Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

gremis wminda nikolozis eklesia
(XVI s)

 

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

გრემის წმ. ნიკოლოზის ეკლესია

2. mniSvnelovani da saintereso informacia

ეს ძეგლი ინტერესს იწვევს როგორც ამ დროს ამოტივტივებული ტიპის – გუმბათოვანი ეკლესიის ერთ-ერთი ვარიანტის – კუპელჰალეს ნიმუში.

3. adgilmdebareoba

გრემის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, ყვარელის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილო-დასავლეთით 15 კმ-ში მდებარე სოფელ გრემის სასაფლაოზე, გზის პირას.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

გრემის ტერიტორიაზე პირველი დასახლება, სავარაუდოდ, გვიანი ბრინჯაოს ხანაში გაჩნდა. თუმცა, მისი, როგორც სტრატეგიულად და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ქალაქის ისტორია, XV საუკუნიდან დაიწყო. გვიან ფეოდალურ ხანაში გრემი კახეთის ერთ-ერთი სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ცენტრი იყო. 1466 წელს კახეთის სამეფოს დედაქალაქი გახდა. XV საუკუნიდან აქ ამრავლებდნენ ხელნაწერებს; აქვე ლიტერატურულ-კულტურულ მოღვაწეობას ეწეოდნენ დავით მეფე, ქეთევან დედოფალი, თეიმურაზ I და სხვ. ხალხში დღემდე შემორჩენილია გადმოცემა გრემში სამეცნიერო დაწესებულების – აკადემიის არსებობის შესახებ; აქ გადიოდა მნიშვნელოვანი საქარავნო გზები.
XV-XVI საუკუნეებით თარიღდება გრემის უმნიშვნელოვანესი საკულტო და სამოქალაქო ნაგებობები, მათ შორის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია (XVI ს), რომელიც კახეთში გვიანი შუა საუკუნეების უადრეს კუპელჰალედ წარმოგვიდგება.
1614-16 წლებში აბას I-ის ლაშქრობების შედეგად გრემი გაპარტახდა. მის დაცემაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აგრეთვე დაღესტნელ ფეოდალთა გამუდმებულმა თავდასხმებმა. მომდევნო ხანებში, როდესაც კახეთის სატახტო ქალაქი თელავი გახდა, გრემში თანდათანობით გაქრა ცხოვრება.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება

7. arqiteqturuli aRwera

გრემის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია კახეთში გვიანი შუა საუკუნეების უადრეს კუპელჰალედ წარმოგვიდგება (გარე ზომები - 6,0 X 8,0 მ.). გეგმით გარე სწორკუთხედში მოთავსებული გუმბათის საყრდენი ერთი წყვილი შვერილით ორ ნაწილად გაყოფილ სივრცეს წარმოადგენს. ჯვრის განივი მკლავები მაღალი კამარით არის გადახურული, ხოლო დასავლეთი კუთხის უბეები ნაკლები სიმაღლის კამარებით ბოლოვდება. საკურთხეველი სამნაწილიანია. ნახევარწრიული აფსიდი ორივე პასტოფორიუმს კარით უკავშირდება, ხოლო ცენტრალურ სივრცეში გასასვლელით მხოლოდ სამკვეთლო გამოდის. გუმბათქვეშა კონსტრუქციად აფრებია გამოყენებული. შიგნიდან ცილინდრული გუმბათის ყელი მაღალია: მისი სიმაღლე ქვედა კორპუსისას უტოლდება. გუმბათის საყრდენი შვერილებიცა და საკურთხევლის კუთხეებიც დაუსაფეხურებელია, სადა, სწორკუთხა მოხაზულობისაა, მხოლოდ გუმბათქვეშა კვადრატის მხარეს კუთხე მთელ სიმაღლეზეა ”ჩაჭრილი”. შიდა სივრცეში უპირატესობა სწორ ზედაპირებს ენიჭება: არც იმპოსტებია გამოყოფილი და არც სხვა დეტალები იკვეთება, მხოლოდ გუმბათის ყელის ძირში წრეს ერთი ლილვი „ხაზავს“. თაღები და კამარები ოდნავ შეისრულ ფორმას ატარებს.
ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს: დასავლეთისა, კედლის ცენტრალურ ღერძზე გაჭრილი და ჩრდილოეთსა – ასევე მკლავის ცენტრში მოთავსებული, შეისრულ-თაღოვანი დაბოლოვებით. სარკმლები თითო-თითოა ოთხივე მკლავში, აგრეთვე, პასტოფორიუმების აღმოსავლეთ კედელში, გუმბათის ყელში კი რვა სარკმელი გვაქვს; ყველა სარკმლის თაღი ნახევარწრიულია.
ეკლესია აგურითა და ქვით არის ნაშენი. გარე მასებში რვაწახნაგა ყელზე აღმართული გუმბათი იკვეთება. ჯვრის მკლავები ოთხივე მხარეს ამაღლებულია და ორფერდა სახურავით სრულდება. ფასადებისა და გუმბათის ყელის მორთულობაში სისადავესა და ლაკონიურობას ენიჭება უპირატესობა - ეს თვისება თვალნათლივ ჩანს იმ დროის კახეთისა და სხვა ძეგლებთან მიმართებაში. სარკმლები ვიწრო და მაღალია. მორთულობის აქცენტი გუმბათის ყელზეა გადატანილი. იგი იმკობა წიბოებზე აყოლებული ლილვებით, რომელთაც ლეკალური აგურის ლილვებით შექმნილი ნახევარწრიული თაღებიც ებჯინება. სარკმლის ირგვლივ სიბრტყის ჩაწევით მიღებულ სწორკუთხედს სიბრტყის ჩაწევითვე მიღებული ნახევარწრიული თაღი ადგას, სარკმელთა ორივე მხარეს კი ცისფერი და იისფერი ჭიქურით რომბისებრი დეკორია გამოყვანილი. მსგავსი რომბები კარნიზის ქვეშ, წახნაგთა ცენტრალურ ადგილებშიც თავსდება. ასეთივე ჭიქურით ფასადებზე ჯვრების დეტალებიც იყო აქცენტირებული. ისინი აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადთა ცენტრალურ არეში, ფრონტონის კეხთან სიბრტყეთა ჩაწევით არის გამოსახული. ორივე ფასადის გადაწყვეტა სიმეტრიულობით გამოირჩევა. აღმოსავლეთით ცენტრალური სარკმელი, შედარებით ქვემოთ ჩასმული ფოსტოფორიუმების სარკმლები და ჯვარი ერთიან კომპოზიციას კრავს. კარნიზები ფართოა და ჩაზნექილი სიბრტყის და ლილვისგან შედგება.
ეკლესია თითქმის დაუზიანებლად შემორჩა (თუ არ ჩავთვლით ქვის კარნიზთა მნიშვნელოვანი ნაწილის „დაკარგვას“). ამჟამად მიმდინარეობს მისი კრამიტით გადახურვა.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

გრემის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. ნ. გენგიური – "კუპელჰალე", 2005წ.
2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ3, 1974წ.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://www.nplg.gov.ge

 

 

 

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016