Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

foto foto foto

erTawminda
(XIII s-s I nax.)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ერთაწმინდის (წმ. ესტატეს) ტაძარი, გალავანი, სამრეკლო, სამონასტრო და სამეურნეო ნაგებობების ნაშთები;

2. mniSvnelovani da saintereso informacia

1610 წლიდან ერთაწმინდა, გიორგი სააკაძის და მის შთამომავალთა თარხან მოურავების საგვარეულო აკლდამას წარმოადგენს. ამავე ტაძარში ინახება გიორგი სააკაძის შვილის პაატას თავი.

3. adgilmdebareoba

ერთაწმინდის ტაძარი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, კასპიდან 10 კილომეტრში სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით.

4. ruka

map

5. istoriuli mimoxilva

ტაძრის სახელწოდება ’’ერთაწმინდა’’ დაკავშირებულია ქრისტიანული ეკლესიის მრავალმოწამე წმ. ესტატესთან, რომლის სახელზეცაა იგი ნაკურთხი. ’’ესტატე წმინდა’’ დროთა განმავლობაში ხალხის გამოთქმაში ქცეულა ’’ერთაწმინდად’’ და სოფელსაც, როგორც პლ. იოსელიანი ფიქრობს, იგივე სახელწოდება უძველესი დროიდანვე მიუღია. ამის დამამტკიცებელი უნდა იყოს უთუოდ აღნიშნული ძველი სახელწოდების მიახლოებული რედაქცია ’’ესტაწმინდა’’ - რომელიც გვხვდება ერთაწმინდასთან დაკავშირებულ ძველ ისტორიულ საბუთებში.
ძეგლის ხანგრძლივი ისტორიული ცხოვრების შესახებ არავითარი პირდაპირი ცნობა არ შემოგვრჩენია, მაგრამ არაერთი დაზიანება და რესტავრაცია, რომელიც განიცადა შენობამ - განვლილ განსაცდელთა მეტყველი მოწმეებია. შესაძლოა, სერიოზული დაზიანებანი XIII საუკუნის დასასრულს მომხდარი მიწისძვრის შედეგი იყოს, როდესაც ქართული მემატიანეს სიტყვით, ეკლესიებს გუმბათებიც არ შერჩენიათ. ადვილი დასაშვებია, რომ მძიმე განსაცდელს, რომელზეც მოგვითხრობს ’’ქართლის ცხოვრება’’, როდესაც XIV სუაკუნის დასასრულს თემურლენგმა ’’ ტფილისი აღიღო, ქართული წარსტყვევნა და შემუსრნა ყოველნი ეკლესიანი და შენებულებანი’’, ერთაწმინდაც ვერ გადაურჩა. ერთაწმინდასთან დაკავშირებული საბუთები მცირე რაოდენობითაა დაცული და თვით ეკლესიის შესახებ ისინი არაფერს გვეუბნებიან. საბუთები XVI საუკუნის მეორე ნახევარზე ადრინდელები არ არიან. უმთავრესად ეს შეწირულების ან ნასყიდობის წიგნების დამოწმებებია.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

foto
baldaxini

ადგილობრივები ამბობენ - ამ ბალდახინის ქვეშ თუ გაძვრებით და სურვილს ჩაიფიქრებთ, აუცილებლად აგისრულდებათო.

 

 

 

 

 

 

7. arqiteqturuli aRwera

ა) ტაძარი - ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა (22,2X14,3 მ). ნაშენია კარგად გათლილი მოყვითალო ფერის ქვით. ტაძარს სამი შესასვლელი აქვს - დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. გარედან სამივე კარი სწორკუთხაა, შიგნიდან დასავლეთ და ჩრდილოეთ შესასვლელებს დიდი და ღრმა ყრუ ლუნეტები აქვთ. ძირითადი ჯვრის მკლავები კუთხის ნაწილებთან შედარებით რამდენადმე ამაღლებულია.

foto
gegma

გუმბათი თავდაპირველად უფრო ვიწრო და ამაღლებული უნდა ყოფილიყო ვიდრე ახლაა. გუმბათის ყელზე გადასვლა გუმბათქვეშა კვადრატიდან აფრებით ხორციელდება. გადამხურავი კონსტრუქცია ტაძარში ორგვარია: საყრდენი თაღებით შემაგრებული ცილინდრული კამარა და სფერული კონქი. ზოგი თაღი შეისრულია. გუმბათი აღმოსავლეთით ეყრდნობა ბემის კედლებს, ხოლო დასავლეთით თავისუფლად მდგომ ორ ბურჯს. საკურთხეველი და გვერდის ოთახები რომელიც ორ სართულად არის განლაგებული წაგრძელებულია ღრმა ბემის წყალობით და ერთი საფეხურით შემაღლებულია. ტაძარს ბევრი სარკმელი აქვს. ისინი თითქმის ყველა თაღოვანია. გუმბათის ყელშიც თავდაპირველად 12 სარკმელი ყოფილა, ახლა მხოლოდ რვა სარკმელია დარჩენილი.

moxatuloba

ინტერიერში კედლების დიდი ნაწილი შელესილია. ტაძრის ჩრდილოეთი მკლავის ჩრდილოეთ კედელზე გაიხსნა (1960-70წწ) მოხატულობის სამი რეგისტრი. ზედა რეგისტრში გამოსახულია ნადირობიდან დაბრუნებული წმ. ესტატე, რომელიც თავის ცოლს უმჟღავნებს სასწაულის ამბავს. აქვეა მათი ორი შვილი, ისინი სუფრასთან სხედან. მეორე რეგისტრში წმ. ესტატე თავისი ოჯახით მღვდელმთავრის წინაშე დგას. მესამე რეგისტრის კომპოზიცია საზეიმო ხასიათისაა. სადა ფონზე გამოსახულია ფრონტალურად მდგომი 4 წმინდანი. მხატვრობა შესრულებულია არა უადრეს XVII საუკუნისა.

aRmosavleTi fasadi

ტაძრის ფასადები მდიდრულადაა მორთული. დეკორი XIII საუკუნის I ნახევრით თარიღდება.
XIX საუკუნის მე-2 ნახევარში ტაძარი კაპიტალურად შეაკეთეს. აღადგინეს ოთხივე ფასადის მნიშვნელოვანი ნაწილი. 1951 წ. ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები.

ბ) გალავანი - განვითარებული ფეოდალური ხანის გვიანდელ პერიოდს განეკუთვნება. ნაგები იყო ძირითადად ბრტყელი ნატეხი ქვით. გადმოცემით - შვიდი კოშკი ჰქონია. დღეს მხოლოდ ორი კოშკის ნაშთია შემორჩენილი დასავლეთით. ადრე გალავანი იმდენად მაღალი ყოფილა, რომ მხოლოდ ტაძრის გუმბათი მოჩანდა გარედან. გალავანში შემონახულია სათოფურებიც - ოთხკუთხა მცირე ზომის ღიობები.

გ) სამრეკლო - გალავნის ჩრდილოეთ ნაწილშია ჩართული (არ შემორჩენილა თავდაპირველი სახით). ადგილობრივ მცხოვრებთა თქმით, იგი რამდენიმე ათეული წლის წინ დაუნგრევიათ და ძველის ადგილზე ახალი, უფრო ფართო სამრეკლო აუშენებიათ (ძველ სამრეკლოში ახალი ზარი ვერ ჩაატიეს).

ამჟამად სამრეკლოს ქვედა სართული დაფარულია მასზე მიდგმული გვიან აგებული შენობებით. ზედა სართული მრგვალია, ოთხი თაღოვანი ღიობით შემკული. თაღის ქუსლებს ზემოთ კედელი აგურისაა, ხოლო თაღების შეერთების ადგილზე გადაყვანილია აფრები რასაც ეყრდნობა გუმბათის სფერული კამარა. კონუსური სახურავი დუღაბით არის გადახურული. სამონასტრო და სამეურნეო ნაგებობების ნაშთები არ შემორჩენილა.

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi:

ერთაწმინდის ტაძარი სამთავისისა და გორის ეპარქიის დაქვემდებარებაშია და იგი მოქმედია.

9. gamoyenebuli masalebi

1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, 5ტ, 1990წ
2. ინტერნეტ ბმული – http://chitucio.blogspot.com
3. ფოტოების ავტორი – გიორგი კიღურაძე

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.nplg.gov.ge

http://www.diaspora.ge

http://chitucio.blogspot.com

http://saunje.ge

www.gzworld.org

დამატებითი ფოტო მასალა: http://www.dzeglebi.ge/galerea/ertacminda

 


megobari saitebi

   

08.05.2016