warCes cixe
(V-VII ss)
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
გალავანი, სათავსი, კოშკი და ნაგებობის ნანგრევი, წყალსაცავი.
2. mniSvnelovani da saintereso informacia
არ მოგვეპოვება.
3. adgilmdebareoba
წარჩეს ციხე მდებარეობს საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ ოლქში, გალის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილო–აღმოსავლეთით 7 კმ–ის დაშორებით მდებარე სოფელ წარჩესთან, მდინარე წარჩეს გაღმა ნაპირზე, მაღალი მთის წვერზე.
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
არ მოგვეპოვება.
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
არ მოგვეპოვება.
7. arqiteqturuli aRwera
|
gegma
|
მდინარე წარჩეს მარცხენა მხარეს მდებარეობს სოფელი, ხოლო მოპირდაპირე მხარეს, მაღალი მთის წვერზე დგას ციხე. ამ მთის წვერიდან ციხე დიდ მანძილზე ბატონობს. მისი კედლები ძალიანაა დანგრეული და ამიტომ ბევრი რამ არ ირკვევა.
ა) გალავანი მთის წვერის რელიეფს მიყვება, ამიტომ მისი გეგმა უწესო ფორმის ელიფსურია. სამხრეთის მხარე კლდის ზოლს მიყვებოდა და ბევრგან ძირი გამოცლილია, რის გამოც შემდგომ იგი ჩანგრეულა. თითქმის ისეთივე მდგომარეობაა აღმოსავლეთით. ერთადერთი ჩრდილოეთის რკალია 7-8 მეტრის სიმაღლეზე შერჩენილი. შუაში ქვის ვიწრო კიბეა, გალავანზე გამავალ საბრძოლო ბილიკზე ასავლელად. ორ მეტრამდე სისქის კედელზე მებრძოლთა სასიარულო ბილიკი თავისუფლად დაეტეოდა. გალავანი საბრძოლო ბილიკით და კიბით ჩვეულებრივი ამბავია ადრეული ხანის ციხეებისათვის (კლასიკურ მაგალითს ნოქალაქევი იძლევა). იმავე პერიოდზე მიგვითითებს კედლების წყობის ხასიათი.
ბ) სათავსი - ციხის ორივე ბოლო ძლიერ დარღვეულია, ამიტომ ფორმებზე გარკვეული წარმოდგენის ქონა შეუძლებელია. აღმოსავლეთის ბოლოში რაღაც სათავსი აშკარად მდგარა, მაგრამ კოშკი იყო თუ რომელიღაც გრძელი სათავსი, ამ ადგილის გაწმენდამდე დაზუსტებით ვერ დადგინდება.
გ) კოშკი და ნაგებობის ნანგრევი - ციხის დასავლეთის ბოლოში უფრო დიდი მასა კი არის შერჩენილი, მაგრამ დაზიანების გამო აქაც გაურკვევლობაა. ციხის ამ წვეტში დიდი მასაა, რომლის ზემოთ, 6-7 მეტრის სიმაღლეზე, დადგმულია ტრაპეციული გეგმის მქონე კოშკი თუ რაღაც ნაგებობა. ამ უკანასკნელის ქვედა ნაწილია შერჩენილი.
დ) წყალსაცავი მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთის მონაკვეთში. იგი თითქმის ამოვსებულია. მისი კედლები კარგად, მკვრივად არის შელესილი.
მართალია, ციხე დაზიანებულია, მაგრამ ყველა მისი დეტალი იმაზე მეტყველებს, რომ იგი ადრეულია, ძველ ციხეთა ჯაჭვის ერთი რგოლთაგანია.
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
წარჩეს ციხე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
პ. ზაქარაია, თ. კაპანაძე - „ციხეგოჯი-არქეოპოლისი-ნოქალაქევის ხუროთმოძღვრება“, 1991წ.
10. marSruti
დადგინდება;
11. bmulebi
არ მოგვეპოვება.
|