bodorna-avenisi
(erTdRiani eqskursia)
1. marSrutis maxasiaTeblebi
2. marSrutis mokle aRwera
3. marSrutSi Semavali istoriuli Zeglebi da maTi geografiuli mdebareoba 4. GPS monacemebi:
5. ruka
6. marSrutis detaluri aRwera
7. damatebiTi cnobebi
1. marSrutis maxasiaTeblebi
ექსკურსიის ხანგრძლივობა |
ერთ დღიანი |
გასავლელი მანძილი |
180 კმ |
საუკეთესო პერიოდი |
წლის ნებისმიერი სეზონი |
2. marSrutis mokle aRwera.
ეს მარშრუტი საშუალებას იძლევა, მიკროავტობუსით ან ავტომანქანით მოინახულოთ ძალიან საინტერესო ცნობილი თუ უცნობი ისტორიული ძეგლი. ამასთანავე, დატკბეთ ბოდორნას ეკლესიიდან გადაშლილი არაგვის ხეობის ხედით და ჟინვალის წყალსაცავის მახლობლად მდებარე ავენისის კომპლექსის მყუდრო მიდამოთი.
3. marSrutSi Semavali istoriuli Zeglebi da maTi geografiuli mdebareoba.
ბოდორნას ეკლესია მდებარეობს ქ. დუშეთის აღმოსავლეთით 8 კმ–ში მდებარე სოფელ ბოდორნას თავზე, მთაზე.
ფუძნარის ეკლესია მდებარეობს სოფელ ფუძნარში, ჟინვალიდან თიანეთისაკენ გადასასვლელ გზიდან 20 მეტრში.
ანანურის ანსამბლი მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში, თბილისიდან ჩრდილოეთით 51 კმ-ში, ჟინვალის წყალსაცავის დასაწყისში.
ავენისის კომპლექსი მდებარეობს სოფელ ანანურის აღმოსავლეთით მდინარის გაღმა, სოფელ ავენისის ჩრდილოეთით, პატარა ხეობაში.
4. GPS monacemebi:
ძეგლების კოორდინატები:
ძეგლის დასახელება |
Lat |
Long |
Elev |
ბოდორნას ეკლესია |
42 2.9682 NN |
44. 44.4644 E |
923 m |
ფუძნარის ეკლესია |
42. 8.7976 N |
44. 50.7584 E |
1292 m |
ანანურის ანსამბლი |
42. 9.8221 N |
44. 42.2890 E |
830 m |
ავენისის კომპლექსი |
42.10.2100 N |
44. 43.2982 E |
934 m |
წერტილების (waypoint) ფაილი Bodorna-avenisi.wpt
ტრეკის (trek) ფაილი Bodorna-avenisi.plt
Google map–ის ფაილი: Bodorna-avenisi-waypoints.kml, Bodorna-avenisi-trek.kml
5. ruka
6. marSrutis detaluri aRwera
დიდუბის ავტოსადგურიდან ჟინვალის გადასახვევამდე დაახლოებით 20 კმ–ია. ჩაუვლით რა სოფლებს: ნატახტარს, ლამის, მისაქციელს, აღდგომიანთკარს, წითელსოფელს, მიადგებით სოფელ ბოდორნას. ბოდორნას ეკლესია მდებარეობს მთაზე, მისი დანახვა გზიდანაც შეიძლება. სამწუხაროდ, 1,1 კილომეტრიანი ასასვლელი სამანქანო გზა ძალზედ ცუდ მდგომარეობაშია, შესაბაბისად იქ ასვლა შესაძლებელია მხოლოდ მაღალ-ბორტიანი (ორ ხიდიანი) მანქანით. ეკლესიამდე ასასვლელ გზას სოფლის მაცხოვრებლები სიამოვნებით მიგასწავლიან. ბოდორნას ღვთისმშობლის ეკლესია არის მოქმედი, აგებულია XV საუკუნეში. მიუხედავად იმისა, რომ ხედი თავად ეკლესიიდანაც ძალიან ლამაზია, გირჩევთ გადაიხედოთ იმ ადგილიდან სადაც მობილური კავშირის ანძებია დამონტაჟებული და თქვენს წინ გადაიშლება უფრო ფართე და მომხიბვლელი პანორამა. ამ ადგილიდან ჩრდილოეთით იშლება მდინარე არაგვის ხეობა კავკასიონით, აღმოსავლეთით – წირდალის ხეობა, იქვე, არაგვს გაღმა მდებარეობს ბულვაჩაური, რომლის სიახლოვეში ჩამწკრივებულია რამდენიმე წყალსაცავი.
სოფელ ბოდორნიდან გზას ისევ ჩრდილოეთის მიმართულებით აგრძელებთ. ჟინვალამდე, გზის მარჯვნივ დაინახავთ ჩასასხვევს- ტრაფარეტზე გაკეთებული წარწერა გამცონობთ რომ 100 კმ-შია შატილი და 51კმ-ში-ბარისახო (იხ. რუკა). ჩაუხვევთ, გაყვებით ამ გზას, გადახვალთ არაგვზე გადებულ ხიდზე, აიღებთ გეზს მარცხნისკენ. შემდეგ გაივლით მეორე ხიდს, გააგრძელებთ გზას მარჯვნივ და ივლით მანამდე, სანამ არ შეგხვდებათ ტრაფარეტი წარწერით "თიანეთი" (იხ. რუკა). თიანეთის მიმართულებით აუხვევთ მარჯნივ. მიუხედავად იმისა, რომ გზა გრუნტისაა და საშინლად მტვრიანია, საკმაოდ განიერია და მასზე შეუძლია გავლა ნებისმიერი ტიპის ავტომობილს. თბილისი–თიანეთის სამარშრუტო ტაქსები ამ გზით დადიან. მიხვეულ–მოხვეული გზა ჯერ გაივლის სოფელ ბოდავს, ხოლო შემდგომ მიგიყვანთ სოფელ ფუძნარში. უკვე გზიდან (მარჯნივ) 20 მეტრში შეამჩნევთ ნახევრადდანგრეულ გუმბათოვან ეკლესიას. გზიდან ეკლესიამდე მანქანის ჩასასვლელიც არის. ფუძნარის ეკლესია აგებულია XIII საუკუნეში. მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სავალალოა: გუმბათი ნახევრადჩამოქცეული აქვს, შენობა გვედრზეა გადახრილი, ფასადები გახსნილია. მიუხედავად ასეთი გარეგნული მდგომარეობისა, შიდა მხარე საკმაოდ შთაბეჭდავი და დიდებულია. ეკლესიას სამხრეთით ჩაუყვება გზა, რომელიც დასალევად ვარგის ღელემდე მიგიყვანთ.
ფუძნარის ეკლესიის მონახულების შემდეგ ისევ უკან უნდა დაბრუნდეთ და გეზი აიღოთ ჟინვალის წყალსაცავის მიმართულებით. გაივლით რა მას, მიადგებით ანანურის ანსამბლს. ანანურის ანსამბლი აშენებულია XVI-XVII საუკუნეებში და მოიცავს გალავანს, სამ ეკლესიას, კოშკებს და სამრეკლოს. ადრე იგი არაგვთა ერისთავების რეზიდენცია იყო. 1795 წელს კრწანისის ველზე უთანასწორო ბრძოლაში დამარცხების შემდეგ, ერეკლე მეფეს ამ ციხისთვის შეუფარებია თავი. ეკლესია ამჟამად მოქმედია.
ანანურის ანსამბლის მონახულების შემდეგ, უნდა ჩაუხვიოთ სოფელში და გადახვიდეთ დაახლოებით 2,5 კმ-ში არაგვზე გადებულ რკინის ვიწრო ხიდზე (იხ. რუკა). ხიდი ვიწროა, ამიტომ სამარშრუტო ტაქსებმა ჯობს ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ. ხიდზე გადასვლის შემდეგ გეზი აიღეთ მარჯვნივ და 2.5 კმ–ში ჩაუვლით ღელეს. ღელემდე არის შესასხვევი მარცხნივ, სადაც ზუსტად ავენისის კომპლექსი მდებარეობს. მაგრამ, შეიძლება ვერ შეამჩნიოთ ღელე და გზა განარგრძოთ. ასეთ შემთხვევაში მიყევით გზას, რომელიც მკვეთრად ჩრდილოეთით მოუხვევს და აღმართს აუყვება. სწორედ აქ, მარცხნივ, დაბლა შეამჩნევთ ხეობაში ჩადგმულ ავენისის ეკლესიას. ავენისის წმ. გიორგის კომპლექსის დარბაზული ეკლესია ყველაზე ადრეული ნაგებობაა ამ კომპლექსში და აგებულია IX-X საუკუნეებში. კომპლექსი რესტავრირებულია, თუმცა ამჟამად არ მოქმედებს.
ავენისის კომპლექსით მთავრდება ეს მარშრუტი.
წახემსება: ავენისის კომპლექსის ტერიტორიაზე არის გაკეთებული გრძელი მაგიდები და სკამები. ღელეში მოჩუხჩუხე წყალი ისმევა. გარშემო წიფლის, მუხის და ფიჭვის ხეებია, რაც ძალიან სასიამოვნო გარემოს ქმნის. აღნიშნული ადგილი ძალიან სასიამოვნოა წასახემსებლად.
7. damatebiTi cnobebi:
|