Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

xelTubnis samebis
eklesia
(1806 w
)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია

2. mniSvnelovani da saintereso informacia

ეს ძეგლი საინტერესოა, როგორც ამ დროს ამოტივტივებული ტიპის – გუმბათოვანი ეკლესიის ერთ-ერთი ვარიანტის – კუპელჰალეს ნიმუში.

3. adgilmdebareoba

ხელთუბნის სამების ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილოეთით 7 კმ–ში მდებარე სოფელ ხელთუბნის შუაგულში.

 

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

სამების ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე, შესასვლელის თავზე მოთავსებული წარწერა ძეგლს ზუსტად 1806 წლით ათარიღებს. მხედრულად შესრულებული ეპიგრაფიკული მასალა ასე იკითხება: „წელს ჩყვ-სა საფუძვლითურთ აღვაშენე ეკლესია ესე ღვ და წმიდისა სამებისა, შემოვავლე გალავანი და ყოვლისა საეკლესიოისა სამკაულითა შევამკევ საკუთარისა საფასის წარგებითა ჩემითა. მე მონამან თვთისამან სტატსკის სავეტნიკმან და კავალერმან და თავადმან გიორგი მდივნის ეგნეტის ძემ თუმანოვმა საოხად სულთა მშობელთა ჩემთა. ჩემთვის და მეუღლისა ჩემისა კნეინა მარია ორბელიანის ასულისათვის. შვილთა და ძმათა ჩემთა იესესა და დავითისთვის.“
აქ მოხსენიებული ტაძრის აღმშენებელი გიორგი თუმანიშვილი (პოეტი, საზოგადო მოღვაწე) და მისი ოჯახის წევრები ისტორიაში ცნობილი პირები არიან.
ხელთუბნის სამების ეკლესიას საბჭოთა პერიოდში რთულ პირობებში იმყოფებოდა. მას მაღაზიის საწყობად იყენებდნენ. 1970-იან წლებში კი აქ პურს აცხობდნენ.

2003 წლის ზაფხულში დაიწყო ეკლესიის შეკეთება. ახალმა მაშენებლებმა 2004 წელს სახურავიდან მოხსნეს თავდაპირველი კოშკურა და მის ადგილას ყელიანი გუმბათი ამოიყვანეს.

 

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

gegma

აქ წარმოდგენილი აღწერა ითვალისწინებს იმ მონაცემებს, რაც აღდგენითი სამუშაოების დაწყებამდე არსებობდა.
ხელთუბნის სამების ეკლესია კუპელჰალეს ნიმუშს წარმოადგენს. არქიტექტურული კომპოზიცია (გარე ზომები 14X7 მ) შედგება O-W ღერძზე წაგრძელებული სივრცისაგან, რომელსაც ორი წყვილი შვერილი სამ მონაკვეთად ანაწევრებს. აღმოსავლეთით აფსიდი არ არის. საკურთხევლად აქ შვერილების აღმოსავლეთით სწორკუთხა მონაკვეთია და იგი დასავლეთის მონაკვეთისაგან თითქმის არ განსხვავდება. შვერილებს შორის მოქცეული ცენტრალური ნაწილი გაცილებით დიდია აღმოსავლეთისა და დასავლეთის ერთმანეთის ტოლ მონაკვეთებზე; მასზე უყელო და უსარკმლო, დარბაზის თითქმის მთელი სიგანის მომცველი გუმბათია დაფუძნებული. თავისებურია გუმბათისა და გუმბათქვეშა არის აგებულება: კვადრატის კუთხეებში „საფეხურიანი“ აფრებია ჩასმული: ისინი გუმბათქვეშა თაღებს ზემოთ ერთიან სალტედ იკვრება და წაკვეთილ ნახევარსფეროს ჩამოგავს. ამის გამო, გუმბათი, თითქოს, ორ საფეხურად ამოიზრდება კვადრატიდან: თაღებს ეფუძნება ფართო წრის შემომხაზველი ნახევასფეროს ძირი, მას „კვეთს“ თაროსებრი სარტყელი, საიდანაც „ამოზრდას“ იწყებს დიამეტრშემცირებული გუმბათი. ამდენად, სივრცე თანდათანობით გადაედინება სიმაღლეში. 2004 წელს სწორედ აქ, გუმბათზე დაადგეს მეორე, ყელიანი გუმბათი. ძველი ნახევარსფეროს ცენტრი კი ამოჭრეს.
შესასვლელი ორია; ერთი სამხრეთი კედლის ცენტრში გაჭრილი, მეორე – დასავლეთისა. სარკმლებიც სამ მხარეს ცენტრალურ ღერძებზე თავსდება. სარკმელთა ფორმა ახლებურია – ფართო, სწორკუთხა.
საშენი მასალა ორგვარია: რიყის ქვა, რომლითაც კედლების ძირითადი ნაწილია ამოყვანილი და კვადრატული აგური. რიყის ქვის კედლებში აქა-იქ აგურის რიგებიცაა ჩართული. თაღები, აფრები, კამარები, გუმბათი მთლიანად აგურისაა. წყობა ოსტატურია; შვერილების იმპოსტები ქვისაა.
თავისებურებანი გარე მასების გადაწყვეტაშიც არის: 1. გუმბათი გარედან ცენტრში მცირედ ამოზიდული კუბური, ყრუ კედლებით შედგენილი მოცულობით აღინიშნება. მას ასრულებს ოთხფერდა გადახურვა, წვეროში წრიული მცირე „კოშკურით“. 2. სამხრეთი და ჩრდილოეთი ფასადების ცენტრი, გუმბათქვეშა კვადრატის გაყოლებაზე (იქ, სადაც უწინ ჯვრის მკლავები აღნიშნევდნენ) მცირე სწორკუთხა შვერილია, რომელიც ამაღლებულია ფასადის გვერდითა „ფრთებზე“ და ჰორიზონტალური გადახურვით სრულდება. მთელი XVIII საუკუნის განმავლობაში კუპელჰალეთა უმრავლესობის შიდა სივრცეში ჯვრის მკლავები აღინიშნებოდა, მაგრამ გარედან ტრადიციულად ფორმა – ნავზე ამაღლებული ფრონტონიანი მკლავი – შენარჩუნებული იყო. აქ ეს მტკიცე წესი უკუგდებულია – ფასადის ცენტრი ამაღლებულია, მაგრამ ჰორიზონტალურად გადახურული. დარბაზის აღმოსავლეთი და დასავლეთი მონაკვეთები კი ძველებურად ორფერდა გადახურვით სრულდება.

aRmosavleTi fasadi, ganivi ganakveTi da samxreT fasadi

კარ-სარკმელთა მოჩარჩოება თლილი, მოღვინისფრო ქვითაა შესრულებული. დეკორატიულ ელემენტთაგან აქ მხოლოდ ერთი, სიბრტყეში ჩაწეული ჯვარია აღმოსავლეთი ფასადის ზედა არეში. გარედან ტაძარზე შემორჩენილი იყო ნალესობა. ფასადები თავიდანვე შელესილი უნდა ყოფილიყო, თუმცა, ნაწილობრივ: ხელუხლებლად იქნებოდა დატოვებული თლილი ქვის მოჩარჩოებანი. ყოველივე მიუთითებს, რომ მასალის შერჩევა მხატვრული გაფორმების გარკვეული პრეტენზიით იყო ნაკარნახევი და ფერადოვან განსხვავებებსაც ენიჭებოდა მნიშვნელობა. მთავარი ფერადოვანი აქცენტი კი გადახურვას უნდა შეეტანა: ადგილ-ადგილ წითელი ბრტყელი კრამიტი იყო დარჩენილი, ცენტრალური, კუბური ნაწილების გადახურვაში კი ფირუზისფრად მოჭიქული ღარიანი კრამიტიც საკმაო რაოდენობით გვხვდებოდა; თანაც გარკვეული წესრიგით იყო განლაგებული: ქვედა, წითელი კრამიტის რიგებს აერთებდა მოჭიქული კრამიტის ზემოდან დაწყობილი რიგი.

ეკლესიას დასავლეთით კარიბჭე უნდა ჰქონოდა მიშენებული: საფასადო მხრიდან კედლის წყობაში, კარის ორსავ მხარეს კედლის წამოწეული ნაწილია დარჩენილი, მონგრეული ზედაპირით.
ეკლესიას აშკარად თავისებური სახე აქვს. ის საინტერესოა, როგორც ტიპოლოგიური კუთხით, ისე ქართული არქიტექტურის მიერ ახალი მიმართულების მიღების თვალსაზრისითაც.

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

ხელთუბნის სამების ეკლესია სამთავისისა და გორის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

ნ. გენგიური – „კუპელჰალე“, 2005წ.

 

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.nplg.gov.ge

http://dzeglebi.com

http://xeltubani-proeqti.blogspot.com

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016