსმის წვერიანი ციხე (ისევე, როგორც გირევის), ბაულელი ქისტი მამა-შვილის აგებულია. მშვიდობიანობის დროს ქისტების მშენებლობაში მოხმარება ჩვეულებრივი რამ ყოფილა.

6. arqiteqturuli aRwera

I. ეკლესია დგას ნასოფლარის აღმოსავლეთით სასაფლაოს მახლობლად. აგებულია გვინად. შუასაუკუნეებში. ნაგებობა (4.5X3.8მ) დარბაზულია, უაფსიდო. ნაშენია ფიქლით. წყობა მშრალია. ჩამონგრეულია სახურავი, დანგრეულია აღმოსავლეთ კედელი. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი ბრტყლად არის გადახურული. სამხრეთ და ჩრდილოეთ კედელში გაჭრილია თითო სწორკუთხა სარკმელი.
II. კოშკი დგას ნასოფლარის განაპირას, ჩრდილო-დასავლეთით. აგებულია გვიანდ. შუასაუკუნეებში. ოთხსართულიანია (სიმ. 16.5მ) ოთხკუთხა პრიზმის ფორმისაა და ზემოთკენ მკვეთრად ვიწროვდება, ფუძეში 5.3ხ4.8მ. ნაშენია ფიქლით – მკვრივად. წყობა მშრალია. ჩამოშლილია II და III სართულების გადახურვა, რომლებიც ხის კოჭებს ეყრდნობოდა. შესასვლელი I სართულზე დასავლეთიდანაა, მიწიდან 3 მ სიმაღლეზე. Kკარი ბრტყელი თაღითაა გადახურული. კარის ორივე მხარეს თითო, შიგნიდან თაღოვანი და გარეთ მკვეთრად დავიწროვებული სათოფურია მოწყობილი. მსგავსი ორ-ორი სათოფურია აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კედელში, ხოლო ერთი _ სამხრეთ კედელში. სართული გადახურულია ჯვაროვანი კამარით, რომელშიც სამხრეთ-დასავლეთ კუთხესთან II სართულზე ასაძვრომი ხვრელია მოწყობილი. II სართულის დასავლეთ კედელში ერთი დაბალი, შეისრულთაღიანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს, თითო, შიგნიდან თაღოვანი და გარეთ მკვეთრად დავიწროვებული, სათოფურია. Mმსგავსი ორ-ორი სათოფურია დანარჩენ კედლებში. III სართული მეორეს ანალოგიურადაა გადაწყვეტილი. IV სართულის ოთხივე კედლის შუაში ქვის კონსოლებზე დაყრდნობილი სწორკუთხა მაშიკულებია, რომელთა ზემოთ შეისრულთაღიანი სარკმელი – “სამზირი” გრძელდება. მაშიკულების გვერდებზე თითო სათოფურია. კოშკი გადახურულია საფეხურებიანი პირამიდისებრი სახურავით.
III. ერთმანეთთან ახლომდებარე სამი ციხე სახლი დგას ნასოფლარის განაპირას, დასავლეთით, ღრმა უფსკრულის პირას. განეკუთვნებიან გვიანდ. შუასაუკუნეებს. ერთი მათგანი შვიდსართულიანია, ორი – ექვსსართულიანი. ერთ-ერთ ექვსსართულიანს ადგილობრივი მოსახლეობა “ციხეს” უწოდებდა. ციხე-სახლები ნაგებია ფიქლით. წყობა მშრალია. სამივე დაზიანებულია.
ა) შვიდსართულიანი ციხე-სახლი (9X7.4მ, შემორჩენილი სიმაღლე 14მ) გეგმით წაგრძელებული ოთხკუთხედია. I, II, III და IV სართულებზე შესასვლელი ჩრდილო-დასავლეთიდან აქვს. II სართულზე სამხრეთ-დასავლეთ კედელში, ორი სარკმელი და ორი სწორკუთხა ღიობია. III სართულის სამხრეთ-დასავლეთ კედელში ორი სარკმელია, სამხრეთ-აღმოსავლეთისაში _ ორი სათოფური. IV სართულზე, სამხრეთ-დასავლეთ კედელში, ორი სარკმელია. სამხრეთ-აღმოსავლეთ კედელში ორი, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთისაში – ერთი სათოფურია. V სართულის ჩრდილო-აღმოსავლეთ კედელში კარი და ერთი სათოფურია, სამხრეთ-დასავლეთისაში – ორი სარკმელი, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთ კედელში – ერთი სარკმელი და ერთი სათოფური. VI სართულზე ყველა კედელში თითო ორმაგი სალოდე ყოფილა. სრულად შემორჩენილია ჩრდილო-დასავლეთ კედლის სალოდე. სამხრეთ-დასავლეთ კედელში, სალოდეებს შორის, სათოფურია, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთ კედელში კარია გაჭრილი. VII სართული დანგრეულია. სართულშუა გადახურვა ხის კოჭებზე (შემორჩენილია ბუდეები) ყოფილა გამართული. გადახურვის ცენტრალური კოჭები სამხრეთ-აღმოსავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ კედლების პილასტრებს ეყრდნობოდა.
ბ) პირველი ექვსსართულიანი ციხე-სახლის – “ციხის”, მეორენაირად – “სასოფლო ციხის” (7.5X6.2მ, შემორჩენილი სიმაღლე 14.2მ) I, II და III სართულებზე შესასვლელი ჩრდილო-დასავლეთიდანაა, IV-ზე ჩრდილო-აღმოსავლეთიდან. კარი ორ სალოდეს შორისაა. სამხრეთ-აღმოსავლეთ კედელში დიდი ღიობია, დანარჩენ კედლებში – ორ-ორი ორმაგი სალოდე. Gგადახურვა მხოლოდ I და II სართულებს შემორჩა, იგი ხის კოჭებზეა გამართული.
გ) მეორე ექვსსართულიანი ციხე-სახლის (8.45X9.25მ, შემორჩენილი სიმაღლე 12.2მ) ყველა სართულს შესასვლელი ჩრდილო-დასავლეთიდან აქვს. I სართულზე სამხრეთ-დასავლეთ კედელში, ერთი ნიშია. II სართულზე, სამხრეთ-დასავლეთ კედელში, სამი სარკმელია. III სართულზე, ჩრდილო-დასავლეთ კედელში, ერთი სარკმელია, სამხრეთ-დასავლეთ კედელში – ორი ნიში და ორი სარკმელი, სამხრეთ-აღმოსავლეთისაში – ორი სათოფურია, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთ კედელში – ერთი ნიში. IV სართულზე ჩრდილო-დასავლეთ კედელში, კარი და ნიშია, სამხრეთ-დასავლეთ კედელში – ორი სარკმელი, სამხრეთ-აღმოსავლეთ კედელში – ორი, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთისაში – ერთი სათოფური. V სართულის ჩრდილო-დასავლეთ კედელში ერთი სარკმელია, სამხრეთ-დასავლეთ კედელში – ორი სარკმელია და ერთი სათოფური; სამხრეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ კედლებში ორ-ორი სათოფურია. VI სართულის ჩრდილო-დასავლეთ კედელში კარის მსგავსი ღიობი და ერთი სათოფურია, სამხრეთ-დასავლეთ კედელში – ორი სარკმელი, სამხრეთ-აღმოსავლეთისაში – ორი სათოფური. Yყველა სართული, გარდა V და VI-ისა, შიგნიდან შელესილია.
IV. ციხე-სახლი (თორღვაიძეების) დგას ნასოფლარში. აშენებულია გვიანდ. შუასაუკუნეებში. სახლი (7.55X8.4.5მ, სიმაღლე 7მ) სამსართულიანია. ნაშენია ფიქლით. I სართულზე (გომური) შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარის გვერდით ღრმა ნიშია. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლების შუა ნაწილში – თითო ერთსაფეხურიანი პილასტრია. გომური კაპიტალური კედლით გაყოფილია ორ ნაწილად, რომლებიც ერთმანეთს 1.7მ სიგანის გასასვლელით უკავშირდებიან. გომურის ერთ ნაწილში ძროხების სადგომი იყო, მეორეში – ხარების და ცხენების. II სართული საცხოვრებელი ყოფილა. შესასვლელი მას აღმოსავლეთიდან აქვს. ეს სართულიც კაპიტალური კედლითაა ორად გაყოფილი, მაგრამ აქ კედელი I სართულის კედელზე უფრო მოკლეა. პილასტრები ამ სართულზეცაა, თითოეულ მათგანში თითო მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. სამხრეთ კედელში კი ორი სარკმელია. სართულის შუაში კერაა. იატაკი მიწურია. III სართულის დასავლეთ კედელში შესასვლელი და ერთი სარკმელია, კარის წინ ქვის ბაქანია, რომელსაც ქვის კიბე ადგება. სართულის ჩრდილო ნახევარი კაპიტალური კედლით ორ ტოლ ნაწილადაა გაყოფილი, ორივე ნაწილის ჩრდილოეთ კედელში თითო სარკმელია, მსგავსი ორი სრკმელია სამხრეთ კედელშიც. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში თითო სათოფურია. იატაკი მიწურია. სახლის სართულშუა გადახურვა და სახურავი ხის კოჭებზეა მოწყობილი. ორფერდა სახურავზე დაფენილია ფიქალი.
V. ციხე-სახლი (სულაკაურების) დგას ნასოფლარში, აშენებულია გვიანდ. შუა შაუკუნეებში. სახლი (7.3X6მ, სიმაღლე 5.3მ) სამსართულიანია. Nნაგებია ფიქლით. I სართულზე შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარის აღმოსავლეთით ერთი ვიწრო სარკმელია. II სართულზე შესასვლელი დასავლეთიდანაა. ამ სართულზე აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში, თითო სარკმელია, სამხრეთისაში – ორი სარკმელი და ერთი ნიში. III სართულზე, სამხრეთ კედელში კარია, რომელიც ღია აივანზე გადიოდა. სართულშუა გადახურვა ხის კოჭებზეა მოწყობილი. სართულები ერთმანეთს შიდა კიბით უკავშირდება. სახლს ფიქლის ცალფერდა სახურავი აქვს.
VI. ციხე-სახლი დგას ნასოფლარში, აგებულია გვიანდ. შუა საუკუნეებში. სამსართულიანია (6.4X6.35მ, სიმაღლე 7.2მ), ნაგებია ფიქლით. სახლის ყოველ სართულს თითო დამოუკიდებელი შესასვლელი აქვს. სართულები ერთმანეთთან საძრომი ხვრელებითაა დაკავშირებული. I სართულის დასავლეთ კედლის გასწვრივ საქონლის ბაგაა. II სართულზე სამხრეთ და აღმოსავლეთ კედლებში ორ-ორი სარკმელია, შუაში – ფიქალი ქვის კერა. კერასთან ორი ზურგიანი სკამი დგას, ჩრდილოეთ კედელთან – გრძელი კიდობანი, ხოლო დასავლეთ კედლის გასწვრივ – კიდობანი და რამდენიმე ხის კასრი. III სართულზე აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში ორ-ორი, ხოლო ჩრდილოეთისაში ერთი სათოფურია. ამ სართულზე სამხრეთ კედლის ცენტრალურ ნაწილში დიდი, სწორკუთხა ღიობია (2.25X1.85მ). სართულშუა გადახურვა ხის კოჭებზეა მოწყობილი. იატაკი მიწისაა. სახლს ფიქლის ორფერდა სახურავი აქვს.
VII. წმინდა გიორგის ხატის კომპლექსი დგას ნასოფლარის აღმოსავლეთით, გორაკის წვერზე. აგებულია გვიანდ. შუასაუკუნეებში. ხატს საკულტო მნიშვნელობა ჰქონდა. ხატობა იმართებოდა 29 ივლისს (ძველი სტილით). კომპლექსში შედის: ციხე-სახლი, სამეურნეო დანიშნულების ნაგებობა, კოშკი (სასანთლე თუ სადროშე?) და გალავანი. ნაგებია ფიქლით. წყობა მშრალია.
ა) ციხე-სახლი (4.15X4.3მ, სიმაღლე 6.5მ) ორსართულიანია, გეგმით ოთხკუთხა. I სართულზე შესასვლელი სამხრეთიდანაა, მიწის დონიდან 1.9 მ-ზე. I სართულზე დასავლეთ კედელში სათოფურია, აღმოსავლეთ კედლეში – ნიში. II სართულზე, ოთხსავე კედელში, თითო სათოფურია. სამხრეთ კელდელში – ერთი სარკმელი. სართულშუა გადახურვა ხის ყოფილა (შემორჩენილია კოჭების ბუდეები). სახლი გადახურულია ფიქლის ფილებით. სახურავი ცალფერდაა.
ბ) ციხე სახლს დასავლეთიდან სამეურნეო დანიშნულების ნაგებობა (4.8ხ4.2მ) ეკვრის. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. დასავლეთ კედლის გასწვრივ ფიქალი ქვის ჩამოსაჯდომებია მოწყობილი.
ხატის ეზოს აღმოსავლეთ ნაწილში დგას გეგმით ოთხკუთხა კოშკი (2.3ხ2.2მ,შემორჩენილი სიმაღლე 1.25მ).
გ) გალავანში (შემორჩენილი სიმაღლე 2მ) შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარის ორივე მხარეს, გარედან, ფიქლის ჩამოსაჯდომებია გაკეთებული. დასავლეთ კედელში ერთი სათოფური და ერთი ნიშია. სამხრეთ კედელი გამაგრებულია ექვსი გეგმით ოთხკუთა კონტრფორსით.
VIII. წმინდა თევდორეს ხატი, საკულტო ძეგლი, მდებარეობს ნასოფლარის სამხრეთ-აღმოსავლეთით. აგებულია გვიანდ. შუასაუკუნეებში. სალოცავი გეგმით (5.3X4.8მ) სწორკუთხა კოშკია. ნაგებია ფიქლით – მშრალად. ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილია I სართული და II სართულის კედლების ნაწილი. შეისრულთაღოვანი შესასვლელი სამხრეთიდანაა. სართულის დანარჩენი კედლები ყრუა. შენობის კონსტრუქციული მდგრადობის მიზნით, შიგნით, ოთხივე კუთხეში, მთელ სიმაღლეზე, გადებულია ფიქლის მოზრდილი ფილები. მათ შორის სამხრეთ-დასავლეთ კუთხის ერთ-ერთ ფილაზე აწყვია სარიტუალო ინვენტარი. Gგარედან შესასვლელის თავზე, კედლიდან გამოშვერილია ხის ძელი. ამავე ფასადზე წყობის ორ ქვაზე მარტივი გეომეტრიული სახეებია გამოსახული.
IX. “თეფა” და “გორიკაცი” – გორივით არის შთენილები, რომლებიც სოფლის მიდამოში, მთის ფერდობზე, დგანან როგორც ზემოთ ისე ქვემოთ. ქაჩუს მთის გადასასვლელში არის მურთაზის (ალბათ, სოფლის ან თემის, მაშინდელი მეთაური) ჯარის მიერ მისივე ბრძანებით დაყრილი ქვები, რომლებსაც ქვია “ჯარის ქვანაგროები”.

7. Zeglis daqvemdebareba da statusi:

არ მოგვეპოვება

8. gamoyenebuli masalebi

1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, 2ტ, თბ. 2008წ.
2. გიორგი ბოჭორიძე, “თუშეთი”, 1993წ.
3. სერგი მაკალათია, “თუშეთი”, 1983წ.
4. ფოტოების ავტორი – ია მელითაური, დიმიტრი ნადირაძე.

9. marSruti

დადგინდება;

10. bmulebi

არ მოგვეპოვება.

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016