|
ekis cixe
(IV-V სს.)
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
კოშკი, გალავანი და თხრილი.
2. mniSvnelovani da saintereso informacia
არ მოგვეპოვება.
3. adgilmdebareoba
ეკის ციხე მდებარეობს საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, სენაკის მუნიციპალიტეტში, მისგან 10 კმ–ში, სოფელ ეკის მიდამოებში, მდინარე ცივის ნაპირას, საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს, მთის წვერზე.
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
არ მოგვეპოვება.
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
არ მოგვეპოვება.
7. arqiteqturuli aRwera
მდინარე ცივის ხეობაში, სენაკიდან ათიოდე კილომეტრზე, გზის მარცხენა მხარეს, მაღალი მთის წვერზე დგას ციხე, რომელსაც ადგილობრივნი, ჩვეულებისამებრ „ჯიხას“ უწოდებენ. ადგილი ტყიანია და ციხის დათვალიერება სრულად ვერ ხერხდება.
ციხე შედგება გალავნისა და ერთი კოშკისაგან. ყველაფერ ამას ამთავრებს თხრილი, რომელიც გარს უვლის გალავანს. ციხის ეს სურათი ტიპიურია ეგრისის სამეფოში მიღებული სისტემისათვის. ასე რომ, თავისთავად ზემოაღნიშნული გადაწყვეტა მიგვითითებს თარიღზე, რომელიც IV-V საუკუნეებით განისაზღვრება.
ა) კოშკი დიდი ზომისაა, ოთხკუთხა (8,8X5,25 მ, კედლის სისქე - 2,15 მ). ნაწილობრივ შემორჩენილია სამი სართული. სართულების სიმაღლე საშუალოდ სამი მეტრია. დარჩენილ ორ კედელში სარკმლები, ან საბრძოლო ამბრაზურები გარკვევით არ ჩანს. კარის ნაწილი უნდა იყოს აღმოსავლეთის კედლის მეორე სართულზე. კოშკის ფასადების მოპირკეთებაც ტიპიურია ადრეული საუკუნეებისათვის. ფასადზე ნახმარია 30-40 სმ კირქვა, რომლის ზედაპირი მქისედაა დამუშავებული. ასეთი ქვებით ფასადებზე ჰორიზონტალური რიგები თითქმის დაცულია. მოპირკეთებისას განხორციელებულია კიდევ ერთი კარგი ჩანაფიქრი: ესაა ქვების ზომების შემცირება ქვემოდან ზემოთ. ბოლო რიგები, საწყისთან შედარებით, თითქმის ერთი მესამედით ნაკლებია.
ბ) გალავანი. კოშკს ირგვლივ, ათიოდე მეტრის დაცილებით, უვლიდა გალავანი. გალავანიც დარღვეულია და ნაშთები უკეთ ჩანს სამხრეთის მხარეზე. გალავნის შემოსვა კოშკის მსგავსია. მხოლოდ ქვები უფრო წვრილია.
გ) თხრილი, რომელიც გალავანს კონცენტრულად მიუყვებოდა, ახლაც შთამბეჭდავია. მისი ხაზი გალავნიდან დაცილებულია 20-25 მეტრზე. თხრილის პროფილი ამჟამად ასეთია: სიღრმე - 4-5 მეტრი, სიგანე - 6-7 მეტრი. ცხადია, თავდაპირველი თხრილის სიღრმე მეტი იქნებოდა.
ახლომდებარე ციხეებიდან ეკის ციხე უფრო დიდია, ვიდრე კოტიანეთისა და „საკალანდარიშვილოსი“.
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
პ. ზაქარაია, თ. კაპანაძე - „ციხეგოჯი-არქეოპოლისი-ნოქალქევის ხუროთმოძღვრება“, 1991წ.
10. marSruti
დადგინდება;
11. bmulebi
http://ka.wikipedia.org
|