sruli sia

karsani armazi
(1 dRiani laSqroba)

1. marSrutis maxasiaTeblebi
2.marSrutis mokle aRwera
3. marSrutSi Semavali istoriuli Zeglebi da maTi geografiuli mdebareoba
4. informacia transportis Sesaxeb
5. GPSmonacemebi:
6. ruka
7. marSrutis detaluri aRwera
8.damatebiTi cnobebi

1. marSrutis maxasiaTeblebi

ხანგრძლივობა 1 დღიანი
კატეგორია საშუალო
გასავლელი მანძილი 8 კმ
ასაკრეფი ვერტიკალი 430 მ
საუკეთესო პერიოდი წელიწადის ნებისმიერი დრო
სარეისო ტრანსპორტის ღირებულება ორივე მიმართულებით

2 ლარი

2. marSrutis mokle aRwera.

ეს მარშრუტი არმაზისხევის ხეობის მონახულების გარდა, მოგცემთ საშუალებას ქედიდან გადახედოთ ქალაქ მცხეთას. აღმოსავლეთით, თითქმის თქვენს  სიმაღლეზე ჯვრის მონასტერი გამოჩნდება. ხოლო ქედის ქიმზე სიარულისას, თქვენს წინაშე გადაიშლება ულამაზესი მტკვრის ხეობა.

3. marSrutSi Semavali istoriuli Zeglebi da maTi geografiuli mdebareoba.

ბაგინეთი (არმაზციხე) მდებარეობს ქალაქ მცხეთის სამხრეთით ერთ კილომეტრში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მთის ფერდობზე.
წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია  მდებარეობს მცხეთის სამხრეთით მდებარე სოფელ კარსანის დასავლეთით  ერთ კილომეტრში, მთის მწვერვალზე.
არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია მდებარეობს მდინარე არმაზისხევის ხეობის  ერთი კილომეტრის სიღრმეში, გაშლილ ადგილას.
არმაზის ციხე მდებარეობს მდინარე არმაზისხევის ხეობის ორი კილომეტრის სიღრმეში, მდინარე არმაზისხევის მარცხენა ნაპირას, პატარა მთის მწვერვალზე.

4. informacia transportis Sesaxeb:

გამგზავრება
სამარშრუტო ტაქსის რეისი: თბილისი–მცხეთა, თბილისი–წინარეხი, თბილისი–ძეგვი,  თბილისი–ნიჩბისი;
გასვლის ადგილი:  დიდუბის ავტოსადგური;
 გასვლის დრო:  08:30; 09:00; 09:30; 10:00; 11:30; 12:00; (ინფორმაცია სრული არაა)
 ღირებულება: 1 ლარი;
 შენიშვნა: დილით გასვლის  საათები სეზონის მიხედვით იცვლება.

უკან დაბრუნება
       სამარშრუტო ტაქსის რეისი:
       რეისი: თბილისი–წინარეხი, თბილისი–ძეგვი, თბილისი–ნიჩბისი;
       ღირებულება: 1 ლარი;
შენიშვნა: წელიწადის დროის ცვლილებასთან ერთად, იცვლება საღამოს სამარშრუტო ტაქსების გამოსვლის დრო.
გზატკეცილზე ტრანსპორტის ლოდინს, გირჩევთ იმოძრაოთ თბილისის მიმართულებით და 2,2 კილომეტრში მიადგებით მოედანს, საიდანაც მცხეთიდან გამოსული რომელიმე სამარშუტო ტაქსითაც შეძლებთ დაბრუნებას დედაქალაქში.

5. GPSmonacemebi:

ძეგლების კოორდინატები: 

ძეგლის დასახელება

Lat

Long

Elev

ბაგინეთი (არმაზციხე)

41 50.253 N

44 43.277 E

500 მ

ნინო წმინდის ეკლესია

41 49.791 N

44.41.287 E

900 მ

არმაზის ციხე

41 49.593 N

44 40.746 E

714 მ

არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია

41 50.000 N

44 40.888 E

559 მ

ტრეკის ფაილი giorgicminda-iyalto.ptl  giorgicminda-iyalto.kml


6. ruka

7. marSrutis detaluri aRwera

თბილისი–მცხეთის მთავარი გზატკეცილის მარცხნივ სოფელ კარსნის გადასახვევია. ის რკინიგზის ხიდის ქვეშ გადის. აქ მუდამ დგას შეიარაღებული დაცვა. (თუ რა ობიექტს იცავენ ისინი, უცნობია). გაუყევით მიხვეულ–მოხვეულ გრუნტის გზას, რომელსაც ნელ–ნელა სიმაღლეზე აყავხართ. ადგილ–ადგილ შესაძლებელია გზის მოჭრაც.  მალევე მიადგებით გზის გასაყარს: ერთი მარცხნივ უხვევს, ხოლო მეორე კი, მის საპირისპირო მხარეს, დაბლა ეშვება.  გაყევით ამ უკანასკნელს და მიგიყვანთ მოშიშვლებულ ადგილამდე, სადაც ნანგრევებს შეამჩნევთ.
ეს არის ბაგინეთი ანუ არმაზციხე. სანამ თბილისი დედაქალაქი გახდებოდა, ქართული სახელმწიფოს ცენტრს სწორედ ის წარმოადგენდა.  
ამ ადგილიდან  დასავლეთით მდგომი მთის მწვერვალისკენ მიმავალ გზაზე 100 მეტრი ვერტიკალის ავლა მოგიწევთ. თუმცა, მთაზე  მკვეთრად გამოხატული ბილიკები არ არის, მაგრამ მაინც თავისუფლად შეიძლება ბოლომდე ასვლა. როგორც კი მოექცევით ქედზე, ზევიდან გადმოხედავთ მთელ მცხეთას,  მდინარე მტკვრისა და არაგვის შესართავს, პირდაპირ - ჯვრის ეკელსიას. ამის შემდეგ ქედს გასწრივ უნდა მიყვეთ. გზაზე მარკირების ნიშნებსაც შეამჩნევთ. ადგილ–ადგილ ეკლიან ბუჩქებში სიარული მოგიწევთ. ერთი კილომეტრის გავლის შემდეგ, ბილიკი დაბლა ეშვება, თუმცა,  სიმაღლეს ბოლომდე ნუ დააგდებთ და ნუ ჩახვალთ სოფელ კარსნის გზამდე. ეცადეთ,  შუალედური მდგომარეობა დაიჭიროთ. თქვენს მარჯნივ, ქედის ქიმზე, შეამჩნევთ ორ მაღალ ელექტროგადამცემ ბოძს, სადაც შეგიძლიათ ახვიდეთ და გადმოხედოთ მტკვრის ხეობას. ამ ადგილიდან უკვე შეძლებთ, ოდნავი სიმაღლის დაკლებით გადაიაროთ ხეობა. როდესაც გახვალთ ღია ადგილას, აუხვიეთ მარჯვნივ და აყევით აღმართს. იგი წმინდა ნინოს ეკლესიამდე მიგიყვანთ.
წმინდა ნინოს პატარა, ბაზილიკური ეკლესია ყოველთვის ჩაკეტელია. მის გარშემო რამდენიმე ნანგრევია. წყალი ახლომახლო არ არის.
ამ ადგილიდან  არმაზისხევის ხეობაში გადაასასვლელი ორი გზაა:
პირველი, რომელიც ტრეკზეა ნაჩვენები, წმ. ნინოს ეკლესიიდან დაბლა ეშვება  და თან წინ, არმაზისხევის ხეობისკენ მიიწევს. ხეობაში ჩასასვლელი ბილიკები არ არის და ამიტომ, მოგიწევთ პირდაპირ ჩაჭრა, სადაც დიდი სიფრთხილე გმართებთ.  ამ გზის დადებითი მხარე ის არის, რომ ხეობაში ჩასვლისთანავე, ასიოდე მეტრში არმაზის ციხის მთის ქვეშ მოექცევით, აივლით აღმართს და ციხესაც მიადგებით.
მეორე გზა, ასევე ჩადის ხეობაში, მაგრამ აქედან უფრო მეტი მანძილია გასასვლელი ციხემდე. ამ ბილიკს რომ დაადგეთ, ეკლესიიდან ისევ უკან უნდა ჩახვიდეთ ღია ადგილამდე, ჩაუხვიოთ მარჯნივ და გაყვეთ გზას ბოლომდე. ბილიკი ზუსტად მდინარესთან წყდება. აქედან უკვე გაუვალი ადგილებია. ამიტომ  ხშირად მოგიწევთ ნაპირიდან ნაპირზე გადახტომა–გადმოხტომა და ეკლიან ბუჩქებში სიარული. თუმცა, ამ ყველაფრისთვის თავის არიდება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ უბრალოდ გატოპავთ მდინარეში, რომელიც ძალიან პატარაა და ღელეს მოგაგონებთ. ადგილ–ადგილ პატარა ჩანჩქერები შეგხვდებათ. საბოლოოდ, მიადგებით ციხეს, ამას იმით მიხვდებით, რომ გზად  კოცონის ადგილებს და ბილიკს შეამჩნევთ. ციცაბო აღმართის ავლის შემდეგ მიადგებით არმაზის ციხეს.
არმაზის ციხე თრიღდება XIII-XV სს–ით. ციხე შედგება გალავნისა და კოშკებისაგან.
არმაზის ციხიდან ლამაზი ხედი იშლება: დასავლეთით, იქვე გამოქვაბულს შენიშნავთ, რომელსაც არსენას გამოქვაბულს ეძახიან, მარჯნივ, ხეობის გაღმა მხარეს, ლამაზი კლდეებია აღმართული, ხოლო ჩრდილოეთით - მტკვრის ხეობის მარცხენა ნაპირას მდგომი მთები მოჩანს.
აქედან ღვთისმშობლის ეკლესიამდე ერთი კილომეტრია. ციხიდან დაეშვით დაღმართზე, მიყევით ბილიკს. გზად ორჯერ მოგიწევთ მდინარის გადაკვეთა. ერთ–ერთ გადაკვეთაზე წყაროსაც ნახავთ (თუ დაგხვდებათ). ცოტა ხანში ბილიკი ორად გაიყოფა: პირველი მდინარეს კვეთს, ხოლო მეორე კი მაღლა ადის. ბოლოში ორივე გზა ერთმანეთს უერთდება, თუმცა ჩემი რჩევაა, რომ გაყვეთ ზედა ბილიკს, რადგან ქვედა ხანდახან დატბორილია წყლით. ზედა ბილიკს თუ გაყვებით (აქ კარგი საკარვე ადგილია), ბოლოში იგი ორად იყოფა. არჩევანი მარჯვენა გზაზე გააკეთეთ, რომელიც ისევ ხეობაში ჩაგიყვანთ. გზად მალევე პატარა ჯვარს და ორ ყვითელ დაფას შეამჩნევთ, რომლებზეც არმაზის ციხის და ღვთისმშობლის ეკლესიის ადგილმდებარეობაა მითითებული. ამ ადგილიდან უნდა აუხვიოთ მარჯნივ და გახვალთ ღია ადგილას.
არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია და მის ახლომახლო მდებარე ნაგებობები მოშიშვლებულ ადგილას დგანან. ძეგლი რესტავრირებული არ არის, თუმცა ამ ადგილას ცხოვრობენ ბერები. იქვე მათთვის საცხოვრებელი ორსართულიანი ხის სახლია აშენებული. ეკლესიის პატარა ნაწილი, სადაც ღვთისმსახურებას ატარებენ, გადახურულია ტენტით, ამ ადგილამდე სხვა გზიდან ორხიდიანი მანქანითაც შესაძლებელია ამოსვლა (დეტალური ინფორმაცია ამ გზის შესახებ არ გვაქვს).
ეკლესიიდან ერთ კილომეტრში უკვე მარშრუტის დასასრულია. გადაკვეთავთ  კვლავ მდინარეს (ხის ჯვართან) და ისევ გაუყვებით მას გასწრივ. აქაც, არაერთხელ მოგიწევთ მისი გადაკვეთა. ზოგ ადგილას შეიძლება გატოპვაც დაგჭირდეთ. ადგილ-ადგილ ბუჩქებს და ტანდაბალ ხეებს შორის მოგიწევთ გავლა. ბოლოს გახვალთ ლიანდაგებამდე. იქვე გზატკეცილზე ჩასასვლელი ბილიკია. ეს არის მარშრუტის დასასრული.

წახემსება: ამისათვის ბევრი ადგილი არსებობს არმაზის ხეობაში: მონასტრის დაბლა, არმაზის ციხის ნიშნულიდან რამდენიმე მეტრში, ხეობის გაყოლებაზე, რამდენიმე კარგი საპიკნიკე ადგილია. პიკნიკი თავად ციხეზეც შეიძლება, მაგრამ უმრავლესობა ციხის ქვემოთ (სამხრეთი მიმართულებით), მდინარის პირას ტყით დაბურულ ადგილებში ამჯობინებს.
დაბანაკება: თუ ამ ადგილებში  ღამის გათენებას გადაწყვეტთ, გირჩევთ კარვები  ღვთისმშობლის ეკლესიის მახლობლად გაშალოთ. ეკლესიის ნიშნულიდან (სადაც ხის ჯვარია) ციხის მიმართულებით გზა ორად იყოფა: პირველი მიუყვება მდინარეს გასწრივ, ხოლო მეორე კი მდინარეს კვეთს და მაღლა ადის. ბოლოში ორივე გზა ერთმანეთს უერთდება. ამ გზების შეერთებამდე არის მოსწორებული ტყიანი ადგილი, სადაც შესაძლებელია ბანაკის მოწყობა. სამწუხაროდ, წყარო ახლომახლო არაა.
 


8. damatebiTi cnobebi:

ფაქტობრივად, მთელ გზაზე არ არის წყალი. შეიძლება თვით არმაზისხევის წყლის დალევა (თუ ამღვრეული არაა). წყაროები მხოლოდ ციხის დაბლა და ღვთისმშობლის ეკლესიასთან არის. ამიტომ, ამ მარშრუტზე წასვლისას წყალი კარგად მოიმარეგეთ.



megobari saitebi

 

 

   

13.02.2017