Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

foto foto foto

sarkis (saryis) monasteri
(XVII s)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuili mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია, გალავანი, სამრეკლო, საძვალე სამარხები და ბერების საცხოვრებელი სახლები.

 

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება;

3. adgilmdebareoba

სარკის წმ. გიორგის მონასტერი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლში, ქარელის რაიონში, ქარელიდან სამხრეთით 6 კმ-ში, მთაზე.

 

4. ruka

map

5. istoriuli mimoxilva

სარკის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის აგებულია XVII საუკუნეში. ეკლესია არა ერთხელ გაუძარცვავთ თავის დროზე, ბოლოს 2009 წელს გაძარცვეს.
1997 წელს, მონასტერი აღადგინეს. ამჟამად ფუნქციონირებს მამათა მონასტერი.


6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

სოფელ საღოლაშენთან არის “დედოფლის მინდორი“ და “დასასრულად“ წოდებული ადგილი, რაც წმინდა, შენახულ ადგილს ნიშნავს. აქ გლეხკაცი არც ხნავდა და არც საქონელს არ უშვებდა. ამ მდელოს, დაცვისა და შეუხებლობის ნიშნად ხნულის შემოვლებით სარყავდნენ. ერთ-ერთი სარყვის დროს დაღლილ გუთნის დედას ჩასძინებია და საკვირველი ჩვენება უხილავს, გამოცხადებაში. გამოღვიძებულს არავისთვის უთქვამს, მხოლოდ ნიშანს ელოდა ღვთისაგან მითითებულს,რომელსაც ხვნა უნდა შეეფერხებინა, მართლაც, საყვირის უღლეული შედგა და ადგილიდან აღარ იძვროდა, მეხრეს ხარების გასაფიცხებლად შოლტი გადაუკრავს, გუთნის შემაფერხებელ მცენარეთა ფესვების ლანძღვით, მაშინათვე გულწასული მეხრე მიწაზე დაენარცხა და სული განუტევა.ხნულის გათხრისას დიდმოწამე გიორგის ქვაში ნაკვეთი ხატი გამოჩნდა, დღესაც აქ “დასარყულ“ მინდორზე წმ. გიორგის ბარელიეფში ნაკვეთი, ქვის ხატი დევს, რომლის შესახებაც ეუწყა. გუთნის დედას სიზმრულ ჩვენებაში: ამოებრძანებინა, გაუხედნავ ხარებზე დაედგა და ღვთის ნებისათვის მიენდო, სადაც ხარები დაღლილნი დაწვებოდნენ იქ აეგოთ სარყეს მოპოვებული დიდმოწამე გიორგის სახელობის ეკლესია. ურემზე დაბრძანებული ხატით გაუხედნავმა უღლეულმა თრიალეთის ქედს მიაშურეს. სარკის ეკლესიისაკენ მიმავალი გზის შუა წელზე საჯვარედ წოდებული შესასვენებელი ადგილია. აქ შეჩერებულან ხარები, შეუსვენიათ და გზა განუგრძიათ. დღეს აქ მორწმუნენი ჩერდებიან, რომ ძალა მოკრებილნი კვლავ შეუდგნენ ეკლესიისაკენ მიმავალ გზას. ბოლოს ხარები არაქათგამოცლილნი დაწოლილან. იმ ადგილას სამი მონაზონი შეკრებილა, რომელთაც ღვთის შემწეობით აუგიათ სარყეს წმ. გიორგის ეკლესია და მონასტერი დაუარსებიათ.

 

7. arqiteqturuli aRwera

სარკის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის აგებულია XVII საუკუნეში.

gegma

gegma

დაშენებულია ჯვრისებრი გეგმის ძველ ეკლესიის საძირკველზე. ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი, თავისუფალი ჯვრის ტიპის ნაგებობაა (12.6X9 მ). ნაშენია აგურით. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთითაა. აღმოსავლეთისა და დასავლეთის მკლავები წაგრძელებულია. ბემით გამოყოფილ ნახევარწრიულ აფსიდში მოსაძღვრე სათავსებში გასასვლელია გაჭრილი.

plan
freskebi


მკლავებში თითო სარკმელია, გუმბათის ყელში – რვა. გუმბათქვეშა კვადრატი შეისრულ თაღებს ეყრდნობა. კვადრატიდან გუმბათის ყელის წრეზე გადასვლა აფრებით ხდება. ეკლესიის ფასადები დასრულებულია თაროსებრი ლავგარდანით. დაბალი გუმბათის ყელი გარედან რვაკუთხაა და შემკულია დეკორატიული ნახევარწრიული თაღედით. ეკლესია გადახურულია თუნუქის სახურავით.
მოხატულობა ახალია.

1997 წელს, მონასტერი აღადგინეს. ამჟამად ფუნქციონირებს მამათა მონასტერი.

 

 

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

სარკის მამათა მონასტერი რუისისა და ურბნისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი რესტავრირებულია და არის მოქმედი.

 

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, 5ტ, თბ. 1990 წ
ლავრენტი თუმანიშვილი – ჟურნალი “კრიალოსანი” #11 2006 წ.
ფოტოების ავტორი – დიმიტრი ნადირაძე.

 

10. marSruti

დადგინდება;

 

11. bmulebi

http://www.orthodoxy.ge

http://skola.edu.ge

http://lemill.net  


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016