ღვთისმშობლის ტაძარი, გალავანი, კოშკები, სამრეკლო.
არ მოგვეპოვება.
3. adgilmdebareoba
მეტეხის ტაძარი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, მისგან დასავლეთით 10 კმ–ში მდებარე სოფელ მეტეხის ცენტრში.
5. istoriuli mimoxilva
მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი თარიღდება XIII საუკუნით. ნაგებობები რამდენჯერმეა შეკეთებული. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში აღდგენილია მეტეხის ტაძრის გუმბათი, კამარები, კედლების ზედა მონაკვეთები, ორნამენტიანი სამკაულები. უკანასკნელად სარესტავრაციო სამუშაოები ჩაატარა სპეც. სამეცნიერო-სარესტავრაციო საწ. სახელოსნომ 1968 წელს. ტაძარი გადახურეს კრამიტით, გაწმინდეს და კეთილმოაწყვეს ტერიტორია.
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
არ მოგვეპოვება.
7. arqiteqturuli aRwera
|
gegma |
ა) მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა (15X20 მ), ნაგებია კარგად დამუშავებული ბაზალტის კვადრებით. ფასადებში ჩართულია მწვანე ფერის ქვებიც. შესასვლელი ორი აქვს – სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ორივე შიგნიდანDთაღოვანია, გარედან – ოთხკუთხა. გუმბათი აღმართულია აფსიდის კედლებსა და დასავლეთის წყვილ ბურჯზე. ნახევარწრიული აფსიდი იატაკის საერთო დონიდან ორი საფეხურითაა ამაღლებული. აფსიდს ერთსაფეხურიანი ჩამოსაჯდომი გასდევს, ღერძზე კი, ღრმა ნიშის სახით, საწინამძღვრო ტახტია მოწყობილი. აფსიდში სამი სარკმელია. ტაძრის აღმოსავლეთ მკლავებშორისი მონაკვეთები გაყოფილია ორ სართულად. პირველ სართულზე, საკურთხევლის ორივე მხარეს, სამკვეთლო და სადიაკვნეა. აფსიდთან მხოლოდ სამკვეთლო არის უშუალოდ დაკავშირებული. სამკვეთლოსა და სადიაკვნეს თავზე სამალავი საკნებია. ყველა სათავსს ნახევარწრიული აფსიდი და ვიწრო სარკმელი აქვს. ტაძრის განივი მკლავები ტოლია, ხოლო გრძივი მკლავები გათანაბრებულია საკურთხეველზე ღრმა Bბემის დამატებით. გუმბათქვეშა თაღები ნახევარწრიულია და ორი საფეხურისგან შედგება. ისინი ამავე დროს გუმბათის ყელისა და მკლავების კამარების საყრდენს წარმოადგენს. თაღებზე უშუალოდ დევს წრიული თარო, რომელიც გუმბათის ფუძეზეა შემოყოლებული.
|
|
dasavleT fasadis ornamenti |
dasavleT fasadis ornamenti |
კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა განხორციელებულია აფრებით. გუმბათის ყელი ზევით ძლიერ შევიწროებულია. მასში 12 სარკმელია. ტაძრის მკლავები გადახურულია ნახევარწრიული კამარებით. კამარებში ორ-ორი სარკმელია. დასავლეთ მკლავის გრძივი კედლები არასწორი მოყვანილობის დაბალ თაღებზეა ამოყვანილი. თაღების ერთ მხარეს გუმბათქვეშა ბურჯს ეყრდნობა, ხოლო მეორე მხარეს – ორნაწილიან პილასტრებს.
|
|
grZivi ganakveTi Crd-ken |
samxreTi fasadi |
ტაძრის გარე მასების კომპოზიციურ ცენტრს წარმოადგენს თორმეტწახნაგა გუმბათი. მას გლუვი რთულპროფილიანი ლავგარდანი (თარო, ლილვი, წრეთარგი) აქვს. დეკორატიული მორთულობა დაზიანებულია. ფასადებზე საპერანგე ქვებიც და ორნამენტული ელემენტებიც ბევრგან შეცვლილია, გადაწყობილია ან საერთოდ აღარ არსებობს. მეტეხის ტაძრის მორთულობის შემკვრელი იყო დეკორატიული თაღედი, რომლის მცირე ნაწილია შემორჩენილი. ასეთი თაღედი გასდევდა ძირითადი მკლავების გვერდით კედლებსაც. შემორჩენილია ქვედა ლილვები. ოთხივე ფასადზე ერთი და იგივე დეკორატიული მოტივი მეორდება: დიდი ჯვარი და სარკმლის მოჩარჩოება, უამრავი მედალიონი. ისინი უმთავრესად კედლების ცენტრალურ არეებზეა თავმოყრილი (გვიანდელი ჭრა მარტივი, მშრალი და ნაკლებად პლასტიკურია). აღმოსავლეთ ფასადის ჯვარი, რომელსაც თითქმის მთელი ცენტრალური მკლავი უჭირავს, გლუვი ლილვებისაგან შედგება. მისი არშიაც გლუვია. თითოეული მკლავის ბოლოში მრგვალი მედალიონია ჩასმული, ხოლო მკლავების გადაკვეთის ადგილი გირჩითაა ხაზგასმული. ქვევით ჯვრის ლილვები უწყვეტადD გადადის ჯერ მედალიონების, შემდეგ კი საკურთხევლის ცენტრალური სარკმლის მოჩარჩოებაში, ვერტიკალურად ეშვება და შუა ფასადზე წყდება.
|
samreklo |
ბ) გალავანი (70X60 მ, კედლის სისქე 0,7 მ) ნაგებია ნატეხი ქვით, ბევრგან ჩართული მოზრდილი ზომის ლოდები, წყობაში გვხვდება აგური და რიყის ქვაც. გალავანი და კოშკები გვიანდელ ფეოდალურ ხანას განეკუთვნება. XIX საუკუნეში გალავანზე დასავლეთიდან მიუშენებიათ სამეურნეო დანიშნულების ნაგებობა, რომელიც ნაშენია რიყის ქვით. გალავანს სამხრეთით ჰქონია კარიბჭე (ამჟამად ლითონის კარიოა ჩამოკიდებული).
გ) გალავანში ჩრდილო-დასავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით ჩაშენებულია კოშკები. ერთი სწორკუთხა ყოფილა (მთლიანად დანგრეულია), მეორე ცილინდრულია და ზევით საგრძნობლად ვიწროვდება (დიამეტრი 4,4 მ). კოშკს ჩრდილოეთით სწორკუთხა შესასვლელი აქვს.
დ) სამრეკლო მეტეხის ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთითაა. ნაგებია აგურით. იგი XIX საუკუნეში დაუშენებიათ გალავანში ჩართულ ცილინდრულ კოშკზე. სამრეკლოს გუმბათი შიგნით ნახევარსფერულია, სახურავი – პირამიდული, კეხზე ლითონის ჯვარი ადგას. სამრეკლო ოთხივე მხარეს თაღოვანი ღიადებითაა გახსნილი. თაღები ნახევარწრიულია და ოთხკუთხა დეკორატიულ ჩარჩოებშია ჩასმული.
8. Zeglis daqvemdebareba da statusi:
კასპის მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი სამთავისისა და გორის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.
9. gamoyenebuli masalebi
1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, 5ტ. 1990წ.
2. ფოტოების ავტორი – ნინო გუდაშვილი;
10. marSruti
დადგინდება;
11. bmulebi
http://saunje.ge
http://novators.comoj.com
http://www.nplg.gov.ge