|
karbis wm. sameba
(X s)
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
სამების სახელობის ეკლესია;
2. mniSvnelovani da saintereso informacia
არ მოგვეპოვება.
3. adgilmdebareoba
კარბის წმ. სამების ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილოეთით 28 კმ-ში, მდინარე პატარა ლიახვის მარცხენა მხარეს მდებარე სოფელ კარბის განაპირას სამხრეთით.
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
კარბსა და მის შემოგარენში შემორჩენილი არქიტექტურული ძეგლები ძირითადად XVI-XVIII საუკუნეებს განეკუთვნება, მათ შორის არის წმინდა სამების ეკლესიაც. სამწუხაროდ ამ ძეგლებზე მწირი ინფორმაცია არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ თავად კარბი წერილობით წყაროებში XI საუკუნიდან ჩანს.
კარბის წმ. სამების ეკლესიის აგების სავარაუდო პერიოდად გვიანი შუა საუკუნები, კერძოდ კი, XVI-XVII საუკუნეები სახელდება, თუმცა შემდგომმა კვლევამ აჩვენა, რომ კარბის ეკლესია უფრო ადრეულ საუკუნეებს განეკუთვნება.
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
არ მოგვეპოვება.
7. arqiteqturuli aRwera
|
gegma
|
კარბის წმ. სამების ეკლესია ერთსაფეხურიან ცოკოლზე მდგომი, აზიდული პროპორციების, დარბაზული ეკლესია ნაგებია კარგად თლილი, მუქი ღვინისფერი ტუფის კვადრებით, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ და ზედმიწევნითაა მორგებულ-მისადაგებული. წყობათა რიგები სწორია, თარაზული; აქა-იქ ჩართულია უფრო მუქი, მოყავისფრო კვადრები და რამდენიმე თეთრი ფერის ძალზე პატარა, თავისი ზომით სხვებთან შეუსაბამო, თუმცა ფერით ინტენსიური ქვა. გულდაგულ ნაწყობი თანაბარზომიერი კვადრების ერთიანობით შექმნილ მუქ ფონზე ისინი მკაფიო ლაქებად ჩნდება, რაც თავიდანვე უნდა ყოფილიყო განსაზღვრული, როგორც ტაძრის საერთო მხატვრული სახის შემადგენელი. ნაგებობა დროთა განმავლობაში დაზიანებულა და რამდენჯერმე აღუდგენიათ – პირველყოვლისა, კამარა და სამხრეთი კედლის ზედა ნაწილი. აღდგენისათვის გამოუყენებიათ იმავე ჯიშის ქვა, თუმცა ფასადის დასავლეთი ნაწილის აღსადგენად სხვა ქვაც უხმარიათ. პერანგი გადაწყობილია სამხრეთი ფასადის დასავლეთი სარკმლის ირგვლივ. მოგვიანო განახლების კვალი თვალსაჩინოა ნაგებობის ჩრდილოეთ ფასადზე _ აქ წყობისათვის გამოუყენებიათ როგორც უფრო უხეშად ნათალი ტუფი, ისე რიყის ქვა (ძირითადად ფასადის აღმოსავლეთი მონაკვეთის ზედა ნაწილში), აგრეთვე მოყავისფრო ქვიშაქვის დიდი ზომის კვადრები. ფასადის ამ მონაკვეთზე წყობაც განსხვავებულია, უხეში; ქვებს შორის ჩანს დუღაბის ფენა. ტაძრისათვის ჩრდილოეთი მხრიდან აღმოსავლეთ ნაწილთან რიყის ქვითვე მოგვიანებით უნდა მიეშენებინათ კვადრატული მოხაზულობის მომცრო სათავსი (ამჟამად მისი ზედა ნაწილი და აღმოსავლეთი კედელი მთლიანად დარღვეულია – დარჩენილია დასავლეთი კედელი და ჩრდილოეთი კედლის ქვედა ნაწილი).
ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდანაა _ სადა ტიმპანიანი, თაღოვანი კარი მის დასავლეთ ნაწილში, უშუალოდ პილასტრის გვერდითაა გაჭრილი.
ტაძრის შიდა სივრცე სამი თაღოვანი სარკმლით ნათდება: მათგან ერთი საკურთხევლის აფსიდშია, ორი _ სამხრეთი კედლის ზედა მონაკვეთზე. დარბაზული ტიპის ეკლესიათა დიდი უმეტესობის მსგავსად, კარბის ეკლესიის ინტერიერიც სადაა; მაღალი, აზიდული პროპორციების მქონე დარბაზს ორსაფეხურიანი პილასტრების წყვილი ორ არათანაბარ ნაწილად ჰყოფს. ამ პილასტრებიდანვე გადადის როგორც ცილინდრული კამარის საბჯენი ნახევარწრიული თაღი, ისე გვერდითა – სამხრეთი და ჩრდილოეთი კედლების თაღებიც. ყველა მათგანის ქუსლები ეყრდნობა პილასტრების მარტივ იმპოსტებს _ მათ ოდნავ შედრეკილ ლილვზე დადებული თაროს პროფილი აქვთ. კამარის ქუსლი კედლის თაღების ქუსლთან შედარებით რამდენადმე მაღლაა ანაცვლებული. დარბაზის კედლებს ერთსაფეხურიანი ხარისხი გასდევს; საკურთხეველში ორივე მხარეს თითო ნახევარწრიული არასწორი მოყვანილობის ღრმა თაღოვანი ნიშაა; ისინი იატაკის დონიდან სხვადასხვა სიმაღლეზეა განთავსებული (მარჯვენა _ 0.98 მ., მარცხენა _ 0.38 მ.). უჩვეულოდ აღიქმება უშუალოდ ნიშებს ზემოთ განთავსებული, რთული პროფილის მქონე თითო იმპოსტი. რაც მთავარია, იმპოსტების კიდევ ერთი, დამატებითი წყვილია რამდენადმე უფრო ზემოთ, კონქის ქუსლთან. ქვის ტრაპეზი უშუალოდ საკურთხევლის კედელთან მიუდგამთ.
ტაძრის ინტერიერი გვიანი ნალესობის სქელი ფენითაა დაფარული, რაც გარკვეულწილად ართულებს მისი შიდა სივრცის საერთო მხატვრული იერის თავდაპირველი სახით აღქმას; უცნობი რჩება შიდა პერანგის წყობის ხასიათიც.
ინტერიერში ზეაზიდულობის შთაბეჭდილებას რამდენადმე აძლიერებს ტაძრის განივი კედლების დამანაწევრებელი ორ-ორი თაღი, რომლებიც ჩვეულებრივზე ბევრად უფრო მაღლაა აზიდული. ამასვე უწყობს ხელს განიერი, მსხვილი, საგრძნობლად წინ წამოზიდული ორსაფეხურიანი პილასტრები, რომლებსაც კამარის საბჯენი ასეთივე თაღები ემყარება.
ტაძარში შედარებით უკეთ განათებული ჩრდილოეთი კედელია _ დარბაზს შუქი სამხრეთიდან, გარდა კარისა, მომცრო სარკმლიდანაც ეფინება. უფრო ნაკლებაა განათლებული ვიწრო, მაღალი საკურთხეველი, განსაკუთრებით კი მისი ღრმა ნიშები. ნაგებობის შედარებით მცირე ზომებისა და სიმაღლეში აზიდულობის გამო, ინტერიერში შუქჩაღვრილი და ნახევრად განათებული მონაკვეთების კონტრასტული მონაცვლეობის ნაცვლად, იქმნება განათების რბილი, თითქმის შეუმჩნეველი გადასვლები.
ტაძარი მოუხატავია. Fფასადებზე არის რამდენიმე ყურადღებამისაქცევი და საინტერესო რელიფი.
ეკლესიის სარკმელთაგან ორი _ აღმოსავლეთ ფასადზე და სამხრეთი ფასადის დასავლეთ ნახევარზე განთავსებულნი _ თარაზულად მკლავებგადაკეცილი წარბებითაა გაფორმებული. ესაა ერთსაფეხურიანი, ბრტყელი ზედაპირის მქონე, მარტივი ფორმის თავსართი. რაც მთავარია, ორივეგან წარბთა ზემოთ, იმავე ფილაზე რელიეფებია განთავსებული. აღმოსავლეთ ფასადზე ესაა გრეხილით შექმნილ მედალიონში ჩაწერილი ე.წ. ბოლნური ჯვარი, სამხრეთი ფასადზე კი განედლებული ჯვარი. სამხრეთი ფასადის აღმოსავლეთ მონაკვეთზე არსებული სარკმელი შეუმკობელია.
აღმოსავლეთი სარკმლის მამკობი ბოლნური ჯვრის წვერები უშუალოდ ებჯინება გრეხილი ლილვით შექმნილ მედალიონს. თავის მხრივ, ჯვარი აღმართულია მომცრო ბუნზე, რომელიც სარკმლის სათაურს ემყარება; ამის გამო მედალიონი არაა შეკრული _ იგი ჯვრის ქვედა მკლავის განზე გასულ წვერებს ებჯინება. ფონი ჯვრის მკლავებს შორის თეთრია (ქვის ზედაპირი კირის თეთრათია დაფერილი). ამგვარი ხერხი, შუქ-ჩრდილთან ერთად კიდევ უფრო გამოჰკვეთს გამოსახულებას მუქი ღვინისფერი ფასადის ერთიან სიბრტყეზე. მსგავსი, წრეში ჩაწერილი ჯვრები გვხვდება დირბში, ტაბაწყურში, ფრისში, გოსტიბეში.
სამხრეთი ფასადის დასავლეთ ნაწილში განთავსებული სარკმლის წარბის თავზე ჯვარს ქვედა მკლავი რამდენადმე დაგრძელებულია; ამასთანავე, ჯვრის ყოველი მკლავის ორივე წვერი ე.წ. `ღილებითაა~ გამშვენებული. ასევე `ღილია~ ჯვრის ცენტრში, მკლავთა შეერთების ადგილას. ჯვრის ისეთი გამოსახულება რომელიც კარბის სამხეთ ფასადზე ქართული ხელოვნების ადრეული პერიოდიდანაა ცნობილი როგორც სტელებზე, ისე ეკლესიათა ფასადებზე.
ეკლესიის საფასადო მორთულობაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დასავლეთი ფასადია –აქაა ჩართული საქტიტორო რელიეფი, აქვე ამოუკვეთავთ წარწერებიც.
საქტიტორო რელიეფი განთავსებულია კედლის ზედა ნაწილში, ფრონტონის სიახლოვეს. ფილის მარცხენა ნაწილზე წარმოდგენილია მამაკაცის ფიგურა. მარჯვნივ დარჩენილ არეს თორმეტსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა ავსებდა. ამჟამად ცალკეული ასოებიღა შემორჩა.
გამოსახულება ზოგადი ფორმებით ხასიათდება. იგი ჩაკვეთილი ფონიდან ამოიზიდება. რელიეფის სიღრმე დაბალია, პროპორციები _ დარღვეული: თავის ზომა ტანთან შედარებით შეუსაბამოდ დიდია, ხელებისა _ მცირე. განსაკუთრებით მცირე ზომისაა მტევნები. ტანის ოთხკუთხა ფორმას ქმნის ზედა ნაწილში მოსასხამის გადმოცემის ხერხი, ქვემოთ კი მოხრილი მუხლის დეტალი. გამოსახულებაში გარკვეული დინამიურობის შემომტანია ფიგურის მოხრილი ხელები, ხოლო თავისა და სხეულის ფრონტალურობა და მარცხნივ ერთმანეთზე დადებული გაშეშებული ფეხები, პირიქით, სტატიურს ხდის მას. რელიეფი წითელი ოქრას საღებავით ყოფილა შეღებილი _ პიგმენტის კვალი ამჟამად თითქმის მთლიანადაა გადარეცხილი და ალაგ-ალაგ უმნიშვნელო ნაშთების სახითღა ჩანს.
|
fragmenti |
საქტიტორო გამოსახულებიანი კვადრის გვერდით, მის მარცხნივ, რამდენადმე ქვემოთ, იმავე ფერის მომცრო ფილაზე ამოკვეთილია რვასტრიქონიანი წარწერა- ჩფ-სასა დ|რამისაÁ | წამიგია | აქამდ[ი]ს; | ვი(ნ)ცა წაი|კითხოს, ლ|ოცვა ყო|ს.
საქტიტორო რელიეფის სამხრეთით, მისგან მცირე მანძილით განთავსებულ მართკუთხა ფორმის, მომცრო, თეთრ ფილაზე ნათლისღების კომპოზიციაა ამოკვეთილი.
XX საუკუნის დასაწყისში, 1911 წელს ტაძრისათვის გალავანი მიუშენებიათ. ამჟამად მისგან მხოლოდ ნაშთებიღა შემორჩა. გალავნის განახლებაზე მოგვითხრობს ნაცრისფერი ტუფის ქვაზე (56X37 სმ.) შესრულებული მხედრული წარწერიდან, რომელიც ტაძრის გარეთ, მის კართან დაუდვიათ: “ეს წმიდის სამების გალავანი | ავაშენეთ სოფლის შემწეო|ბით მზრუნველებმა ლადო | ბიძინაშვილმა, იგორ | გნოლიძემ და სანდრო ძიმა | კურიძემ 1911 წ. Mაისისა”.
ეკლესია, როგორც ჩანს, XX საუკუნის დასაწყისშივე გადახურეს თუნუქით. იმავე პერიოდშივე უნდა დაედგეთ მის დასავლეთ კეხზე პატარა სამრეკლო; იმხანადვე ჩანს შელესილი ტაძრის ინტერიერი. სავარაუდოდ, იმავე დროს დაამატეს ტაძრის ინტერიერში კედლების გასწვრივ ერთსაფეხურიანი შემაღლება; ამაზე უნდა მეტყველებდეს გამოყენებული საშენი მასალა _ რიყის ქვა და ცემენტი. საფეხური ტაძრის ცენტრში შემოსასვლელიდან იწყება და საკურთხეველს უერთდება.
გალავანი ეკლესიის გარშემო არსებული სასაფლაოს ზრდასთან ერთად უნდა მოშლილიყო, მაშენებელთა წარწერიანი ქვისთვის კი ადგილი ეკლესიის შესასვლელში მიუჩენიათ. სასაფლაოზე ძირითადად XIX-XX საუკუნეების საფლავებია. ძველი სასაფლაოს ნაწილი ამჟამად დაფარულია ხშირი ბუჩქნარით, საიდანაც ალაგ-ალაგ ძველი საფლავის ქვები ჯერ კიდევ მოჩანს. საფლავის ქვებზე შეიძლება ამოიკითხოთ კარბის ძველ და თანამედროვე მცხოვრებ ოჯახთა გვარები: მარიამიძე, გვიმრაძე, დავითისძე, რაზმაძე, ჩალაური, ქურთაული, რთველიაძე, გნოლიძე და სხვ.
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
კარბის წმ. სამების ეკლესია სამთავისისა და გორის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი არ არის მოქმედი.
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
1. ზაზა სხირტლაძე, ნატალია ჩიტიშვილი - “საქართველოს სიძველენი“ N#12. 2008
2. ფოტოების ავტორი – ნატალია ჩიტიშვილი;
10. marSruti
დადგინდება;
11. bmulebi
http://ka.wikipedia.org
http://www.nplg.gov.ge
|