Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

ikvi
(XI ს)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება

3. adgilmdebareoba

იკვის ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, კასპიდან სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით 15 კმ-ში მდებარე სოფელ ჩაჩუბეთის სამხრეთით, მდინარე შაბწყალას (თეძმის მარჯვენა შენაკდი), მარჯვენა ნაპირზე, ხეობაში.

4. ruka

map

5. istoriuli mimoxilva

თვით სოფელი იკვი აღარ არსებობს, მოსახლეობა გადასახლდა სამგორში. სამხრეთ-დასავლეთის თაღის ქვეშ, ნიშის მარცხნივ ფილაზე აყვავებული ჯვრის რელიეფური გამოსახულება და ასომთავრული წარწერაა, რომელშიც ნახსენებია ქტიტორი მამამთავარი არსენი. წარწერის პალეოგრაფიული და ნაგებობის სტილისტური ანალიზით ეკლესია თარიღდება XI საუკუნის I ნახევრით. 1939-1940 წლებში ეკლესიაზე სარესტავრაციო სამუშაოები ჩაატარა საქართველოს სსრ სახკომსაბჭოსტან არსებულმა ხელოვნების საქმეთა სამმართველომ (რესტავრაციის ავტორები: ნ. ჩუბინაშვილი, ვ. წილოსანი). აღადგინეს ფასადები და გუმბათის ყელი, ნაგებობას სამხრეთით შეუქმნეს სუბსტრუქცია, ჩრდილოეთით მთის ფერდობი კედლით გაამაგრეს.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

foto
aRmosavleTi fasadi ganivi ganakveTi

 

foto
CuqurTma

ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა (9X7,2 მ), ნაშენია ნატეხი ქვით. ფასადების მოსაპირკეთებლად, თაღებზე, სვეტებზე და სხვა კონსტრუქციულ ნაწილებზე გამოყენებულია თლილი ქვა. შესასვლელი ორი აქვს: დასავლეთიდან და სამხრეთიდან (უფრო განიერია). ცენტრალური სივრცე იქმნება ჯვრის ოთხი მკლავით, რომელთაგან სამი მოკლე და სწორკუთხაა, ხოლო მეოთხე აღმოსავლეთით ღრმაა და აფსიდით მთავრდება. აფსიდის ღერძზე სარკმელია, გვერდებზე ნიშები. საკურთხეველში ოთხკუთხა სატრაპეზო ქვა დგას. კანკელი თაღოვანი იყო, შუაში აღსავლის კარით. აფსიდის გვერდებზე გეგმით ოთხკუთხა სამკვეთლო და სადიაკვნეა. ორივე სათავსს თითო პატარა საკმელი აქვს და დარბაზს სწორკუთხა კარით უკავშირდება. თითო სარკმელია დასავლეთის და სამხრეთის მკლავში. დარბაზის მაღალი კამაროვანი მკლავების გადაკვეთაზე ასევე მაღალი გუმბათია აღმართული. იგი ნახევარწრიულ თაღებს ეყრდნობა. გუმბათის ყელზე გადასვლა განხორციელებულია აფრებით. გუმბათქვეშა თაღები პროფილირებულ კაპიტელებს ეყრდნობა. გუმბათის ყელში გაჭრილია ექვსი სარკმელი. ტაძრის სამხრეთ-დასავლეთის და ჩრდილოეთ-დასავლეთის კუთხეებთან, მკლავებს შორის, დიაგონალზე მცირე ზომის ღია სამლოცველო ნიშებია. კუთხის პილასტრებზე აჟურული ფესტონებითა და ორნამენტით მორთული თაღები გადადის. კამარით გადახურული სამკუთხა სივრცის შიგნით ფართო ორნამენტიანი არშიით მორთული ნახევარწრიული ნიშებია.
ინტერიერის მოხატულობა თარიღდება XI საუკუნით. დაზიანებულია მოხატულობის ზედა ნაწილი აფსიდის კონქში, გუმბათის კამარაში, ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლების ზედა რეგისტრებში. დასავლეთ კარის მოხატულობა მკვეთრად განსხვავდება ძირითადი მოხატულობისგან. მას ახასიათებს წერის გრაფიკული მანერა, გამოსახულებათა მცირე ზომები. კოლორიტში ჭარბობს მომწვანო-ზურმუხტისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი. მოხატულობის ძირითადი ფერებია: მოწითალო-ყავისფერი, მონაცრისფრო, მოვარდისფრო. საერთოდ მოხატულობას ახასიათებს გამოსახულებათა დიდი ზომები მონუმენტური პრინციპით აგება.

foto
moxatuloba gumbaTis sarkmeli

ეკლესიის ფასადები მდიდრულადაა მორთული. მორთულობის მთავარ მოტივს დეკორატიული თაღედი წარმოადგენს. განივ ფასადებზე სამ-სამი თაღია. ამათგან ცენტრალური მაღალია და მთელი მკლავის სიგანისაა, გვერდითები გაცილებით დაბალია და სიგანით ცალფერდა მონაკვეთების ტოლი. სამხრეთის ფასადი ასიმეტრიულია. ცენტრალური დეკორატიული თაღი განიერი და მაღალია, ხოლო მარჯვენა მონაკვეთზე ორი ერთნაირი ზომის დაბალი დეკორატიული თაღია. დასავლეთის ფასადი განსხვავებულია – მთელი სიბრტყე მხოლოდ ერთ მაღალ დეკორატიულ თაღს უჭირავს. მკლავებს შორის კუთხე თაღებით სამკუთხედადაა შეკრული, ხოლო თვით თაღი მორთულია ფესტონებით. მდიდრული მორთულობით გამოირჩევა სამხრეთის და დასავლეთის პორტალები. მათ შემოვლებული აქვთ ფართო ორნამენტიანი არშიები. ტიმპანები მთლიანად ჩუქურთმითაა დაფარული. ორნამენტირებულია სარკმლების საპირეებიც. სამხრეთით ორნამენტირებული რომბებიცაა. დასავლეთ ფასადის გვერდით მონაკვეთებს თითო ორნამენტიანი ნიში აქვს. ექვსი გრეხილლილვებიანი თაღით და პილასტებით არის შემკული გუმბათის ყელი. ყოველი თაღის ცენტრში სარკმელია განიერი ორნამენტიანი არშიით. გუმბათი ორნამენტიანი ფრიზითა და ლავგარდნით მთავრდება.
ეკლესიაზე, დასვლეთით, მთელ სიგრძეზე საკმაოდ მოზრდილი სათავსია მიშენებული. კარგადაა შემონახული მისი დასვლეთის კედელი. ჩრდილოეთის და სამხრეთის კედლები და გადახურვა დანგრეულია. სათავსს შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონია. ერთი სარკმელი ყოფილა დასავლეთის კედლის მარცხენა მონაკვეთში.
ეკლესიას შემოვლებული ჰქონდა ნატეხი ქვით ნაგები გალავანი (შემორჩენილია ნანგრევები).

foto
gegma CrdiloeT mklavis moxatulobis sqema



8. Zeglis daqvemdebareba da statusi:

იკვის ეკლესია სამთავისისა და გორის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. არ არის მოქმედი.

9. gamoyenebuli masalebi

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა ტ5., 1990 წ.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016