Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

wkeres
kviracxovlis eklesiis kompleqsi
(gviand. Sua ss.
)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია, ზურგიანი კოშკი და გალავანი.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

კომპლექსთან გადიოდა ისტორიული გზა, რომელიც მთიულეთ-ფშავის კავკასიონზე არსებული ნილიონას გადასასვლელით უკავშირდებოდა სოფელ კობს.

3. adgilmdebareoba

წკერეს კვირაცხოვლის ეკლესიის კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, მცხეთა–მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მთიულეთში,  ხადას ხეობაში, სოფელ წკერეს ჩრდილო-დასავლეთით, მაღალი მთის წვერზე.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

არ მოგვეპოვება.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

ganakveTi aRmosavleTisaken

ა) ეკლესია დარბაზულია (4,9X4,1 მ), ჩაშენებულია გალავნის დასავლეთ კედელში ისე, რომ მისი დასავლეთ კედელი გალავნის ნაწილია. შენობა აგებულია რუხი ფერის ნატეხი ქვით. გარეთა კუთხეებში, კარ-სარკმელთა საპირეებისა და ლავგარდანისათვის მოწითალო თლილი ქვაა გამოყენებული. შესასვლელი ჩრდილოეთიდან აქვს, კარი სწორკუთხაა. სწორკუთხა საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელში გაჭრილია ეკლესიის ერთადერთი სარკმელი, მის ქვემოთ ტრაპეზის ქვა დგას. ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში თითო სწორკუთხა ნიშია. ორი ნიშია დასავლეთ კედელში. შიგნით ეკლესია გადახურულია ფერდებგაბრტყელებული კამარით, რომლის ფერდების შეერთებასთან, წვერში მართი კუთხე იქმნება. ეკლესიის კედლებზე, შიგნით და გარეთ, შელესილობის ფრაგმენტია შემორჩენილი.
ფასადები სადაა. ჩრდილოეთის და სამხრეთის ფასადებზე ამოკაწრულია ჯვრის სქემატური გამოსახულებები. ჩრდილოეთის ფასადზე ორი ჯვარია, სამხრეთის ფასადზე - ერთი. კედლები დასრულებულია თაროსებრი ლავგარდნით. ეკლესიას ფიქლის ორფერდა სახურავი აქვს.
ბ) კოშკი ზურგიანია, დგას ეკლესიის ჩრდილოეთით (12 მეტრზე), გალავნის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში. ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით. კოშკის ზურგის ნაწილი დანგრეულია. სწორ (სამხრეთ) კედელში, რომელიც ორი სართულის სიმაღლეზეა შემორჩენილი, მიწიდან 4 მეტრზე სწორკუთხა კარია გაჭრილი, მის ზემოთ კი მომდევნო სართულის ვიწრო სწორკუთხა სარკმელია.
გ) გალავანი გეგმით სწორკუთხაა, ნაშენია ნატეხი ქვის მშრალი წყობით. შესასვლელი აღმოსავლეთიდან აქვს. გალავნის დასავლეთ კედელში, ეკლესიასთან ახლოს, ორი მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. ამ კედლის პარალელურად, ეკლესიასა და კოშკს შორის, ორი ოთხკუთხა ბურჯისა და კედლის ნაწილია (სიმაღლე 1,2-1,5 მ) შემორჩენილი.

კომპლექსი განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

წკერეს კვირაცხოვლის ეკლესიის კომპლექსი წილკნისა და დუშეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერა, ტ2, 2004წ.

 

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

არ მოგვეპოვება.

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016