|
პარხალი
(X ს)
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
ტაძარი, მცირე ეკლესია
2. mniSvnelovani da saintereso informacia
პარხლის ოთხთავი (დაცულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტში) 260 ფურცელს შეიცავს, ერთვის ანდერძი, საიდანაც ირკვევა, რომ ხელნაწერი შატბერდშია გადაწერილი იოანე ბერაის მიერ და შეუწირავთ პარხლის ახალი ეკლესიისათვის: "მე იოვანე ბერამან, მწერალმან შატბერდელმან, შატბერდს დავწერე და პარხალს შევწირე სალოცველად ყოველთა ძმათა შატბერდელთა..." ძეგლი დათარიღებულია 973 წლით.
პარხალში გადაიწერა „შუშანიკის წამება“, უძველესი ნუსხა X ს-სა.
პარხლის ოთხთავს 1889 წელს მიაგნო ექვთიმე თაყაიშვილმა და მის შესახებ გამოაქვეყნა ცნობა 1890 წელს წიგნში "სამი ისტორიული ქრონიკა".
3. adgilmdebareoba
სამონასტრო კომპლექსი პარხალი მდებარეობს თურქეთში, ართვინის პროვინციაში, იუსუფელის რაიონში, ისტორიულ პარხალში, დაბა იუსუფელის (Yusufeli) ჩრდილო–დასავლეთით 27 კმ–ში მდებარე ისტორიულ სოფელ პარხალთან, (ალთიპარმაქ) (Altiparmak), მდ. ჭოროხის მარცხენა შენაკადის პარხლისწყლის ხეობაში.
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
პარხალის ეკლესია ააგო დავით III კურაპალატმა (აშენდა 973 წელზე ცოტა ადრე). ამ პერიოდში შატბერდის მონასტერში მოღვაწე იოანე ბერაიმ გადაწერა და პარხალს შესწირა სახარება, რომელიც ლიტერატურაში პარხლის ოთხთავის სახელითაა ცნობილი. პარხლის მოღვაწეთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია გაბრიელ პატარაჲ (X-XI სს.), პარხლის ოთხთავისა და პარხლის მრავალთავის გადამწერი. პარხალში გადაიწერა „შუშანიკის წამება“, უძველესი ნუსხა X ს-სა.
ოსმალთა მიერ (XVIს.) დაპყრობის შემდეგ ბაზილიკა მეჩეთად გადააკეთეს.
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
არ მოგვეპოვება.
7. arqiteqturuli aRwera
|
|
ა) პარხალის ეკლესიის გეგმის გარე კონტურის აბრისი ოთხკუთხედია (28,4X18,3 მ.). მოგვიანებით ტაძრის თავდაპირველ გეგმას მიუერთეს სამხრეთის პორტიკი და დასავლეთის ეგვტერი. მათ შეცვალეს ტაძრის გარე ხედი, მაგრამ ეს რადიკალურად არ მომხდარა. პარხლის მონასტრის ეკლესია გეგმითა და პროპორციებით უახლოვდება ოთხთა ეკლესიას და, მასთან ერთად გვიანდელი ქართული ბაზილიკების მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს.
ტაძარი წარმოადგენს სამნავიან ბაზილიკას, რომლის სიგრძე ერთნახევარჯერ აღემატება სიგანეს. შესასვლელები განლაგებულია დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან, მათი ზომები თითქმის ერთნაირია.
პარხალის ტაძრის ინტერიერი გადაწყვეტილია ბაზილიკალური პრინციპით – შუა ნავი ორჯერ უფრო განიერი და საგრძნობლად მაღალია, ვიდრე გვერდითები. სამი ნავი გადახურულია მრავალცენტრიანი კამარებით. ცენტრალური ნავის კამარა ეყრდნობა ოთხ საყრდენ თაღს, ბოლოებზე – ნახევართაღებს. თაღები დაყრდნობილია პილასტრებზე, რომლებიც იწყება პილონებით. პილასტრები საწყისში ერთმაგია, მაგრამ თაღების ზევით – ორმაგი. თაღები ეყრდნობა მარტივპროფილიან კაპიტელებს. ნავები გაერთიანებულია თაღებით, ყოველი მხრიდან ოთხ-ოთხი თაღია. ამ არკატურაში ყველა თაღს სხვადასხვა სიგანე აქვს. ცენტრალური ნავი აღმოსავლეთიდან დაბოლოებულია აფსიდით, დასავლეთიდან კი – პატრონიკეთი. აფსიდა საკმაოდ ღრმა არის, აფსიდის გასწვრივ მოწყობილია მდიდრულად მოჩუქურთმებული ნიში, რომელიც განკუთვნილი იყო მონასტრის წინამძღვრისათვის. საკურთხევლის გავერდებზე ორ-ორი პატარა ნიშია, რომლებიც ბოლოვდება დაუმუშავებელი თაღებით. პატრონიკე ცენტრალური ნავის დასავლეთის მონაკვეთს იკავებს. დარბაზის მხრიდან პატრონიკე იხსნება სამი დეკორირებული თაღით, სამი კამარა, რომელსაც ეყრდნობა პატრონიკეს იატაკი ამ თაღების შესაბამისია.
|
|
|
|
გვერდითა ნავები გეგმაში ოთხკუთხედებია, კედლები დამუშავებულია თაღედებით. თაღები სხვადასხვა სიგანისა და სიმაღლისაა, კაპიტელები მარტივპროფილიანი. აღმოსავლეთისაკენ, გვერდითა ნავების ბოლოში განლაგებულია ორსართულიანი კომპარტიმენტები. პირველ სართულს იკავებენ სადიაკვნე და სამკვეთლო, თითოეული მათგანი შედგება ორი განყოფილებიდან. ეს კვადრატული სათავსები გაყოფილია შუაზე თხელი კედლებით. ყოველ სათავსში თითო სარკმელია აღმოსავლეთიდან. საკურთხევლის ამ ნაწილის ზედა სართულები ერთიანია, ტიხრების გარეშე, ნათდება ორი სარკმლით აღმოსავლეთიდან. ადრე აქედან შეიძლებოდა კიბით ასვლა სამალავში, რომელიც კონქის ქვეშ იყო მოწყობილი, ამჟამად ეს კიბე გაუქმებულია.
ტაძრის ინტერიერი ძალიან კარგად არის განათებული. კედლები მოპირკეთებულია კარგადთლილი ქვით. იქმნება შთაბეჭდილება, რომ თავდაპირველად არ იყო დასახული კედლების შელესვა და მოხატვა. მაგრამ მოგვიანებით კედლები მაინც შეილესა და მოიხატა. სამწუხაროდ ამ მოხატვიდან მხოლოდ პატარა ფრაგმენტები შემორჩა. ექვთიმე თაყაიშვილის ვარაუდიდ წინამძღვრის ნიშში გამოსახული იყო თავად წიმანძღვარი, მანდვე ასომთავრული წარწერა არის შემორჩენილი, რომელშიც ნახსენებია პარხალის წინამძღვარი აბრამი.
|
|
|
|
პარხალის ტაძრის ფასადები მოპირკეთებულია კარგადთლილი ქვით და მკაფიოდ დეკორირებულია. ოთხივე ფასადზე დომინირებს ერთი ელემენტი – თაღი. მოპირდაპირე ფასადები თითქმის ერთნაირად არის გადაწყვეტილი. აღმოსავლეთის და დასავლეთის ფასადებს ბაზილიკებისათვის ტიპური სილუეტი აქვთ. აღმოსავლეთის ფასადი დამუშავებულია თაღედით. ფასადის შუა ნაწილში სამი თაღია, გვერდითა ნაწილებში კი – ორ-ორი. თაღები სხვადასხვა სიმაღლისაა, სიმაღლე შუისაკენ იმატებს და ცენტრალური თაღი ყველაზე მაღალი და განიერია. პილასტრები ორსაფეხურიანია და მართკუთხაა, თაღები ეყრდნობა მარტივპროფილიან კაპიტელებს. სხვადასხვა ზომის სარკმლები განლაგებულია სამკუთხედათ. გვერდითა ოთხ თაღში ორ-ორი სარკმელია, შუა თაღებში – თითო. სამკუთხედის წვეროს ქმნის მცირე მრგვალი სარკმელი. შუა ნაწილში კომპოზიციას ამთავრებს დიდი და განიერი სარკმელი. დეკორირებული არის მხოლოდ ცენტრალური და გვერდითა ქვედა სარკმლები, დეკორის სისტემა ერთნაირია. დასავლეთის ფასადი საერთოში იმეორებს აღმოსავლეთისას, განსხვავდება მხოლოდ დეტალები. სამწუხაროდ ფასადის ქვედა ნაწილი დაფარულია გვიანდელი უფორმო მინაშენით. თაღედის კომპოზიცია იმეორებს მოპირდაპირე ფასადის კომპოზიციას, განსხვავება არის სარკმლების განაწილებაში. დასავლეთის ფასადის მთავარ აქცენტს წარმოადგენს შესასვლელი. მის გვერდზე სარკმელია ორნამენტირებული ქვით, რომელზეც ასომთავრული წარწერაა.
გვერდითა ფასადებს მეტი მსგავსება აქვს, ვიდრე ვიწროებს. ფასადების სიბრტყეები განლაგებულია ორ გეგმათ, გვერდითა ნავები წინ გამოდის, ცენტრალური ნავი უფრო მაღალი და ვიწროა და ამიტომ უფრო ღრმაა. ფასადის ორივე ნაწილი დამუშავებულია თაღედით, მაგრამ თაღედებში დიდი განსხავებაა. ფასადის ქვედა ნაწილზე ათი თაღია, ზედაზე – თორმეტი. თაღები, ასევე როგორც ინტერიერში, ნახევრადწრიულია. პილასტრები და ქვედა რიგის თაღები ერთნაირი პროფილის არის, ოთხკუთხედი და ორსაფეხურიანი. კაპიტელები ცალხაზოვანია. შენობის ქვედა იარუსების პილასტრებს არ აქვს ბაზები. ტაძრის ცოკოლი საფეხურებიანია, მართკუთხედი. ფასადებზე სარკმლები განლაგებულია სიმეტრიულად. ქვედა რიგში ცამეტი სარკმელია, მათგან ქვედა რიგს ქმნის ექვსი ერთნაირი სარკმელი, ზედას – შვიდი. ამ შვიდიდან ყველა ერთნაირი ზომისაა, გარდა ცენტრალურისა, რომელიც ორჯერ უფრო მაღალია. ზედა იარუსზე ხუთ-ხუთი საკმაოდ დიდი სარკმელია. ისინი განლაგებულია თაღების ცენტრში, ერთის გამოტოვებით. პირველი იარუსის სარკმლები დეკორირებულია, მათი დაბოლოების ქვები სხვადასხვანაირად არის დეკორირებული. ზოგიერთ ქვებზე მხოლოდ ორნამენტებია, ზოგიერთზე კი გამოკვეთილია ცხოველები და ფრინველები. მეორე იარუსის დეკორირება ნაკლებადაა გამოხატული, თაღები კედლების შესაბამისად დაბალია, მათი პროფილე შერბილებულია. სარკმლების სიბრტყეები ბოლოვდება მარაოსებურად განლაგებული ფერადი ქვებით.
ეკლესიის შენობა ბოლოვდება საფეხურიანი კარნიზით, რომელსაც შუაში გასდევს ჟგუტი. ეკლესია გადახურულია მცირე ზომის ლორფინებით.
გვიანდელ სამხრეთის პორტიკს არქიტექტურული გადაწყვეტა აქვს, მას ორფერდა გადახურვა აქვს და სამხრეთიდან ორი თაღით იხსნება. პორტიკი აშენებული საკმაოდ კარგად თლილი ქვით.
ასეთი დიდი ტაძრის ირგვლივ სავარაუდოდ მრავალი ნაგებობა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩვენამდე მათ ვერ მოაღწიეს. მხოლოდ პარხალისწყლის მოპირდაპირე ნაპირზე Aშემორჩენილია მცირე ზომის ეკლესიის ნანგრევები.
ბ) მცირე ზომის ეკლესია დარბაზულია. შესასვლელები დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან აქვს. კამარა და კონქი ჩამონგრეულია. ერთადერთი სარკმელი აფსიდშია შემორჩენილი. სარკმლის ორივე მხარეს განლაგებულია მაღალი და ღრმა ნიშები, რომელიც სადიაკვნეთ და სამკვეთლოს როლს ასრულებდნენ. ეკლესიის ფასადები აშენებულია უხეშად თლილი სხვადასხვა ფერის გრანიტიდან.
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
პარხალის მონასტერი თურქეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის დაყოფით სამცხე–ჯავახეთის და ტაო–კლარჯეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
1. გ. აბრამიშვილი, პ. ზაქარაია, ი. ციციშვილი –"ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია", 2000წ.
2. პ. ზაქარაია– „Зодчество Тао-Кларджети“, 1990წ.
3. ვ. ბერიძე – „Архитектура Тао-Кларджети“, 1981წ.
4. მასალები გამოყენებულია ინტერნეტ ბმულ www.virtualtao-klarjeti.com - დან
5. ფოტოები აღებულია თ. დვალის, ნ. ანდღულაძის, ვ. სილოგავას წიგნიდან "ოშკი".
6. ფოტოების ავტორი – დავით მიქავა.
10. marSruti
დადგინდება
11. bmulebi
http://ka.wikipedia.org
http://www.nplg.gov.ge
http://burusi.wordpress.com
http://sioni-tatzari.piczo.com
http://www.orthodoxy.ge
http://istoriulitaoklarjeti.blogspot.com/
http://www.diaspora.gov.ge
|