Zegvis sameba
(X s.)
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
ეკლესია.
2. mniSvnelovani da saintereso informacia
არ მოგვეპოვება.
3. adgilmdebareoba
ძეგვის სამების ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მისგან დასავლეთით მდებარე სოფელ ძეგვის განაპირას, ჩრდილოეთით, სასაფლაოზე.
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
სპეციალური ლიტერატურა ძეგვის სამების ეკლესიას გვიანდელი ფეოდალური ხანით ათარიღებს.
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
არ მოგვეპოვება.
7. arqiteqturuli aRwera
|
gegma
|
ძეგვის სამების ეკლესია დარბაზულია (12,2X6,5 მ), ნაგებია კარგად გათლილი, მოყვითალო-მოყავისფრო ქვიშაქვის კვადრებით. შესასვლელი ორი აქვს - სამხრეთით (ამოშენებულია) და დასავლეთით. შესასვლელი შიგნიდან თაღოვანია, გარედან არქიტრავითაა გადახურული. აღმოსავლეთით ფართო მხრებითა და მათზე გადაყვანილი ორსაფეხურიანი სატრიუმფო თაღით გამოყოფილი ღრმა საკურთხეველია. თაღის ქუსლებთან რთულპროფილიანი (ორ ვიწრო თაროს შორის მოქცეული შეზნექილი სიბრტყე) კაპიტელებია. მათი ქვედა ნაწილი წინიდან გლუვია, ხოლო აფსიდის გვერდებზე მათ პროფილს თარო და დახრილი სიბრტყე შეადგენს. აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. მის ჩრდილოეთით ერთი თაღოვანი ნიშია, ხოლო სამხრეთით-ორი. საკურთხეველში სწორკუთხა სატრაპეზო ქვა დგას. საკურთხევლის ბაქანი წინ წამოწეულია, შუაში არდაბაგი აქვს. ეკლესიის დარბაზის გრძივ კედლებზე აფსიდის მხრებთან თითო კვადრული არაღრმა სახატე ნიშია. სახატე ნიშებს რელიეფური კიდეები და თაღოვანი მოჩარჩოება აქვთ. ჩრდილოეთ კედელზე თაღოვან არეში გამოსახულია რელიეფური ოვალი, ხოლო სამხრეთ კედელზე რელიეფური ჯვარი. დასავლეთის და გრძივ კედლებში თითო თაღოვანი სარკმელია. დარბაზი გადახურულია კამარით, რომელსაც შუაში გრძივ კედლებში ჩამაგრებული შეკიდული საბჯენი თაღი აქვს. ერთი თაღი დასავლეთის კედელთანაა. დასავლეთ ნაწილში ხის პატრონიკეა, რომელზეც ხის კიბით ადიოდნენ.
ეკლესიის ფასადები თლილი ქვითაა მოპირკეთებული. სარკმლებს ლილვებიანი თაღოვანი საპირეები აქვს. აღმოსავლეთის ფასადზე, სარკმლის მარცხნივ შვიდსტრიქონიანი მხედრული წარწერაა, რომელშიც მოხსენიებულია კათალიკოსი ნიკილოზ ამილახვარი, რომლის თაოსნობითაცაა აგებული ძეგვის სამების ეკლესია. ფასადები დასრულებულია მაღალი ლავგარდნით, რომელიც შედგენილია თაროსა და ლილვს შორის მოქცეული შეზნექილი სიბრტყისაგან. დასავლეთ ფრონტონზე შემორჩენილია აგურით ნაგები გვიანდელი ხანის პატარა სა- მრეკლოს ნაწილი.
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
ძეგვის სამების ეკლესია მცხეთა-თბილისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, 1990წ.
10. marSruti
დადგინდება;
11. bmulebi
არ მოგვეპოვება.
|