sruli sia

giorgiwminda-iyalTo
(3 dRiani laSqroba)

1.marSrutis maxasiaTeblebi
2. marSrutis mokle aRwera
3. marSrutSi Semavali istoriuli Zeglebi da maTi geografiuli mdebareoba
4. informacia transportis Sesaxeb
5. GPSmonacemebi:
6. ruka
7. marSrutis detaluri aRwera
8. damatebiTi cnobebi

1. marSrutis maxasiaTeblebi

ხანგრძლივობა 3 დღიანი
კატეგორია საშუალო
გასავლელი მანძილი 43 კმ
ასაკრეფი ვერტიკალი 1100 მ
საუკეთესო პერიოდი ოქტომბრიდან მაისამდე
სარეისო ტრანსპორტის ღირებულება ორივე მიმართულებით

10 ლარი

2. marSrutis mokle aRwera.
ეს მარშრუტი, სამი დღის განმავლობაში შესაძლებლობას მოგცემთ დატკბეთ კავკასიონის და ალაზნის ველის ხედით და შემდგომ, მოინახულოთ ძალიან საინტერესო და ლამაზი ეკლესია-მონასტრები.

3. marSrutSi Semavali istoriuli Zeglebi da maTi geografiuli mdebareoba.

გიორგიწმინდის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია მდებარეობს კახეთში, საგარეჯოს რაიონში, სოფელ გიორგიწმინდაში, სასაფლაოებთან.

ახალი შუამთის მონასტერი მდებარეობს კახეთში, თელავის დასავლეთით 6 კმ-ში.

ძველი შუამთის მონასტერი მდებარეობს ახალი შუამთის მონასტრიდან აღმოსავლეთით 2 კმ-ში.

წმინდა შიოს ეკლესია მდებარეობს თელავის რაიონში, სოფელ იყალთოს სამხრეთით 2 კმ-ში.

იყალთოს მონასტერი მდებარეობს სოფელი იყალთოს სამხრეთ-დასავლეთით ერთ კმ-ში..

 

4. informacia transportis Sesaxeb:

გამგზავრება:
სამარშრუტო ტაქსის რეისი: თბილისი-საგარეჯო-გიორგიწმინდა;
გასვლის ადგილი: სამგორის ავტოსადგური (ნავთლუხის ბაზრის მიმდებარე ტერიტორია);
გასვლის დრო: 08:00; 08:30; 09:00; 09:30; 10:00; (ინფორმაცია სრული არაა);
ღირებულება: 2 ლარი
შენიშვნა: გიორგიწმინდამდე იმ შემთხვევაში მიდის სარეისო, თუ მგზავრთა რაოდენობა მინიმუმ 5-6 კაცია. (ამაზე შეგიძლიათ თავიდანვე მოელაპარაკოთ მძღოლს);

უკან დაბრუნება
სამარშრუტო ტაქსის რეისი: იყალთო-თელავი; თელავი-თბილისი;
გასვლის ადგილი: თელავის ავტოსადგური "როკი";
წამოსვლის დრო (თელავიდან): 17:00;18:00 (ინფორმაცია სრული არაა);

ღირებულება: იყალთოდან 1 ლარი; თელავიდან 6 ლარი;
შენიშვნა: იყალთოდან გზაზე გამვლელი ტაქსითაც იაფად მოახერხებთ თელავში ჩასვლას.

5. GPSmonacemebi:

ძეგლების კოორდინატები: 

ძეგლის დასახელება Lat Long Elev

წმ. გიორგის სახელობის ეკლესია

41 44.7192 N

45 21.0804 E

857 m

ახალი შუამთის მონასტერი

41 54.8120 N

45 23.4543 E

934 m

ძველი შუამთის მონასტერი

41 54.6428 N

45 24.3607 E

1022m

წმინდა შიოს ეკლესია

41 55.7316 N

45 23.5309 E

832 m

იყალთოს მონასტერი

41 56.2350 N

45 22.8180 E

726 m

წერტილების (waypoint) ფაილი giorgicminda-iyalto.wpt

ტრეკის ფაილი giorgicminda-iyalto.ptl  giorgicminda-iyalto.kmz

6. ruka

7. marSrutis detaluri aRwera

დღე პირველი

სიგრძე 14 კმ
ვერტიკალი 1100მ

მარშრუტი იწყება სოფელ გიორგიწმინდიდან. თქვენი მიზანი ამ დღეს არის ის, რომ ახვიდეთ ცივის ქედზე და დაბანაკდეთ ისეთ ადგილას, სადაც იქნება წყარო, ტყე და სასურველია მწყემსების ქოხიც.

არის უამრავი გზა სოფლიდან, რომელიც აგიყვანთ ამ ქედზე. შემოგთავაზებთ ერთერთს: სოფელში იკითხეთ სასაფლაოებთან მდგომი წმ. გიორგის სახელობის ეკლესია (waypoint 14). სასაფლაოსთან მიახლოებისას, დაინახავთ პატარა, ძველ დარბაზულ ეკლესიას. ეკლესიის ეზო გარედან ღობით არის შემოვლებული. ეკლესიის კარები მიხურულია. შიგნით მოხატულობა არ არის.
გააგრძელეთ გზა, რომელიც ნელ-ნელა შეგიყვანთ ტყეში. თქვენ უნდა მოექცეთ ეკლესიის ჩრდილოეთით მდებარე ქედზე, სადაც გადის საჭირო გზა. იგი შეიძლება ძალიან ტალახიანი იყოს, ან ადგილ-ადგილ დიდი გუბეები და ჭაობები დაგხვდეთ, ან სულაც დამშრალი იყოს. ყველაფრისთვის მზად იყავით. გზად, რამოდენიმე გადასახვევი შეგხვდებათ, მაგრამ თქვენ მიყევით მთავარს და ხეობაში არ ჩახვიდეთ, იარეთ ქედზე, მანამ, სანამ ეკლესიიდან ორი კილომეტრის გავლის შემდეგ, მარჯნივ არ შეამჩნევთ თქვენთვის საჭირო გადასახვევს, რომელიც მოშიშვლებულ ადგილას გადის. (რუკაზე #1) თუ, გამოგეპარათ ეს გადასახვევი, მაშინ დაჯდებით სოფელ კოდის გზაზე, რომელიც ძალიან გრძელია და უინტერესოა, თუმცა ისიც საბოლოოდ აგიყვანთ ცივის ქედზე.
მითითებულ გადასახვევზე 200 მეტრის გავლის შემდეგ, მიადგებით მდინარე ანთოკისხევს. (იქაური მოსახლეობა კოდისრიყეს ეძახის). აქ გაქვთ ორი არჩევანი: ან აუყვეთ ამ მდინარეს თითქმის ბოლომდე, როგორც ტრეკზეა ჩაწერილი, ან გადაკვეთოთ და ჩვეულებრივ გზას დაადგეთ. ორივეს განვიხილავთ:
I ვარიანტი: მდინარის გასწრივ გზა არის მეტყევეეების მიერ გაყვანილი. კალაპოტი განიერია, ქვიანია და პატარა აღმართით მიუყვება ჩრდილოეთის მიმართულებას. სულ სავალია 3.5 კმ, მაგრამ მდინარე გზაზეც არის გადმოსული და მოგიწევთ წყალში ადგილ-ადგილ ტოპვა. ბოლოსკენ კი გზა უკვე აღარც ეტყობა, უბრალოდ უნდა იაროთ მდინარის გასწრივ.
რუკაზე ნაჩვენებ #2 წერტილს რომ მიუახლოვდებით, უნდა შეუხვიოთ მარჯნივ და პატარა ხეობაში შეხვალთ. სულ ბოლომდე ნუ ივლით, რადგან პირდაპირ კლდის ნაშალს შეეჩეხებით. 200 მეტრის გავლის შემდეგ, მარჯნივ ააჭერით ფერდობზე და რამოდენიმე წუთში დაჯდებით შიშველ ქედზე, სადაც გზა გადის. იქვე ქოხებსაც შეამჩნევთ. ეს არის ცივის ქედის დასაწყისი. თუ რამდენად გაწყობთ ასეთი გზა, თქვენთვის მოგვინდია.
II ვარიანტი: როგორც კი მდინარე ანთოკისხევს მიუახლოვდებით, გადაკვეთეთ იქვე და ოდნავ დაბლა (70მ) ჩაუყევით. შეამჩნევთ გზას, რომელიც ზემოთ უხვევს. სწორედ ეს გზა გჭირდებათ თქვენ, რომელიც მიდის ტყეში და თითქმის მდინარის პარალელურად. სამწუხაროდ არანაირი ინფორმაცია არ გაგვაჩნია თუ როგორია ეს გზა, მაგრამ საბოლოოდ ესეც აგიყვანთ ცივის ქედის დასაწყისამდე.
ქედზე მოხვედრისას, გეზი აიღეთ ჩრდილოეთის მიმართულებით. წინ მაღალი აღმართი გელოდებათ. მის დაძლევისას უკვე კარგად დაინახავთ კავკასიონის ქედს (თუ რა თქმა უნდა ამინდმა შეგიწყოთ ხელი). ჩვეულებრივ მიყევით გზას. შეგხვდებათ რამდენიმე გზაგასაყარი, მაგრამ თქვენ უნდა აირჩიოთ მარცხნივ მიმავალი. არის მოსაჭრელი ვარიანტებიც. დიდი ალბათობაა იმისა, რომ ქროდეს ძლიერი და ცივი ქარი, ბოლოს და ბოლოს ქედს ტყუილად არ შეარქვეს ეს სახელი. გზად ბევრი წყაროები და დროებით მიტოვებული ქოხები შეგხვდებათ. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი მათგანი და შიგნით განთავსდეთ, მაგრამ ყველაში იქნება თუ არა ღუმელი და შესაბამისად შეშა, ამას დანამდვილებით ვერ გეტყვით. თუმცა, არის ერთი ქოხი, რომელიც სავსებით მისაღებია შიგნით დასაბანაკებლად. იგი მდებარეობს მწვერვალ ცივის დაბლა, ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით, კისისხევის ხეობის დასაწყისში.

(რუკაზე #3, სურ. 1, (waypoint #19). ქოხი არის ქვით და აგურით ნაშენი, თუმცა მეოთხე კედელი არ გააჩნია. (მეოთხე კედლად, ეტყობა ტენტს ხმარობენ მწყემსები). სახურავი უმეტეს წილად გადახურულია. შიგნით ორი დიდი კარავი გაიშლება. კოცონის დანთება იქვე, ქოხის წინაა შესაძლებელი. წყარო და ტყეც ახლოშია.

დღე მეორე
სიგრძე 19კმ
ვერტიკალი -800 მ

ამ Dდღეს თქვენ მოგიწევთ ცივის ქედზე სიარული, საიდანაც უკვე ალაზნის ველსაც დაინახავთ. ქედის გადავლის შემდეგ, დაეშვებით ტყეში.

ქოხიდან, ცივის ქედზე მოხვედრა შესაძლებელია საკმაოდ დიდი მანძილის მოჭრითაც. ქოხის უკან (ჩრდილო-დასავლეთით) პირდაპირ ფერდობზე თუ ააჭრით, (სურ. 1-ზე ნაჩვენებია წითელი ისრები) მოხვდებით ცივი ქედის ქიმზე (სადაც გზა გადის). აქ იცის ძლიერი და ცივი ქარები. ჩრდილოეთით უკვე დაინახავთ კახეთის სოფლებს. ქვემოთ მდინარე თურდოს დიდ ხეობას შენიშნავთ, რომლის გადაკვეთა შემდეგ დღეს მოგიწევთ. აგრეთვე შეამჩნევთ ციხის ნანგრევებს. თქვენ, ჯერ აღმოსავლეთის მიმართულებით უნდა იაროთ, შემდეგ კი - ჩრდილოეთით, რადგან ქედი ამ მხარეს უხვევს. არსად არ გადაუხვიოთ. რელიეფი უსწორმასწოროა: ხან აღმართია, ხან დაღმართი. გზად უამრავი ქოხები შეგხვდებათ. წყლის პრობლემა არ გექნებათ, ქედზე ძალიან ბევრი წყაროა და გუბურებია. თუმცა ძლიერი სიცივეების დროს ისინი გაყინულია.
საბოლოოდ, მიადგებით ანძებს (waypoint 22). ჩაუარეთ მათ და ჩაუხვიეთ მარცხნივ. გზა ტყეში ჩადის. იქვე შეგხვდებათ მაწანწარას წყარო (waypoint 23). ჩაუყევით გზას ბოლომდე, რომლის დაქანება თანდათან შემცირდება. ბოლოს მიადგებით გზის გასაყარს (რუკაზე წერტილი #4): ერთი მიდის ფიჭვნარში და მეორე კი ოდნავ მარჯნივ უხვევს. გაყევით ამ უკანასკნელს. ბოლოს გახვალთ საასფალტე გზაზე. მარჯნივ წახვალთ ძველი შუამთის მონასტერს მიადგებით, მარცხნივ წახვალთ ახალი შუამთის მონასტერს დაადგებით, რომელიც ამ ადგილიდან ჩანს. გეზი სჯობს ძველი შუამთისკენ აიღოთ. გზის პირას შეამჩნევთ მოსწორებულ ადგილებს, რომლებიც დანაგვიანებული იქნება (საპიკნიკო ადგილები). ამ გზას კვეთს რამოდენიმე ღელე, რომელიც არ იქნება დამშრალი ჩაუყევით მას და მოძებნეთ საბანაკო ადგილი. ჩვენს შემთხევაში ერთ-ერთი ღელეს ხეობაში (waypoint 24). იყო ადგილი საბანაკედ არჩეული. სამწუხაროდ ამ ტყეში დაბანაკება რთულია. ტყე ადგილ-ადგილ გაუვალია. არის კიდევ ერთი ვარიანტი. დაბანაკდეთ ძველ შუამთის მონასტრის მახლობლად. მონასტრიდან ხევს თუ ჩაუყვებით, მიადგებით მინდორს, სადაც შესაძლებელია საბანაკე ადგილის მოწყობა. წყაროც არ მისული მინდვრამდე ხელმარცხნივ არის. სამწუხაროდ რუკაზე არ გვაქვს დატანილი წყაროს ადგილი.

დღე მესამე
სიგრძე (მახ) 10კმ
ვერტიკალი -400 მ

ეს დღე მთლიანად ეთმობა ეკლესია-მონასტრების მონახულებას.

დილით, შეგიძლიათ ჯერ ძველი შუამთის მონასტრის მონახულება, ხოლო შემდგომ კი ახლის. ძველი მოქმედი არაა, თუმცა რესტავრირებულია. ახალი შუამთის დედათა მონასტერი კი მოქმედია. ამ მონასტრების მონახულების შემდეგ, გახვალთ უკვე მთავარ გზაზე, საიდანაც ჩრდილოეთით თუ გაიხედავთ კლდეზე გამოქვაბულებს შეამჩნევთ და აგრეთვე ეკლესიასაც. გაიარეთ დაღმართით 100 მეტრი და დაინახავთ რესტორნის შენობას, რომელთანაც მარცხნივ ჩადის პატარა ხეობა. აქ შეუხვიეთ და შედით ტყეში. ჩაყევით ამ ხეობას ბოლომდე და სულ მალე მდინარე თურდოს განიერ ხეობას დაინახავთ. ჩასასვლელსაც ადვილად იპოვით თუ ჩრდილოეთით ივლით. ხეობაში გაღმა ნაპირას შეამჩნევთ გზას, რომელიც ჩაჭრილ კლდეებში გადის. კლდეებში უკვე კარგად მოჩანს გამოქვაბულები. მდინარის გადაკვეთისას (წყალი ზოგჯერ 50სმ სიღრმისაა), დააჯექით ამ გზას და აუყევით. როგორც კი გაივლით ამ ჩაჭრილ კლდეებს შორის, მარცხნივ შეამჩნევთ ეკლესიას. ეს არის წმინდა შიოს ეკლესია. იგი რესტავრირებულია. იქვეა ციხის ნანგრევებიც. აქედან კარგად მოჩანს მდინარე თურდოს ხეობა და აგრეთვე ალაზნის ველი.
შიოდან, ნუ ჩახვალთ დაბლა, არამედ თუ ივლით ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით, გადაჭრით მინდვრებს, (გზად ჩახრამულები შეგხვდებათ, მაგრამ ზემოდან მოუვლით მათ), დაადგებით თავზე იყალთოს მონასტერს. ამჟამად, მონასტერში მიმდინარეობს სარესტავრაციო სამუშაობი. იქვეა იყალთოს აკადემიის ნანგრევებიც. ამ ადგილიდან უკვე თავისუფლად შეგიძლიათ ჩახვიდეთ სოფელში. სოფლიდან დადის თელავის მიმართულებით სარეისო ტაქსები, მაგრამ გირჩევთ ჩახვიდეთ ცენტრალურ გზის მაგისტრალამდე, (იქვეა გაჩერება) საიდანაც გამოივლის თელავის მიმართულებით ბევრი ტრანსპორტი. თუ გაგიმართლებთ, ამ ადგილიდანაც შესძლებთ თბილისში ჩასვლას, თუ არა და მაშინ, მოგიწევთ თელავიდან თბილისში დაბრუნება.

8. damatebiTi cnobebi:

2008 წელს, ზამთარში გიორგიწმინდაში მგლებმა დაგლიჯეს ქალი. ამ პერიოდში ისინი ძალიან მოდებული იყვნენ ამ მიდამოებში. ამიტომ, თუ გადაწყვეტთ ზამთარში ან ადრე გაზაფხულზე ამ მარშრუტზე წასვლას, წინასწარ გაიკითხეთ რა სიტუაციაა ამ მხრივ და შესაბამისად მომზადებულები წადით.

ზამთარში ცივის ქედზე დიდი თოვლი არ იცის, რადგან ქარი ყრის თოვლს დაბლა. ტყეშიც მაქსიმუმ ნახევარი მეტრი თოვლი იდოს.

ზაფხულში შემდეგი მიზეზის გამო არ გირჩევთ ამ მარშრუტზე წასვლას:
ა) რადგან მაისიდან სექტემბრამდე, ზემოთ (ცივის ქედზე) მწყემსები ადიან და აყავთ საქონელი. შესაბამისად მომრავლებულია ბევრი მწერი და აგრეთვე გადაადგილებას აფერხებს მეცხვარე ძაღლები (არა კავკასიური).
ბ) ზაფხულში ქედზე დღის განმავლობაში ძალიან ცხელა.
გ) ამ პერიოდში ხილვადობა ცუდია და ფაქტიურად არ ჩანს კავკასიონი და ალაზნის ველი.



megobari saitebi

 

 

   

13.02.2017