ნასოფლარი ბასო მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მხარე თუშეთში, ისტორიულ პირიქითა (აღმა) თემში, სოფელ ომალოდან დაახლოებით 40 კილომეტრში, პირიქითა ალაზნის მარცხენა ნაპირზე, სოფელ ფარსმადან 100-150 მეტრში, ჩრდილო-დასავლეთით.
4. ruka
5. istoriuli mimoxilva, legendebi da zepirsityvieri
არ მოგვეპოვება
6. arqiteqturuli aRwera
I.კოშკი დგას ნასოფლარის განაპირას სამხრეთით. აშენებულია XVII-XVIII საუკუნეებში. ექვსართულიანია, გეგმით ოთხკუთხა (5.6X5.15 მ), შემორჩენილი სიმაღლე 11.5 მ), ნაგებია ფიქლით, წყობა მშრალია. ყველა სართული I-სა და ბოლოს გარდა, ნაკელნარევი მიწითაა შელესილი. ჩამონგრეულია სახურავი და სართულშუა გადახურვა. I სართულზე შესასვლელი სამხრეთიდანაა. II სართულის სამხრეთ და დასავლეთ კდლებში თითო სარკმელია, ხოლო ჩრდილოეთ კედელში – სათოფური. III სართულის სამხრეთ კედელში მიწიდან 3.5 მ სიმაღლეზე კარია. ამავე სართულზე, დასავლეთ კედელში, სარკმელია, აღმოსავლეთ კედელში – სათოფური, ჩრდილოეთისაში – დიდი ნიში. IV სართულზე კარი Aაღმოსავლეთიდანაა, მიწიდან 3.6 მ სიმაღლეზე. სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია, ჩრდილოეთ კედელში – ერთი სათოფური. V სართულის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ კედლებში ორ-ორი სათოფურია, სამხრეთისაში – ერთი, დასავლეთისაში – სარკმელი და სათოფური. VI სართულზე (ოთხივე კედელზე) სალოდეებია. სართულები ერთმანეთთან ხის მისამაგრებელი კიბეებით ყოფილა დაკავშირებული.
7. Zeglis daqvemdebareba da statusi:
ნასოფლარი ბასო თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე მდებარეობს და იგი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
8. gamoyenebuli masalebi
საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ2, 2008წ.