ანტიოქია
(მცხეთის წმინდა სტეფანე
პირველმოწამის ეკლესია)
(IV-V სს)
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
ეკლესია, კარიბჭე და მასზე დაშენებული სათავდაცვო კოშკი.
2. mniSvnelovani da saintereso informacia
არ მოგვეპოვება
3. adgilmdebareoba
ანტიოქიის ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ქალაქ მცხეთაში, მდ. არაგვის მარჯვენა ნაპირზე, არაგვისა და მტკვრის შესაყართან.
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
მტკვრისა და არაგვის შესართავთან, ქართველთა ნათლობის წმიდათა-წმიდა ალაგას აგებული წმიდა სტეფანე პირველმოწამის ეკლესია, ერთ-ერთი უძველესია მცხეთაში. ადგილის სახელწოდების მიხედვით, სტეფანწმინდის ტაძარი ანტიოქიის სახელითაცაა ცნობილი. როგორც „ქართლის ცხოვრება“ მოგვითხრობს, იგი IV-V სს-ში, წმიდა მირიან მეფის შვილთაშვილსა და წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლის პაპას, არჩილ მეფეს აუგია სპარსელების განდევნის შემდეგ ღვთისადმი მადლიერების ნიშნად: „მაშინ არჩილ მეფემან აღაშენა ეკლესია სტეფანწმიდისა მცხეთას, კართა-ზედა არაგვსათა“.
ტაძრის ხუროთმოძღვარი ყოფილა ბერძენი ოსტატი ავერლიოს აქოლიოსი, მისი სახელი შემოგვინახა ტაძრის ზღურბლში ჩატანებულმა ქვაქვიშის ბერძნულენოვანმა წარწერამ.
VIII ს-ში, საქართველოში მურვან-ყრუს გამანადგურებელი ლაშქრობების დროს, ტაძარი გადაიწვა. XV-XVIII სს-ში იგი საფუძვლიანად შეუკეთებიათ
XX ს-ის 90-იან წლებში, „გაერთიანებული ქართული ბანკის“ საქველმოქმედო ღვაწლით, შეილესა და მოიხატა ტაძრის ინტერიერი (ხატმწერი ირაკლი ცინცაძე), შემოიზღუდა ეზო, აიგო საცხოვრებელი სახლი.
2002 წელს, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II ლოცვა-კურთხევით, სტეფანწმიდის ტაძარი გადაეცა სამთავროს წმიდა ნინოს დედათა მონასტერს. ამავე წელს, მონასტრის წინამძღვრის, იღუმენია ქეთევანის (კოპალიანი) და მოძღვრის, არქიამნდრიტ მიქაელის (გაბრიჭიძე) ძალისხმევით, დაფუძნდა წმიდა სტეფანე პირველმოწამის დედათა მონასტერი.
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
არ მოგვეპოვება
7. arqiteqturuli aRwera
კომპლექსი შედგება სხვადასხვა ნაგებობებისაგან: ძველი სამნავიანი ბაზილიკის ჩრდილოეთის ნავიდან გადაკეთებული დარბაზული ეკლესიისაგან (VII-VIII სს), კარიბჭისა და კარიბჭეზე დაშენებული სათავდაცვო კოშკისაგან (XVI-XVIII სს). ეკლესიის სამი კედელი და კარიბჭე ნაგებია ქვიშაქვის კარგად გათლილი კვადრებით, ხოლო ეკლესიის სამხრეთ კედელი (გვიანდელია) და სათავდაცვო კოშკი – ნატეხი ქვით, რიყის ქვითა და აგურით.
|
gegma |
ა) ეკლესია ანტიოქია დარბაზულია (7,9X4მ). შესასვლელი დასავლეთის მხრიდან, კარიბჭიდან აქვს. აღმოსავლეთ ნახევარწრიულ აფსიდში გაჭრილია სარკმელი, რომლის ორივე მხარეს პატარა ნიშებია. აფსიდის მხრის ძირში, სამხრეთით და სარკმლის წირთხლში, ჩრდილოეთით, ჩასმული ორნამენტიანი ფრაგმენტები გვიანდელია. აფსიდის ჩრდილოეთ მხართან შემორჩენილია კანკელის ფრაგმენტი. ანტიოქიის ეკლესიის ჩრდილოეთ კედელში ერთი სარკმელია (გვიანდელი). ნახევარწრიული კამარის საბჯენი თაღი სამხრეთით კონსოლს ეყრდნობა, ჩრდილოეთით – პილასტრს. ნალისებრი სატრიუმფო თაღი ჩრდილოეთით აფსიდის მხარში ჩასმულ პროფილირებულ კაპიტელზეა დაყრდნობილი, ხოლო სამხრეთით – კონსოლზე. აფსიდის მხარს ამ ადგილას სამხრეთი კედლის თაღისაც ეყრდნობა. სამხრეთი კედლის ნალისებრი ორმაგი თაღი შუაში ოთხკუთხა ბოძს ემყარება.
ნაგებობა ერთსაფეხურიან ცოკოლზე დგას (აღმოსავლეთით სუბსტრუქციაა). აღმოსავლეთ ფასადზე სარკმელი პროფილირებულია. შემორჩენილია გვიანდელი ლავგარდნის ფრაგმენტები. ეკლესია ანტიოქია გადახურულია ცალფერდა სახურავით.
ბ) ეკლესიას დასავლეთით მიშენებული აქვს გეგმით კვადრატული (5,2X4,67 მ) ორსართულიანი კარიბჭე. შესასვლელი პირველ სართულზეა, ჩრდილოეთით. აქ ორმაგი თაღი (აღმოსავლეთისა ამოშენებულია) შუაში ჯვაროვანი გეგმის ბოძს ეყრდნობა, არაწესიერი ფორმის ცილინდრული კამარის სამი საბჯენი თაღი კი კონსოლებს; კედლები შელესილია. ფასადები დასრულებულია ორმაგლილვიანი ლავგარდნით.
გ) კარიბჭის მეორე სართულისგან (სათავდაცვო კოშკისგან) შემორჩენილია სათოფურებიანი კედლების მცირე ნაწილი.
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
ანტიოქიის ეკლესია მცხეთა-თბილისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია და მოქმედია.
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, 5ტ. 1990წ.
2. ინტერნეტ ბმული – http://www.orthodoxy.ge/eklesiebi/antioqia/antioqia.htm
10. marSruti
დადგინდება;
11. bmulebi
http://ka.wikipedia.org
http://www.orthodoxy.ge
http://wapedia.mobi/ka/
|