Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

ალის უსანეთის ეკლესია
(XVI-XVII სს)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია და სამრეკლო;

 

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.


3. adgilmdebareoba

ალის ღვთისმშობლის ეკლესია მდებარეობს საქართველოში, იმერეთის მხარეში, ხაშურის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მხარე იმერეთში, ხაშურიდან 25 კმ-ში ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე სოფელ ალის ჩრდილოეთით, მდინარე ჭერათხევის ზედა ნაწილში.

4. ruka



5. istoriuli mimoxilva

RvTismSoblisa da usaneTis eklesiebi

ალის უსანეთის ეკლესია სტილისტური ნიშნებით თარიღდება XVI-XVII საუკუნეებით. ამ ძეგლიდან დასავლეთით რამოდენიმე მეტრში, მდებარეობს ალის ღვთისმშობლის ეკლესია.

 








6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.


7. arqiteqturuli aRwera

taZris gegma

ა) უსანეთის ეკლესია მდებარეობს ნაქალაქარის განაპირას, ჩრდილოეთით, ფერდობზე. ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა (15,2×10,6 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, კონსტრუქციულ ნაწილებში ნახმარია თლილი ქვა. დაზიანებულია – ჩამონგრეულია სახურავის და კედლების დიდი ნაწილი, ლავგარდანი. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთითაა. ნავები ერთმანეთისაგან გამოყოფილია ორი წყვილი ბოძითა და მათზე გადაყვანილი სამ–სამი თაღით. კამარები, კონქი და თაღები ყველგან ისრულია. თლილი ქვით გამოყვანილი თაღები პილონების მარტივ ქვის იმპოსტებს ეყრდნობა. საკურთხეველი ამაღლებულია. ნახევარწრიული აფსიდებში დიდი სწორკუთხა სარკმელია. აფსიდის გვერდებზე სამკვეთლო და სადიაკვნეა, რომლებიც აფსიდს ღიობით უკავშირდება, ხოლო დარბაზს მაღალი თაღებით. ეკლესიის შუა ნავის დასავლეთ კედელში ერთი ოთხკუთხა სარკმელია, სამხრეთ ნავში და შუა ნავის ზედა ნაწილში – სამ–სამი. სამკვეთლოსა და სადიაკვნეს თითო სარკმელი აქვს. ჩრდილეთ კედლის ნიშში სანათლავია.

samxreTi fasadi ganivi ganakveTi
aRmosavleTisaken
samreklo

ბ) უსინათის ეკლესიაზე აღმოსავლეთიდან მიდგმულია ორსართულიანი სამრეკლო (4,2×4,2 მ) ნაგებია ნატეხი ქვითა და აგურით. ქვედა სართული სამხრეთ მხარეს გახსნილია თაღებით. პროფილირებული იმპოსტები და მათზე დაყრდნობილი ისრული თაღები ამოყვანილია აგურით. II სართული პირამიდული გუმბათით გადახურული ექვსწახნაგა ფანჩატურია. ზარების დასაკიდი გადახურულია კონუსური გუმბათით. ფანჩატურის მასიურ ბოძებს მარტივი კაპიტელები და ბაზისები აქვს. აგურის ლავგარდნის ოთხი მწკრივიდან ორი დაწყობილია კბილანებად.


samxreTi fasadi ganivi ganakveTi
aRmosavleTisaken
ganivi ganakveTi
aRmosavleTisaken


8. Zeglis daqvemdebareba da statusi

ალის უსანეთის ეკლესია ურბნისისა და რუისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.



9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ5, 1990 წ.
2. ფოტოების ავტორი – ზაზა ქარდავა;


10. marSruti

დადგინდება;


11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.nplg.gov.ge

http://blogger.ge

http://dzeglebi.com

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016