abisis wm. marines
eklesia
(X-XI ss)
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
ეკლესია
2. mniSvnelovani da saintereso informacia
არ მოგვეპოვება.
3. adgilmdebareoba
აბისის წმ. მარინეს ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტში, მისგან 20 კმ–ში ჩრდილო–დასავლეთით მდებარე სოფელ აბისის განაპირა მხარეს სასაფლაოზე.
4. ruka
5. istoriuili mimoxilva
XIX საუკუნეში მოხსნეს საკურთხევლის თაღი და დასავლეთ კედლის საბჯენი თაღი, გადააკეთეს სამხრეთ შესასვლელის თაღი, გააფართოვეს აღმოსავლეთის სწორკუთხოვანი სარკმელი. XX საუკუნეში ადგილობრივმა მოსახლეობამ ეკლესია შიფერით გადახურა და სამხრეთ შესასვლელს ლითონის კარი შეაბა.
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
არ მოგვეპოვება.
7. arqiteqturuli aRwera
|
grZivi ganakveTi samxr-ken, gegma |
წმ. მარინეს ეკლესია დარბაზულია (3,05X5,13 მ), ნაგებია ქვიშაქვის უსწორო კვადრებით, წყობა ირეგულარულია. შესასვლელი სამხრეთით და ჩრდილოეთითაა (აფსიდის მხართან). ჩრდილოეთ შესასვლელი ამოქოლილია და გადაკეთებულია ნიშად. სამხრეთის კარი შიგნიდან თაღოვანია. გარედან ორივე შესასვლელი არქიტრავითაა გადახურული. ნახევარწრიულ აფსიდში ჩრდილოეთით სწორკუთხა ნიშია, ხოლო სამხრეთით გაჭრილია კარი, რომელიც კედლის სისქეში მოწყობილ სადიაკვნეში გადის. სადიაკვნის აღმოსავლეთის ვიწრო სარკმელი ამოქოლილია. დარბაზის გრძივი კედლების მარტივ პილასტრებს ცილინდრული კამარის საბჯენი თაღი ეყრდნობა. კედლები გვიანდელი შელესილობის სქელი ფენითაა დაფარული.
ფასადები დასრულებულია ქვიშაქვის თაროსებრი ლავგარდნით, რომელსაც განივ ფასადებზე ჰორიზონტალური შემონაკეცები აქვს. ეკლესიას თავდაპირველად, მწვანე, მოჭიქული კრამიტით გადახურული ორფერდა სახურავი ჰქონდა.
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
აბისის წმ. მარინეს ეკლესია ურბნისისა და რუისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა - ტ5, გამომცემლობა თბილისი, 1990წ.
10. marSruti
დადგინდება;
11. bmulebi
|