Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

sodeves samebis
eklesiis kompleqsi
(IX-X ss.
)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია, ორსართულიანი შენობა, რამდენიმე ნაგებობა, სამრეკლო და გალავანი.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

3. adgilmdebareoba

სოდევეს სამების ეკლესიის კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, მცხეთა–მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილოეთით 53 კმ–ში, მთიულეთის არაგვის ერთ–ერთი მარჯვენა შენაკადთან მდებარე სოფელ სოდევის  სამხრეთ–დასავლეთით 2 კმ–ზე, ქედზე.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

არ მოგვეპოვება.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

ა) სოდევეს სამების ეკლესია დარბაზულია (8,3X5,3 მ) განეკუთვნება IX-X საუკუნეებს. ნაგებია ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. კარ–სარკმელთა ღიობები შირიმის ქვითაა გამოყვანილი. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ კიდეშია. აღმოსავლეთით, შებრტყელებულ აფსიდში, მცირე ზომის თაღოვანი სარკმელი და ორი თაღოვანი ნიშია. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, სწორკუთხა ტრაპეზია მიდგმული. კონქის მხოლოდ ქუსლის წყობის ნაწილია შემორჩენილი. სამხრეთით და დასავლეთით თითო სარკმელია. სამხრეთისა სწორკუთხაა, დასავლეთისა – თაღოვანი და საფეხურებიანი რაფა აქვს. კამარა კონსოლებზე (შემორჩენილია მხოლოდ ჩრდილოეთ კონსოლი) გადაყვანილ საბჯენ თაღს ეყრდნობოდა. ფასადები სადაა. სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებზე შემორჩენილია თაროსებრი ლავგარდნის თითო ქვა.
ბ) ეკლესიის სამხრეთის ფასადის დასავლეთ კიდეზე მოგვიანებით (გვიანდელ შუა საუკუნეებში) ნატეხი ქვით ნაგები ორსართულიანი შენობა (3,9X3,4 მ. სიმაღლე 3,2 მ) მიუდგამთ, რომელსაც შესასვლელი I სართულზე, აღმოსავლეთიდან აქვს. სამხრეთ კედელში მცირე სიღრმის მაღალი ნიშია. II სართული ყრუკედლებიანი სამალავია. სართულები ერთმანეთს ვიწრო ხვრელით უკავშირდებოდა. შენობის ფიქლის ორფერდა სახურავი აქვს.
გ)ეკლესიის დასავლეთით, 7 მეტრზე, დგას მცირე ზომის სწორკუთხა (8X6 მ) ნაგებობა, რომლის კედლები გალავანს წყობის გადაბმით უკავშირდება. შესასვლელი აღმოსავლეთიდან დაჩრდილოეთიდან აქვს. ნაგებობას სამხრეთიდან, ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან გვიანდელი, ტლანქად ნაგები თითო პატარა სადგომი ეკვრის. სადგომთა დიდი ნაწილი ამჟამად დანგრეულია.
დ) სამრეკლო (4,5X4,5 მ) ორსართულიანია, ჩართულია გალავნის აღმოსავლეთ კედელში. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით, ნაგებია ნატეხი ქვით. სამრეკლოს I სართული თაღოვანი გასასვლელია (ამჟამად ამოშენებული) ოთხწახნაგა ფანჩატურია, რომლის თითოეულ წახნაგში თითო ვიწრო ღიობია გაჭრილი.
ე) გალავანი წრიული ფორმისაა, ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი მას დასავლეთიდან აქვს, რომელზეც მოგვიანებით გარედან მიუშენებიათ მოზრდილი შენობა (შემორჩენილია მცირე ნაწილი).

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi
სოდევეს სამების ეკლესიის კომპლექსი წილკნისა და დუშეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერა, ტ2, 2004წ.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

არ მოგვეპოვება.

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016