Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

begoTkaris mTavarmowamis eklesiis kompleqsi
(1908 w)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია, სამრეკლო, გალავანი.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

ბეგოთკარის კომპლექსი წარმოადგენს ხადას ხეობის მთავარ სალოცავს და იწოდება, როგორც „მთავარმოწამე“.

3. adgilmdebareoba

ბეგოთკარის კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, მცხეთა–მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მხარე მთიულეთში, დაბა გუდაურიდან აღმოსავლეთი მიმართულებით 4,4 კილომეტრში.

4. ruka

bana

5. istoriuili mimoxilva

ძეგლი აშენდა 1908 წელს, ადგილობრივი მოსახლეობის დაკვეთით.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება;

7. arqiteqturuli aRwera

bana bana
gegma grZivi ganikveTi CrdiloeTisken

ა) ეკლესია დარბაზულია (8,5X6,8 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. შეკეთებულია, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან, მთელ სიგრძეზე, მიშენებულია თითო განიერი და მაღალი კონტრფორსი. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი სწორკუთხაა და ნახევარწრიული ქვის ტიმპანი აქვს. მეორე კარი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. იგი კონტრფორსების მიშნებისას გაუუქმებიათ. აღმოსავლეთით, სწორკუთხა საკურთხეველში, მოზრდილი თაღოვანი, შიგნითკენ შევიწროებული სარკმელია. ასეთივე სარკმელია დასავლეთ კედელში, კარის თავზე. საკურთხევლის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში თითო მცირე ნიშია. კანკელი ხისაა, იგი თბილისელი მხატვრის დ. გეგელიძის მიერ არის მოხატული.
ეკლესიის ინტერიერი და ფასადები შელესილი და შეთეთრებულია. აღმოსავლეთის ფასადზე, სარკმლის ზემოთ, ირმის ორი მოზრდილი რელიეფური გამოსახულებაა, მათ შორის ჯვარცმული ქრისტეა. დასავლეთის ფასადზე, კარის ტიმპანში, ცხენზე ამხედრებული წმიდა გიორგის მიერ გველეშაპის განგმირვის სცენაა. რელიეფი შეფერილია თეთრი, აგურისფერი და შაბიამნისფერი საღებავით. ამავე ფასადზე, სარკმლის თავზე, ნალესობაში გამოყვანილია ვერძის გამოსახულება, ფრონტონის წვერში კი - ჯვარი. კედლები დასრულებულია მარტივი ლავგარდნით. სახურავი ორფერდაა.

bana
dasavleTis fasadi

ბ) სამრეკლო დგას ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთით. იგი ორსართულიანია და ნაგებია თლილი ქვით. მისი პირველი სართული (3,8X3,8 მ) ერთმანეთთან ნახევარწრიული თაღებით დაკავშირებული ოთხი მასიური ბურჯია. მეორე სართული მსგავსი ფორმის, მაგრამ შედარებით ვიწრო ფანჩატურია, რომელიც პირველ სართულს უკავშირდება იატაკში გაჭრილი ღიობით. სამრეკლოს გადახურვა და მეორე სართულის ერთი თაღი ჩაქცეულია.
გ) გალავანი ნაგებია ქვით. იგი ძლიერ დაზიანებულია, მისი მხოლოდ კვალიღა შეიმჩნევა.

 

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi:

ბეგოთკარის მთავარმოწამის ეკლესიის კომპლექსი წილკნისა და დუშეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერა, ტ2, 2004წ.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

არ მოგვეპოვება;

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016