Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

olozis RvTismSoblis
eklesia
(X-XI
ss)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია, მინაშენები.

 

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

3. adgilmdebareoba

ოლოზის ღვთისმშობლის ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთ–დასავლეთით 14 კმ–ში მდებარე  სოფელ ოლოზის აღმოსავლეთით მდინარე  ათრეულას (ატრევა) მარჯვენა ნაპირზე

 

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

არ მოგვეპოვება.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

ganakveTi da gegma

ა) ოლოზის ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია (6,9X10,8 მ). ნაგებია შირიმის ქვის თლილი კვადრებით. დაზიანებულია: ჩანგრეულია საბჯენი თაღები, კამარა, აფსიდის კონქი, დანგრეულია კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს - სამხრეთ (ნაშთი შემორჩენილია კედლის დასავლეთ ნაწილში)  და დასავლეთ კედლის სამხრეთ ნაწილში (შედარებით მცირე ზომისაა, შიგნიდან თაღოვანი, გარედან არქიტრავიანი). ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. თაღში სინგურისფერ ფონზე ყავისფერი ხაზით შესრულებული მცენარეული ორნამენტის ფრაგმენტია. სარკმლის ქვემოთ, კედლიდან მოცილებით დგას შირიმის ქვის სატრაპეზო. აფსიდის ჩრდილოეთით და სამხრეთით მცირე სწორკუთხა სათავსებია, რომლებიც დიდი ზომის ბრტყელი ქვებითაა გადახურული. სათავსებში აღმოსავლეთით მცირე თაღოვანი სარკმლებია. აფსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია განიერი, მარტივი კაპიტელით დასრულებული მხრებით, რომლებსაც ეყრდნობოდა. სატრიუმფო თაღი. დარბაზის გრძივი კედლები წყვილი პილასტრით ორ თანაბარ ნაწილად იყოფა. აღმოსავლეთ ფასადის ფრონტონის ცენტრში მუქი ღვინისფერი ქვებით ჯვარია გამოსახული. ჩრდილო-აღმოსავლეთით, კუთხეში, შემორჩენილია თარო-ლავგარდნის ფრაგმენტი.

ბ) ეკლესიას სამხრეთით და დასავლეთით მინაშენები (გარშემოსავლელი) აქვს, კედლები შემორჩენილია 0,5-0,7 მ სიმაღლეზე. დასავლეთის მინაშენის კედლები დაფარულია მიწით, სამხრეთისა ჩახერგილია ქვებით. ქვებში შერეულია შესასვლელის (სამხრეთით უნდა ყოფილიყო) თაღის ქვა,  სარკმლის წირთხლის  და საბჯენი თაღის ქვები, ბრტყელი კრამიტი. სამხრეთით მინაშენის აღმოსავლეთ მონაკვეთში, ბოლოში მცირე ზომის სათავსია, რომლის ჩრდილოეთ კედელზე შემორჩენილია  ეკლესიის კედელში ჩადგმული კრონშტეინი. კრონშტეინის ეყრდნობოდა კამარის საბჯენი თაღი.

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

ოლოზის ღვთისმშობლის ეკლესია სამთავისისა და გორის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.


9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ5, 1990წ.

 

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://dzeglebi.com

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016