ახალდაბის ღვთისმშობლის ეკლესია
(X ს)
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
ეკლესია
2. mniSvnelovani da saintereso informacia
არ მოგვეპოვება.
3. adgilmdebareoba
ახალდაბის ღვთისმშობლის ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლშის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილო–დასავლეთით 10 კმ–ში მდებარე სოფელ ახალდაბაში, შემაღლებულ ადგილას.
4. ruka
5. istoriuili mimoxilva
არ მოგვეპოვება.
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
არ მოგვეპოვება.
7. arqiteqturuli aRwera
|
aRmosavleTi fasadi, grZivi ganakveTi
|
ახალდაბის ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზული ნაგებობაა (9,7 X 7,2 მ), ნაგები ნატეხი ქვით. შენობის კუთხეები ნაწყობია ტუფის ქვით, კამარა, საბჯენი თაღი და კონქი - აგურით. შიგნიდან თაღოვანი, გარედან არქიტრავით გადახურული შესასვლელი დასავლეთ კედელშია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. საკურთხევლის ორივე მხარეს მდებარე მაღალი თაღოვანი შესასვლელები მას აკავშირებენ კედელში მოქცეულ მცირე ზომის სათავსებთან - სამკვეთლოსა და სადიაკვნესთან. სამხრეთ სათავსი აღმოსავლეთით დასრულებულია ყრუ აფსიდით, ჩრდილოეთისას აღმოსავლეთის შეზნექილ კედელში პატარა სარკმელი აქვს. კონქში, სათავსებში შესასვლელების თავზე, ჩასმულია თითო რეზონატორი (ქვევრი). საკურთხევლის წინ, ჩრდილოეთ კედელთან, ჩამაგრებულია ბუდიანი ქვის ბაზისი. აქვე ჩანს კანკელის კვალი. დარბაზის სამხრეთ კედელში ორი თაღოვანი სარკმელია (ორივე ამოშენებულია). კამარის საბჯენი თაღები გრძივი კედლების პილასტრებს ეყრდნობა.
აღმოსავლეთ ფასადში, ფრონტონის არეში, გამოსახულია გლუვზედაპირიანი რელიეფური ჯვარი. სარკმლების არეები მორთულია სადად, ლავგარდანი განახლებულია აგურით. შენობის ჩრდილო-აღმოსავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთის კუთხეები გამაგრებულია წაკვეთილი კონუსის ფორმის მძლავრი კონტრფორსებით.
|
gegma
|
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
ახალდაბის ღვთისმშობლის ეკლესია სამთავისისა და გორის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა - ტ5, გამომცემლობა თბილისი, 1990წ.
10. marSruti
დადგინდება;
11. bmulebi
http://ka.wikipedia.org
|