Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

abisis cixe-darbazi
(XVIII s
)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ციხე-დარბაზი, კოშკი,  ნათლისმცემლის ეკლესია და ნასოფლარი.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

3. adgilmdebareoba

აბისის ციხე-დარბაზი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილო–დასავლეთით 20 კმ–ში მდებარე სოფელ აბისის გარეუბანში, მდინარე დასავლეთ ფრონის მარჯვენა და ტკოცურას ხევის მარცხენა ნაპირზე.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

აბისის ციხე-დარბაზი აგებულია XIII საუკუნის  50-60- იან წლებში ნასოფლარი  გვიანდელ ფეოდალურ ხანით თარიღდება. ციხე-დარბაზის ეკლესია, მისი სამხრეთ კარის თავზე არსებული მხედრული წარწერის თანახმად, აგებულია 1754 წელს აზნაურ ზაალ მახვილაძის დაკვეთით. ზაალ მახვილაძეს განუზრახავს მოთარეშე მტრების მიერ დარბეული ამ მიდამოების აღდგენა.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

gegma

აბისის ციხე-დარბაზის კომპლექსი სამი სხვადასხვა დროს აგებული ნაწილისაგან შედგება:  ციხე-დარბაზის,  კოშკისა და ნათლისმცემლის ეკლესიისაგან. თავდაპირველად ციხე-დარბაზი აუგიათ. შემდეგ მისთვის ჩრდილოეთით ოთკუთხა კოშკი მიუშენებიათ და ბოლოს სამხრეთით - ეკლესია. ნაგებობები ნაშენია რიყისა და ნატეხი ქვით, წირთხლებზე აყოლებულია თლილი ქვა. ყველა ნაგებობა ძლიერ დაზიანებულია.

ა) ციხე-დარბაზის  (8,4X7მ) კუთხეებში მცირე ზომის ცილინდრული (დიამ.2,5-2,7მ) კოშკები დგას. ერთ-ერთი კოშკისგან შემორჩენილია სამი სართული. I სართულზე (ამოვსებულია ნანგრევებით) დამხმარე სათავსოები უნდა იყოს: II სართული საცხოვრებელი და სათავდაცვო დანიშნულებისაა. აქ კედლებში მრავალი ნიში, სარკმელი, ცალმაგი და ორმაგი სათოფურია. სამხრეთით კარია, რომელსაც ეკლესიის მხრიდან კიბე ეკვრის. III  სართულის ნაწილობრივ გადარჩენილ კედლებშიც დატანებულია სათოფურები, ნიშები და სარკმლები. კუთხის მცირე ზომის ცილინდრულ კოშკებს მხოლოდ თავდაცვისათვის იყენებდნენ.
ბ) კოშკი, რომლის ციხე-დარბაზს ჩრდილოეთის მხრიდან აქვს მიშენებული, სამსართულიანი უნდა ყოფილიყო. I სართული დამხმარე სათავსია, II - საცხოვრებელი. აქ დასავლეთით ბუხარია, კედლებში რამოდენიმე სათოფურია; III სართულიდან უმნიშვნელო ნაწილია გადარჩენილი.
გ) ნათლისმცემლის ეკლესია დარბაზულია (7,3X5,6 მ) შესასვლელი სამხრეთიდანაა. აფსიდში ერთი სარკმელი და რამდენიმე ნიშია, სამხრეთ და დასავლეთ კედლებში - თითო სარკმელი.

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

აბისის ციხე-დარბაზი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

აბისის ციხე-დარბაზის ნათლისმცემელის ეკლესია ურბნისისა და რუისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

 

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა - ტ5, გამომცემლობა თბილისი, 1990წ.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://saunje.ge

http://dzeglebi.com

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016