Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

foto foto foto

saTxis eklesia
(X-XVII ss)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია და საძვალე;

2. mniSvnelovani da saintereso informacia

სათხის ეკლესია იმ იშვიათ ძეგლთა სიას მიეკუთვნება, რომლის ლაპიდარულ წარწერებში ნაგებობის „გალატოზის“ (ხუროთმოძღვრი) სახელიც მოიხსენიება.
ტაძარს ამკობდა თანადროული კანკელიც, რომელიც დღეს ხელოვნების მუზეუმშია დაცული.

3. adgilmdebareoba

სათხის ეკლესია მდებარეობს საქართველოში, ქვემო ქართლში, ბოლნისის რაიონში, დაბა კაზრეთის სამხრეთით 4 კმ-ში, ტყეში.

 

4. ruka

map

5. istoriuli mimoxilva

სათხის ეკლესია მრავალმხრივ საინტერესოა. იგი რამდენიმე ეპოქის სამშენებლო ფენას შეიცავს. მდიდარია მორთულობითა და წარწერებით, შემორჩენილი აქვს კედლის მხატვრობის ფრაგმენტები. თავის დროზე ინტერიერს შესანიშნავი კანკელიც ამკობდა, რომელიც ახლა საქ. ხელოვნების მუზეუმშია დაცული.
პირველი ცნობა სათხის ეკლესიის შესახებ მოცემულია ალ. ვახტანგის ძე ჯანბაკურ ორბელიანის ჩანაწერებში (1846წ), რომლებიც ექვთიმე თაყაიშვილმა გამოსცა 1951 წელს. ეკლესია და მისი წარწერები მოხსენიებული აქვს აგრეთვე ცნობილ ნუმიზმატს ნ. ბართლომეის ქართულ სიძველეებისადმი მიძღვნილ მ. ბროსეს გამოცემაში 1854 წელს. უფრო მნიშვნელოვანია ე.თაყაიშვილის ცნობები სათხის ეკლესიის შესახებ („სომხით–საორბელოს ძეგლების წარწერები“ თბ. 1951). ავტორი სათხეში 1896 წელს ყოფილა. მაშინ შეუმოწმებია და გადმოუღია წარწერები. მანვე 1900 წელს გადმოიტანა თბილისში სათხის კანკელის ნანგრევები.
ავტორი ეკლესიის სახელწოდებითაც დაიტერესებულა. გადმოცემით ამ ადგილებში ხშირად ჩამოდიოდნენ და თავს იფარავდნენ გარეული თხებიო. როგორც ჩანს,სათხის სახელწოდება იმ ქართულ ტოპონიმთა ჯგუფში უნდა შედიოდეს, რომელიც გავრცელებულია ქვემო ქართლში– სამტრედო, კატავეთი, სახუნდარი (ნადირთ მოსავალი ადგილი–საბა) და სხვ.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება;

7. arqiteqturuli aRwera

foto
saTxe

სათხის ეკლესიის მცირე სიფართოვის ეზო შემოსავლელს გალავანი ფარგლავდა, რომლის მონაკვეთი შედარებით კარგად ჩანს ჩრდილო–დასავლეთის გაყოლებით. იგი მშრალადაა ნაწყობი მოზრდილი, ტლანქად დამუშავებული, ურთიერთ კარგად შერჩეული ქვებისაგან და გარკვეულად სიძველის შთაბეჭდილებას ტოვებს. გალავნის შესასვლელი ახლა არ ჩანს. ეკლესიისათვის შერჩეული ადგილის რელიეფისა და მისადგომი გზის ნაკვალევის მიხედვით, სავარაუდებელია, რომ გალავანში შესასვლელი დასავლეთის მხრიდან იყო გაკეთებული.
თვით ეკლესია წარმოადგენს დიდი ზომის (15X6.7მ) ერთნავიან შენობას, რომელსაც გარს ეკვრის დამატებითი სადგომები, სამხრეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით. ყველა ერთად გართულებული მოხაზულობის გეგმას იძლევა: მთავარი, შუა კორპუსის სწორკუთხედის აღმოსავლეთი ნაწილი გამოწეულია გვერდითი სადგომების მიმართ, დასავლეთით კი მათი კედლები ერთ ხაზზეა. დასავლეთ სადგომი, რომლისგანაც ჩვენამდე ნაწილია შემორჩენილი, გადაბმული წყობით ერთვის სამხრეთის მინაშენს (სტოას).
ნაგებობის გარეგანი, ზოგადად დამახასიათებელი ასახულობა სამხრეთ–დასავლეთიდან წარმოგვიდგება: ესაა უგუმბათო ნაგებობა, რომლის მთავარი წაგრძელებული კორპუსის მოცულობას სამხრეთით საფეხურად ეკვრის სტოა, შუაში გამოყოფილი შემაღლებული კარიბჭით, ხოლო დასავლეთით–სტოასთან კუთხით ორგანულად დაკავშირებული ფრონტონიანი სადგომი. ყველა სადგომს კამარა ჩაქცეული აქვს. სიძველისაგან ჟანგმოკიდებული კედლებიც არაა სრულად მოღწეული ჩვენამდე. მაგრამ არც შეკეთება–გადაკეთების კვალია სადმე (გამონაკლისს ჩრდილო ეკვდერი წარმოადგენს).

foto
eklesiis gegma
სადგომთა შორის უძველეს ნაშთებს (და გვიანდელ გადაკეთებათა ნაკვალევსაც) ჩრდილოეთის ეკვდერი შეიცავს. შემდეგაა აშენებული მთავარი კორპუსი, რომელსაც ჩრდილო კედლის შემადგენელ ნაწილად ჩაურთეს ადრინდელი მცირე ზომის ეკლესიის სამხრეთი კედელი. შემდეგ მთავარ კორპუსს ერთდროულად მიაშენეს სტოა სამხრეთით და დამატებითი სადგომი დასავლეთით. უფრო გვიან ჩრდილო–დასავლეთის კუთხის მინაშენია აგებული.
საქართველოს მრავალრიცხოვან დარბაზულ ეკლესიებთან შედარებით სათხეში სპეციფიურია საკურთხევლის კომპოზიციური გადაწყვეტა–გვერდითი სადგომების განლაგება აფსიდის ორსავ მხარეს კედლის სისქეში (სამკვეთლო და სადიაკვნე).
გარედან მთავარი კორპუსი ტუფბრექჩისაა და ტუფქვიშაქვის სუფთად გათლილი, მოყავისფრო კვადრებითაა მოპირკეთებული. იგი განსაკუთრებით გამოირჩევა თავისი კედლების მშვენიერი წყობით და საერთოდ, შესრულების ხარისხით, რომელიც მის ყოველ ნაწილში ჩანს. მთავარი კორპუსის ფასადებზე ეკლესიის აშენების თანადროული ასომთავრული წარწერებია შემონახული. ყველა წარწერა თითქმის დაუზიანებლადაა ჩვენამდე მოღწეული. წარწერებში არაა აღნიშნული არც ერთი ისტორიულად ცნობილი პირი. მარი ბროსე და ე. თაყაიშვილი მართებულად შენიშნავენ, რომ „წარწერები იხსენიებს მუშებს, რომელთაც აუშენებიათ ეკლესია“. მშენებლობას უთუოდ ხელმძღვანელობდა ხუროთმოძღვარი, რომელიც სამხრეთი ფასადის აღ. კუთხის ქვაზეა მოხსენებული – „ქრისტე შეიწყალე კვირიკე გალატოზი ამინ“. წარწერის ეპიგრაფიკის ანალიზი X-XI საუკუნეების მიჯნაზე მიგვანიშნებს.
foto
samxreTis fasadi stoas miSenebis Semdeg
ფასადებიდან შეუმკობელია ჩრდილოეთი. დანარჩენი ფასადების გაფორმებაში სრული მხატვრული მთლიანობაა არა მარტო ზოგადი მიდგომის მხრივ, არამედ მორთულობის სქემისა და ორნამენტული რეპერტუარის შერჩევის მხრივაც. ფასადის გაფორმების სისტემა თვალსაჩინოდ გამოყოფს კედლის სიბრტყეს, მორთულობა კი ხაზს უსვამს ცალკეულ არქიტექტურულ ელემენტებს (კარნიზი, სარკმლები).
სამხრეთ–დასავლეთის მინაშენი. სათხის მშენებლობის შემდგომი ეტაპია. ეკლესიის სამხრეთით მიშენებული სტოა და მისგან განივი კედლით გამიჯნული დასავლეთის სადგომი. სტოა საკმაოდ დანგრეულია, მაგრამ შენარჩუნებული აქვს ყველა არქიტექტურული ელემენტის ფრაგმენტები. იგი მომწიფებულ შუა საუკუნეებში გავრცელებული სტოის ტიპისაა მხოლოდ იმ განსხვავებით რომ სტოას გარდა, აქ დამატებითი სადგომიც გვაქვს დასვლეთის ეკვდერის სახით, რომელიც გარედან სტოასთან ერთად ერთიან მთელს ქმნის. მინაშენის ორნამენტაცია მკვეთრად განსხვავდება საკუთრივ ეკლესიის მორთულობისაგან. თუ X საუკუნის მთავარი ტაძრის მორთულობაში მხოლოდ გეომეტრიული ორნამენტია გამოყენებული, მინაშენზე თანაბრად არის წარმოდგენილი როგორც წმინდა ლენტოვანი წნული, ასევე შერეული ორნამენტიც, სადაც მცენარეული მოტივიც არის შერწყმული. აღნიშნულის საფუძველზე სათხის მინაშენის აგების თარიღი XII საუკუნის პირველი მეოთხედით განისაზღვრება.
ჩრდილო–დასავლეთის სადგომი. აქ კედლის წყობის ქვემოთა მხოლოდ რამდენიმე რიგია შემორჩენილი. იგი შემდგომ უნდა იყოს აგებული.
უძველესი ფენაა ჩრდილო–აღმოსავლეთის აფსიდიანი ეკვდერი.
ეკლესია „მეორედ აღუშენებიათ 1662 წელს". ამაზე გვამცნობს ეკვდერის აღმოსავლეთ ფასადზე ჩართული წარწერიანი ქვა, სადაც მოხსენიებულია ვინმე ზურაბაშვილი.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi:

სათხის ეკლესია ბოლნისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია და არ არის მოქმედი.

9. gamoyenebuli masalebi

ვ. დოლიძე – „კაზრეთის ხეობის ორი ხუროთმოძღვრული ძეგლი" - ძეგლის მეგობარი #20 1970 წ.

10. marSruti

კაზრეთი (ერთ დღიანი ლაშქრობა)

11. bmulebi

http://www.nplg.gov.ge

http://skola.edu.ge

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016