Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

gurjaanis qvaSveTis eklesia
(XVIII-XIX ss
)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია

2. mniSvnelovani da saintereso informacia

ეს ძეგლი საინტერესოა, როგორც ამ დროს ამოტივტივებული ტიპის – გუმბათოვანი ეკლესიის ერთ-ერთი ვარიანტის – კუპელჰალეს ნიმუში.

3. adgilmdebareoba

გურჯაანის ქვაშვეთის მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ გურჯაანთან, გზის პირას.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

გურჯანის ქვაშვეთის ეკლესიის შესახებ ისტორიული ცნობები მწირია. ეკლესიის დათარიღების საფუძველს იძლევა სამხრეთი შესასვლელის ტიმპანში და გვერდებზე ჩაყოლებული საფლავის ქვები, რომელთაგან ერთ-ერთზე იკითხება: „უ პ“ ანუ 1792 წელი. ბუნებრივია, ეკლესია ამ თარიღიდან სულ ცოტა ათი წლის შემდგომ მაინც უნდა აეშენებინათ. ამას გარდა, აგების პერიოდზე თვით არქიტექტურული თავისებურებანიც მიუთითებს. ამიტომ ვ. ბერიძე მისი აგების პერიოდს XVIII საუკუნის მიწურულს, ანდა XIX საუკუნის დასაწყსს მიაკუთვნებს.

 

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

გურჯაანის ქვაშვეთის ეკლესია გუმბათოვანი ეკლესიის ერთ-ერთი ტიპის – კუპელჰალეს ნიმუშია. ეკლესიის გეგმა დასავლეთ-აღმოსავლეთ ღერძზე მკვეთრად წარგძელებული მოხაზულობისაა, გარედან სწორკუთხედში ჯდება. გუმბათი ეფუძნება კედლის შვერილთა ორ წყვილს, რომლებიც სივრცეს სამ ნაწილად ყოფს. შუა მონაკვეთი გუმბათქვეშა ნაწილია, რომელიც აღმოსავლეთისა და დასავლეთის არეებთან შედარებით განიერია, თუმცა, კვადრატული მაინც არ არის. გუმბათი მცირედიამეტრიანია და მისი კვადრატული საფუძველი შესაქმნელად სამხრეთი და ჩრდილოეთი კედლები (შვერილებს შორის) ცენტრისკენაა გადმოხრილი. გუმბათქვეშა კონსტრუქცია აფრულია და მათში დეკორატიული რომბებია ჩასმული. აფრების ზედა კუთხეები ერთმანეთს ერწყმის ერთიანი სარტყელივით და გუმბათის ყელის ქვეშ გაკვეთილი ნახევარსფეროს მსგავს ფორმას ქმნის. ამის გამო,  ყელის დიამეტრი კიდევ უფრო მცირდება.
თვით გუმბათის ყელი მაღალია, სიმაღლით თითქმის ორი ქვედა კორპუსის ტოლი; ზემოთკენ ვიწროვდება და ნახევარსფეროც არასწორ მოხაზულობას ატარებს – კვერცხივითაა. გუმბათი კორპუსის დასავლეთ ნაწილშია გადაწეული, რადგან შვერილების აღმოსავლეთით მოქცეულ მონაკვეთს ღრმა აფსიდი ეკვრის. საკურთხეველი პასტფორმიუმების გარეშე გვაქვს. მთელი ნავის სიგანის მომცველ აფსიდში რამდენიმე ნიშაა. სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში გეგმაში თითქმის წრიული მოხაზულობის ღრმა ნიშაა. გრძივი კედლები აქაც ერთნაირი სიმაღლის თაღოვანი უბე-ნიშებითაა დანაწევრებული. შესასვლელი ორია: დასავლეთისა – ცენტრალური ღერძიდან ჩრდილოეთით „ჩაცურებული“, და სამხრეთისა, რომელიც გუბათქვეშა არეში შემოდს. გუმბათის ყელში ექვსი სარკმელია; ქვედა კორპუსში კი შემდეგი განლაგება გვაქვს: თითო-თითო ღიობი აღმოსავლეთით და დასავლეთით, გრძივ კედლებში კი ორ-ორი ქვემოთ ჩასმული სარკმელია; ისინი ერთმანეთის პირდაპირ, აღმოსავლეთ და დასავლეთ მონაკვეთებშია განთავსებული. მათი ფორმა უჩვეულოა: სარკმლები არა მარტო შიგნითკენ ფართოვდება, არამედ საფასადო მხარესაც. ეკლესიაში თაღები და კამარები მხოლოდ ნახევრწრიული მოხაზულობის გვხვდება; ყველა თაღის ქუსლთან იმპოსტები თავსდება. აფრების ქვეშ მოთავსებული კრონშტეინებისთვის ძველი საფლავის ქვებია გამოყენებული. ეს მეტად უსიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენს.

XVIII საუკუნის ეკლესიათა უმრავლესობის მსგავსად, გარე აგებულება არც აქ ეთანხმება შიდა დანაწევრებას. გრძივი კედლები გადახურვით ორ საფეხურად გამოდის. მათ ცენტრში ჯვრის მკლავებია ამოზრდილი. დასავლეთიდან ტაძრის მოცულობა ბაზილიკურ, სამნაწილიან მოხაზულობას იღებს. აღმოსავლეთიდან კი აგებულება შეცვლილია: ფასადი ამ მხარესაც ორსაფეხურიანია – ქვედა მოცულობა წინაა წამოწეული და ჰორიზონტალური კარნიზით სრულდება, მეორე მის ზემოთ ორფერდა საფეხურით გამოიყოფა. ეს ყოველივე მძიმე და მოუხეშავ შთაბეჭდილებას ტოვებს. გუმბათს ცილინდრული და აწოწილი, ზემოთკენ შევიწროვებული ფორმა აქვს. ფასადების გაფორმებაც სუსტია: ჯვრის მკლავების ადგილას, გრძივ ფასადებზე რომბების რიგებია; სამხრეთით სახატესავით სწორკუთხა ნიშაც არის; გუმბათის ყელიც ფრიზულად დაწყობილი სამკუთხედების სალტით, სარკმლების ირგვლივ შემოვლებული აგურის ლილვებით და ჯვრების მწკრივით იმკობა.

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi
გურჯაანის ქვაშვეთის ეკლესია გურჯაანისა და ველისციხის ეპაარქიის დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

ნ. გენგიური – "კუპელჰალე", 2005წ.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://www.nplg.gov.ge

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016