|
darialis cixe
(Zv.w. II -a.w. XVIII s)
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
შემორჩენილია კედლები და სხვადასხვა ნაგებობების ნაშთები.
2. mniSvnelovani da saintereso informacia
რუსმა პოეტმა მ. ი. ლერმონტოვმა დარიალის ციხეს მიუძღვნა ლექსი, რომლის მიხედვითაც დარიალის ციხეს ხალხმა „თამარის ციხე“ შეარქვა. სამწუხაროდ, ბევრს ეს
თამარი ჰგონია თამარ მეფე (1184-1213 წწ.), რომელსაც არაფერი აქვს საერთო ლეგენდარულ თამართან.
3. adgilmdebareoba
დარიალის კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, მცხეთა–თიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ ხევში, დაბა სტეფანწმინდის ჩრდილოეთით 20 კმ–ში (პირდაპირი მანძილი), მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე, საქართველოს სამხედრო გზის ბოლო მონაკვეთთან, კლდოვან მთაზე.
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
დარიალის ვიწრო გასავალი დერეფანი ისტორიაში უძველესი დროიდან იყო ცნობილი, აქ ჩრდილოეთის გზა გადიოდა, დღეს საქართველოს სამხედრო გზად წოდებული.
ამ გზას განსაკუთრებული პოლიტიკურ-სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა ძველი
საქართველოს (იბერიის) სამეფოსათვის, რომლის სატახტო ქალაქი-მცხეთაც არაგვ-მტკვრის გზაჯვარედინზე მდებარეობდა და არაგვის ეს ვიწრო და ძნელი გზა დარიალის კარებით იყო ჩაკეტილი.
კლასიკურ მწერლებს შორის დარიალის ამ გზის ყველაზე სწორი აღწერილობა ბერძენ
გეოგრაფ სტრაბონს მოეპოვება (ძვ.წ. I ს-ის ბოლო ახ.წ. I ს-ის დასაწყისი) იბერიის სამეფოს გეოგრაფიულ აღწერაში. სტრაბონი ამბობს: „...მეორე გზა შემოდის (იბერიაში)
ჩრდილოეთთან სადაც საქონლის მიმდევარი ხალხი ცხოვრობს. ეს გზა მეტად ძნელია, ჯერ სამ დღეს უნდა მოუნდეს იმას რომ ავიდეს საშინელ ვიწრო ქედზე, რომელიც ისე ვიწროა რომ ორი კაცი ერთად ვერ გაივლის; ასვლის შემდეგ ამ ქედზე უნდა იაროს მგზავრმა კიდევ ოთხი დღე და ბოლოს შეხვდება მიუდგომელი ციხე, რომელიც იცავს ამ გზასო“. ქართულ მატიანეში ამ კარს „არაგვის კარი“ ეწოდება. ისტორიკოსი ლეონტი მროველი აღწერს ჩრდილოეთისაკენ მიმავალ გზებს და ამბობს: „არს ზღვის კარი-დარუბანდი და არაგვუის კარი, რომელ არს დარიალანი“ -ო. მას აგრეთვე სხვა სახელიც რქმევია. იოანე საბანისძე თავის აბო ტფილელის ცხოვრებაში მოგვითხრობს, რომ არაგვის მიერ დევნილმა ნერსე ქართლის ერისთავმა: „განვლო კარი ოვსეთიაი, რომელსა დარიალან ერქუმის“ -ო. ქართულ მატიანეში არაგვისა და თერგის ხეობაში მიმავალ გზას ეწოდებოდა „გზაი დარიალანისაი“. ეს გზა ოდიდგანვე წარმოადგენდა ერთ-ერთ უმთავრეს არტერიას, რომლითაც ამიერ და იმიერკავკასიის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის ქვეყნები უკავშირდებოდა ერთმანეთს. ქვეყნის უკიდურესი ჩრდილოეთი საზღვრის ჩამკეტი დარიალის კარის მცველნი ხევის მოსახლენი იყვნენ. ამ კარის საიმედოდ დაცვა საქართველოს ჩრდილოეთის საზღვრის უსაფრთხოებას ნიშნავდა. ამასთანავე, ხევისა და დარიალის კარის მეშვეობით საქართველო ძლიერ პოლიტიკურ,
კულტურულ და სარწმუნოებრივ გავლენას ახდენდა ჩრდილო-კავკასიელ ხალხებზე.
საბოლოოდ გამორკვეული არ არის თვით ამ გეოგრაფიული სახელწოდების წარმოშობის სადაურობა. არსებობს მისი ორმაგი ახსნა: უმრავლესობას დარიალი სპარსულ სახელწოდებად მიაჩნია, რომელიც შესდგება ორ ნაწილად სიტყვისაგან „დარიალანი’’ ე.ი. კარი – (დარი) ალანი (ოსთა წინაპრები). მ. ჯანაშვილის აზრით კი „დარღ’’ ოსური სიტყვაა და ნიშნავს გრძელ (შეად. დარღხოხ გრძელი მთა), ალანი – სახელია ერისა (ოსებისა)“ დარღ-ალანთ-კარი’’ ალანების გრძელი კარი. ყოველ შემთხვევაში ორივე ამ განმარტებაში დარიალის გაგების მნიშვნელობა ერთია – კარი ალანთა (ოსთა).
გადმოცემით დარიალის ხეობაში პირველი სიმაგრე აუშენებია იბერიის მეფე მირიან I -ს (ძვ.წ. II ს–ის I ნახევარი). საქართველოში რომაელების პირველი შემოსვლის დროს (ძვ.წ. I ს.) დარიალის ხეობას კონტროლს უწევდა იბერიის სამეფო. სტრაბონის აღწერით ჯერ კიდევ ძვ.წ. I საუკუნეში დარიალის ხეობაში მიუდგომელი ციხე მდგარა, რომელიც ამ გზას იცავდა. ამავე ციხის შესახებ ცნობებს გვაწვდის რომაელი მწერალი პლინიუსი. „კავკასიის კარები უზარმაზარი ქმნილებაა (ბუნებისა, მთების უეცარი გაპობის შედეგი, თვით გასავლელი მოზღუდულია რკინით შემოჭედილი დირებით... მდინარის გამოღმა აგებულია „კუმანიად’’ წოდებული სიმაგრე, აშენებული იმ მიზნით, რათა დააბრკოლონ მრავალრიცხოვანი ტომების გადმოსვლა’’. ე.ი. დარიალის ხეობა იმ დროს საკმაოდ გამაგრებული ყოფილა. ლეონტი მროველის ცნობით, ახ წ. I საუკუნის 70-იანი წლებისათვის ქართველთა ლაშქარმა ჯავახეთთან სძლია სომეხთა უფლისწულ ზარენს. ტყვედ ჩავარდნილი უფლისწული ქართველებმა `დასუეს პყრობელად ციხესა დარიალანისსა~. ამ ფაქტს სომეხი ისტორიკოსი ხორენაციც ადასტურებს.
V საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა აღადგინა ძველი სიმაგრე დარიალის ხეობაში. ასევე
ვახტანგმა მემატიანის თქმით დარიალის კარი გაამაგრა. აღნიშნული ცნობებიდან აშკარაა, რომ ვახტანგ გორგასალს ოსებისა და ყივჩაყთა წინააღმდეგ დარიალის ხეობაში „გოდოლნი მარალნი“ აუგია. (გოდოლი მაღალი კოშკია), და მცველად დაუყენებია „მახლობელნი მთეულნი“ ე.ი. მთიელები.
VI საუკუნეში, როდესაც აღმოსავლეთ საქართველოში სპარსელები გაბატონდნენ და
მეფობაც მოსპეს, მემატიანის თქმით სპარსელები მაშინვე შედგომიან ჩრდილოეთის გზის
გამაგრებას. ამიერკავკასიაში არაბთა ბატონობის ხანაში (VII-X სს.) დარიალის ხეობა და სიმაგრე მათ ხელში იყო. არაბი ისტორიკოსები (იბნ ალ ფარიკი, მასუდი, იბნ-რუსთა და სხვა) არაერთგზის მოიხსენიებენ დარიალის ხეობასა და ციხეს.
X-XIII საუკუნეებში დარიალის ხეობის და დარიალის გზის როლი გაიზარდა. დავით აღმაშენებელმა განაახლა დარიალის სიმაგრე. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით `გუელეთს ქვევით ერთვის არაგუსავე ხევი… გარდავალს ამ ხევიდან გზა ძურძუკსა და ქისტებს… ამ ხევს ქვევით დავიწროვდების ხევი ესე კლდითა და აქა არს ციხე დავითისა… აღმაშენებლის აშენებული~. აღწერის მიხედვით დავითის ციხე და დარიალის ციხე ერთი და იგივე უნდა იყოს.
ამ გზით საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიური და კულტურული ურთიერთობა
ჰქონდა კავკასიონის ჩრდილოეთით მდებარე ქვეყნებთან. ეს მშვიდობიანი პოლიტიკა
შემდეგ საუკუნეებშიაც გრძელდებოდა ვიდრე მონღოლთა შემოსევამდის (XIII საუკუნე), ამ დროიდან დარიალის კარი ისევ კარგავს თავის პოლიტიკურ-სტრატეგიულ მნიშვნელობას. XIV საუკუნის 30-იან წლებში საქართველომ თავიდან მოიშორა მონღოლური ხარკი, მონღოლთა თითქმის ასწლოვანი ბატონობა. XV საუკუნის I ნახევარში დარიალის კარს ფლობდა ალექსანდრე მეფე. XVIII საუკუნის ბოლოს გიორგი XII-მ გადაწყვიტა რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტა და დარიალის კარის სამუდამოდ დახშობა, მაგრამ განზრახვა მალე შეცვალა და შემდგომში ეს გზა მთავარი დამაკავშირებელი გახდა ამ ორ ქვეყანას შორის.
რუსეთმა XIX საუკუნის დასაწყისში ამიერკავკასიაში მიმავალ მთავარ გზაზე ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ციხე სწორედ ძველი ციხის გვერდით ააგო.
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
არ მოგვეპოვება;
7. arqiteqturuli aRwera
|
gegma |
დარიალის ციხე ძლიერ დაზიანებულია. ნანგრევებში სხვადასხვა დროის სამშენებლო ფენები გაირჩევა. ძირითადი ფენა ანტიკური და შუა საუკუნეებისაა. შემორჩენილია გვიანდელი შუა საუკუნეების ნაშთიც. თავდაპირველ ციხეს, რომელსაც გარს ეკრა კოშკებით გამაგრებული მძლავრი გალავანი, კლდოვანი მთის პლატო (დაახლ. 100X80 მ) მთლიანად ჰქონდა მოკავებული. შესასვლელი ციხეს სამხრეთიდან ჰქონია. ამავე მხარეს ყოფილა მდინარეზე ჩასასვლელი საიდუმლო გვირაბიც, იქიდან ციხეში წყალი ამოჰქონდათ. ამ გვირაბის ნანგრევები თითქმის თერგის ნაპირამდის აქა იქ დღემდის დაცულა. შემდეგში სიმაგრეს სასმელი წყლით დასავლეთიდან მომდინარე წყალსადენი ამარაგებდა.
1988-89 წლებში არქეოლოგიური კვლევის ცენტრის აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ხევის რაზმმა (ხელმძღვანელი დ. მინდორაშვილი), შეისწავლა ციხის დასავლეთ ფერდობის ძირი 1-დან 5 მ-მდე სიღრმეზე. ცენტრალურ ნაწილში დადასტურდა განვითარებული და გვიანდელი შუა საუკუნეების კერამიკული მასალა. ჩრდილოეთით კი, იქ, სადაც ადრე ციხის ჩრდილოეთის კარიბჭე უნდა ყოფილიყო, იზოდომური წყობით ნაგები კედლის (V საკუკუნის მიწურული – VI საკუნის დასაწყისი) ქვეშ აღმოჩნდა მშრალი წყობით ნაგები კედელი (სისქე 6 მ), რომელიც სავარაუდოდ ძვ.წ. II საუკუნით თარიღდება. კედლის პერანგად გამოყენებულია ქვიშაქვის დაუმუშავებელი დიდი ლოდები. პერანგებს შორის სივრცე პატარა ქვებითაა ამოვსებული.
ციხის სამხრეთ დასავლეთით, ზღუდის კედლის გარეთ, ფერდობის ძირში, გამოვლინდა სათავსი. იგი მშრალი წყობითაა ნაგები. თარიღდება X-XI საუკუნეებით. სათავსში დადასტურდა: სამეურნეო ხარო, რომელიც ქვებითაა ამოშენებული და შიგნით შელესილი; საქარიანი თონე და ფიქლის ფილებით შედგენილი კვადრატული კერა; იატაკის დონეზე – მოჭიქული და მოუჭიქავი კერამიკა.
ციხის ტერიტორიაზე, დაახლოებით ცენტრალურ ნაწილში, გამოვლინდა საცხოვრებელი შენობის ნაშთი. შენობა კირხსნარითაა ნაგები, გამოყენებულია მშრალი წყობაც. თარიღდება XIII-XIV საუკუნეებით. შენობაში აღმოჩნდა კერამიკული მასალა, ხელის წისქვილის ფრაგმენტები.
8. Zeglis daqvemdebareba da statusi:
დარიალის ციხე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
9. gamoyenebuli masalebi
1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა ტ2. 2008წ.
2. პ.ზაქარაია - “საქართველოს ძველი ციხეები”, 1988წ.
3. ინტერნეტ ბმული – www.khevi.ge
10. marSruti
დადგინდება;
11. bmulebi
http://ka.wikipedia.org
http://www.nplg.gov.ge
http://dzeglebi.com
http://school183.web
http://stefantsminda.org.ge
|