Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

RumuriSis eklesia
(XI-XV ss
)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია და სამაროვნები.

 

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

3. adgilmdebareoba

ღუმურიშის ეკლესია მდებარეობს საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ ოლქში, გალის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილოეთით მდებარე სოფელ ღუმურიშის ჩრდილო-დასალეთით, სამი კილომეტრის დაშორებით, მდ. ოქუმისწყალის მარჯვენა ნაპირზე, მცირე ხეობის სიღრმეში, დამრეცი ფერდის მცირე გავაკებაზე, ადგილ "საგერგაიოში".

4. ruka

5. istoriuili mimoxilva

ოქუმისწყალის ხეობა ადრე და განვითარებულ შუასაუკუნეებში ეგრისის საერისთავოს (ივ. ჯავახიშვილის მიხედვით საბედიანოს) ნაწილი იყო. გვიან შუასაუკუნეებში იგი ჯერ სამეგრელოს სამთავროს ნაწილია, XVII-XVIII საუკუნეების მიჯნიდან რუსეთთან შეერთებამდე კი სათავადო სამურზაყანოსი.
ოქუმისწყალის, ვახუშტის მიხედვით დადისწყალის ხეობაში, შემორჩენილია ისტორიის ერთ-ერთი მნიშვენლოვანი მონაკვეთის, შუასაუკუნეების სხვადასხვა ეტაპის ეკლესია-მონასტრები, ციხე-დარბაზები, ნასოფლარები და სხვა ძეგლები, რომლებიც დრო-ჟამისა თუ მტრის ხელით შემუსვრილია და დღეს ნანგრევებადაა ქცეული. ეს ძეგლები შუა საუკუნეებში ცხოვრების ძლიერ მაჯისცემაზე, ფეოდალურ ურთიერთობაზე, ქრისტიანული იდეოლოგიის ბატონობასა და მხარის მიერ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოში შეტანილ წვლილზე მეტყველებენ.
გეოგრაფიული სახელწოდება `ღუმურიშ“-ი, სავარაუდოდ, სვანური ენის ნათესაობითი ბრუნვისაგან ნაწარმოები ტოპონიმია, სვანური `ღუმურ“ ნიშნავს ნაძვს, `იშ“ სვანური ენის ნათესაობითი ბრუნვის ნიშანია (სვან. `ღუმურიშ“-ი, ქართ. ნაძვისი).
ადგილობრივმა მოსახლეობამ არ იცის თუ ვის სახელზეა ეკლესია აგებული და როდის იმართებოდა იქ დღეობები. ეს გარემოება იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ საგერგაიოში ახალი მოსახლეობის გაჩენის დროისთვის (XVIII ს.) ეკლესია შეიძლება უკვე მწყობრიდან იყო გამოსული და აღარ ფუნქციონირებდა. ძეგლი 1959 წელს ვიზუალურად აღწერა არქეოლოგმა მ. თრაფშმა. აღნიშნულმა მკვლევარმა ძეგლის არქეოლოგიურ გამოკვლევამდე მისი დათარიღებისაგან თავი შეიკავა.
არქეოლოგიურ სამუშაოებს ღუმურიშში საფუძველი ჩაეყარა 1986 წლის გაზაფხულზე, რაც განაპირობა ძეგლიდან მომდინარე, მოყვარულ მხარეთმცოდნე ნ. შონიას მიერ 1955 წელს აქ აღმოჩენილმა, XI საუკუნით დათარიღებულმა, სოხუმის მუზეუმში დაცულმა კირქვის ფილამ, რომელზეც ამოკვეთილია ასომთავრული წარწერა: „ღმერთო, შეიწყალე ორთავე ცხოვრებასა შინა ამის ტაძრისა მაშენებელი დეოფალთ-დეოფალი საგდუხტ, ნიანიას ასული, ამენ“.
წარწერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას სპეციალურ სამეცნიერო ლიტერატურაში რეაგირება არ მოჰყოლია. მკლვევართა მსჯელობის საგანი არც საგდუხტ „დეოფალთადეოფლის“ ვინაობის დადგენა გამხდარა.
სავარაუდოდ საგდუხტის ტიტულის (დეოფლის) გვერდით, მამის სახელის მოხსენიება იმის მიმანიშნებელია, რომ მისი ჩამომავლობა მამის მხრიდან სოციალურად მეფის რანგისაა. შესაძლოა ნიანია მეფის გვარის ჩამომავალია. როგორც ცნობილია, ნიანია ქვაბულის ძემ, თავი ისახელა რანის სულთან ფადლონის ქართლიდან განდევნაში. 1073 წელს ნიანია ქვაბულის ძე ივანე ლიპარიტის ძისა და სვანთა ერისთავ ვარდანთან ერთად
გადაუდგა გიორგი მეორეს, დაიპყრო ქუთაისი და ხელში ჩაიგდო სახელმწიფო ხაზინა. მეფე სხვას ვერაფერს გახდა, გარდა იმისა, რომ მეამბოხეებს წყალობა და მამულები გაუმრავლა.
XI ს-ის საქართველოს მეფეების თანამეცხედრეების სახელები, გარდა გიორგი მეორის თანამეცხედრის სახელისა, ცნობილია. ღუმურიშის ეკლესიის ქტიტორის, ნიანიას ასულ საგდუხტის სახით, შესაძლებელია საქმე გვაქვს გიორგი მეორის თანამეცხედრესთან, დავით აღმაშენებლის დედასთან.
საკვლევ პერიოდში ოქუმისწყალის ხეობის ეკონომიკურ მნიშვნელობაზე უნდა მეტყველებდეს ის ფაქტი, რომ იგი ცალკე ადმინისტრაციულ-ეკონომიკურ ერთეულს წარმოადგენდა. აღნიშნული ვითარების ამსახველი უნდა იყოს ღუმურიშის ეკლესიის წარწერაში მოხსენიებული, ხეობის განმგებელი, დედოფალთ-დედოფალი საგდუხტი. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ ამავე ხეობაში, სოფელ წარჩეში შემორჩენილია დარბაზული ეკლესიისა და გალავნის ნაშთები, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა „მაფაშ ოხვამე“-ს უწოდებს, რაც დედოფლის სალოცავს ნიშნავს. აქვეა წყარო, რომელსაც „მაფაშ წყურვილს“ (დედოფლის წყარო) უწოდებენ. აღნიშნული სახელწოდებები დაკავშირებულია ადგილობრივ მოსახლეობაში სხვადასხვა ვარიანტით შემორჩენილ ლეგენდასთან, რომლის მიხედვითაც ამ მხარეს ოდესღაც დედოფალი განაგებდა.
XVII საუკუნის დასასრულიდან, როცა ჩრდილო კავკასიელ მთიელთა ჩამოწოლის გამო ადგილობრივი მოსახლეობა იხიზნება, ეკლესია და სასაფლაოც წყვეტენ ფუნქციონირებას.

არქეოლოგიური სამუშაოები ღუმურიშში დამთავრდა 1989 წელს.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

ა) ღუმურიშის ეკლესიის ეზო რიყის ქვით ნაგები წრიული კონფიგურაციის გალავნით ყოფილა შემოფარგლული, რომლისგანაც ამჟამად მხოლოდ მცირე ნაწილებიღაა დარჩენილი ჩრდილოეთით, აღმოსავლეთით და დასავლეთით. გალავნის შესასვლელი ამჟამად არ ჩანს. ადგილის რელიეფისა და მისასვლელი გზის გათვალისწინებით, როგორც ჩანს, კარი გალავანს სამხრეთიდან ექნებოდა მოწყობილი.
ფერდი, სადაც მდებარეობს ეკლესია, მოიცავს დაახლოებით 800 კვ.მ მიწის მოვაკებულ თუ ხელოვნურად მოსწორებულ ტერიტორიას. დროთა განმავლობაში ეკლესიის შემორჩენილი კედლებისათვის, როგორც შიგნით, ისე გარეთ, შემოუცლიათ პერანგი, რომელიც მოსახლეობას გამოუყენებია სამშენებლო თუ საბუხრე ქვებად.
არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოიყო ორი სამშენებლო პერიოდი. ზედა სამშენებლო დონის ეკლესია დაფარული იყო მცენარეული საფარით, რომელთა ფესვები ჩაღწეული იყო იატაკამდე და ასახავდა მისი გაუკაცურების მთლიან პერიოდს. გაწმენდის
შემდგომ გამოვლინდა ნაყარში ჩამჯდარი დარბაზული ეკლესიის კედლები (4,5X7,5), რომელთა შემორჩენილი სიმაღლე ერთიდან ორ მეტრამდეა. დარბაზის გეგმა წარმოადგენს წესიერ სწორკუთხედს, რომლის მხრებით გამოყოფილი აბსიდა აღმოსავლეთის მხარეზე გარედან, სწორ კედელშია ჩაწერილი. დარბაზი შუაზეა გაყოფილი საფეხურედი პილასტრებით. აბსიდის მოედანი იატაკის დონიდან ამაღლებულია თანაბარი, საშუალო ზომის კირქვის კვადრებით, რომელიც ზემოდან კირის ხსნარითაა მოსწორებული. აბსიდის
ცენტრში კედელზე მიდგმული საკურთხევლის ფუძის კირქვის კვადრია შემორჩენილი. დარბაზის დასავლეთ და სამხრეთ კედლებში კარებია გაჭრილი. დარბაზის იატაკიც კირის ხსნარითაა მოსწორებული. დარბაზის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში ერთი მეტრი სიმაღლისა და ნახევარი მეტრი რადიუსის მქონე ქვევრია ჩადგმული. კონქში, ხმის გასაძლიერებლად, თიხის ჭურჭელი ყოფილა მოთავსებული. კედლის კონსტრუქცია ორმხრივი მოპირკეთებისა და მის შუა ამოვსებისაგან შედგება.
ქვედა სამშენებლო დონის ნაგებობის ნაშთები უფრო ფრაგმენტულია, რომელმაც, ალბათ, დაზიანება განიცადა მომდევნო სამშენებლო დონეზე წარმოებული საქმიანობის დროს. იგი საგრძნობლად დაუზიანებიათ სამარხებსაც. მიუხედავად ამისა, ნაგებობის მიწისქვეშ ნიადაგის ეროზიული ცვლილებებისაგან უნდა იყოს გამოწვეული.
კომპოზიციური სქემით, ხუროთმოძღვრული ფორმებითა და სამშენებლო მასალით ღუმურიშის ქვედა სამშენებლო დონის ერთნავიანი დარბაზული ეკლესია, მსგავსებას ქართლის, ჯავახეთის, არაგვის ხეობისა და რაჭის ძეგლებთან ავლენს. იგი მთლიანად XI-XV საუკუნეთა ქართული ხუროთმოძვრების ხაზს აგრძელებს. ქვედა სამშენებლო დონეზე გამოვლენილ არქიტექტურული დეტალების მიხედვით ირკვევა, რომ ეკლესიის მხატვრული
შემკობისათვის დამახასიათებელი ყოფილა ცხოველხატულობა, დინამიურობა, დეკორატიული გაფორმების სიმდიდრე, რაც XI საუკუნეში ქართული საკულტო ხელოვნებისათვის მხატვრული შთაბეჭდილების საფუძვლად იქცევა.
კარნიზები, სარკმელთა საპირეები და სათაურები შემკობილი ყოფილა ქვაზე ნაკვეთი სახეებით. ფასადთა კომპოზიციაში ჩართული ყოფილა ჯვრები, როზეტები, კვადრატები, ფიგურული რელიეფები. ეს მორთულობა ეკლესიის, როგორც ხუროთმოძღვრული ნაწარმოების სრულუფლებიანი კომპონენტი ყოფილა, სადაც ჩრდილ-ნათელის დაპირისპირებით გაცოცხლებულ, პლასტიკურ ჩუქურთმაში განსაკუთრებულ როლს მცენარეული სახეები თამაშობს.
კერამიკული მასალა ქვედა სამშენებლო დონეზეც მწირია, მათგან ყურადღებას იქცევს ქვევრების ყელ-პირის ნაშთები, საოჯახო, სასუფრე ჭურჭლის ნატეხები და ქოთნების ფრაგმენტები.
ღუმურიშის ქვედა სამშენებლო დონის ანალოგიური კერამიკული მასალა ცხუმისა და ანაკოფიის ციხეებზე XI-XV საუკუნეებით დათარიღებულ ფენებში გვხვდება.
ქვედა სამშენებლო დონის ეკლესიას მიეკუთვნება რკინის საკეტები და გრძელი, მრგვალთავიანი ლურსმნები, რომელთაც მრავლად მოეპოვებათ ანალოგიები დასავლეთ საქართველოში.
ეკლესიის სამხრეთ დასავლეთით, გალავნის გარეთ, 20 მ სიგრძის, რიყის ქვით მშრალად ნაწყობი კედლის ფრაგმენტი გამოვლინდა, რომელიც უშუალოდ გალავნიდან იწყება.

ბ) XVI-XVII საუკუნეებში საგერგაიო რომ ძლიერი სამოსახლო ყოფილა, ეს ნათელჰყო ეკლესიის გალავანშემოვლებულ ეზოში გამართული სამაროვნის შესწავლამ. გათხრებმა ცხადჰყო, რომ აღნიშნულ საუკუნეებში აქაურობა მჭიდროდ ყოფილა დასახლებული. სამარხების ერთადერთი ტიპი _ ორმოსამარხებია. დამარხვის წესები აქაც ისეთივეა, როგორც საერთოდ მაშინდელ ქრისტიანულ სამყაროში. სამარხეულ ინვენტარში ძირითადად ერთი და იმავე სახის ჭურჭელი, ხელადებია.
იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს მიცვალებულთა ჩასაყოლებლად მხოლოდ ერთი ტიპის ჭურჭელს იყენებდნენ, რაც რელიგიური მოტივებით უნდა აიხსნას, ვიდრე ეკონომიკური ფაქტორით.
ამგვარად, არქეოლოგიური გათხრებით და ეპიგრაფიკულ მასალაზე დაყრდნობით ირკვევა, რომ XI საუკუნეში აუშენებიათ ერთნავიანი დარბაზული ეკლესია სამხრეთის მინაშენითა და კარიბჭით (12X14 მ), რომელიც XVBსაუკუნეში წყვეტს არსებობას. XVI საუკუნეში მის ადგილზე აუშენებიათ მცირე დარბაზული ეკლესია (4,5X7,5 მ), ეკლესიის გალავანშემოვლებულ ეზოში კი სასაფლაო გაუმართავთ.

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

ღუმურიშის ეკლესია ცხუმ–აფხაზეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

რეზო ხვისტანი - “მასალები საქართველოს ქრისტიანული არქეოლოგიისათვის”, 2009წ.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://www.nplg.gov.ge

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016