Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

snos cixe
(RuduSauris cixe)
(XVI-XVII ss)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

გალავანი და კოშკი.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი სიმონის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია იოსების ასულ კობაიძის კეთილმორწმუნე ოჯახში დაიბადა ილია (ერისკაცობაში ირაკლი) ღუდუშაურ-შიოლაშვილი. ღუდუშაურთა გვარი ძველი დროიდან მოდის. ვახტანგ გორგასლის დროს ბრძოლაში თავი გამოუჩენია ვინმე სნოს. მეფეს მისი ვაჟი მოუნათლავს და ღუდუშაური დაურქმევია, ბავშვის სახელზე კი ციხე აუშენებია. სიმამაცით გამორჩეული ყოფილა შიოლა ღუდუშაური. სწორედ მისი შთამომავალია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II. შიოლა ღუდუშაური VII საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. იგი ყოფილა მფლობელი ღუდუშაურთა ხეობისა, რომელშიც შედიოდა აჩხოტი და რამდენიმე სოფელი: სნო, ახალციხე, კარკუჩა და მთელი ხეობა.

3. adgilmdebareoba

კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, ისტორიულ ხევში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ სნოს განაპირას, მდინარე სნოს წყლის მარჯვენა ნაპირზე, კლდეზე.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

ციხის ანალოგებთან შედარება საშუალებას იძლევა იგი XVI საუკუნის მეორე ნახევრით, ან მომდევნო საუკუნის დასაწყისით დათარიღდეს სნოს ციხის ამგების ან მეპატრონის შესახებ ისტორია დუმს. იგი მხოლოდ ერთხელ, XVIII საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში იხსენიება. არაგვის ერისთავი ბარძიმი ატყობინებს რუსეთში მყოფ ვახტანგ VI- ს ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობას და ჩივის ლეკთა გამუდმებულ თავდასხმებზე. ერთ-ერთი შემოსევის დროს ათი ათასი ლეკი მოადგაო სნოსა და არშას. რა შედეგი მოყვა ასეთ თავდასხმას, წერილში არ ჩანს. ლეგენდის მიხედვით, სნოს ციხე თურმე შიოლა ღუდუშაურს ეკუთვნოდა. სნოს ციხე ასევე ცნობილია ღუდუშაურის ციხედ. ცნობილია, რომ ხევს (დღევანდელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტი) ფეოდალურ ხანაში ბატონი არ ჰყავდა. არაგვის ერისთავეებს გამუდმებით თვალი ეჭირათ ამ კუთხეზე და ნიადაგს ამზადებდნენ მის დასაპყრობად. მათ თანდათანობით მიიჩვიეს მოხევეები. ბოლოს, ერთ-ერთ დაწინაურებულ მოხევეს შიოლა ღუდუშაურს აზნაურობაც უბოძეს. საქმე იმაშია, რომ ამ ხეობაში მცხოვრებმა ღუდუშაურებმა XVII საუკუნის პირველ მეოთხედში არაგვის ერისთავების წყალობა დაიმსახურეს და პრივილიგირებუოლ მდგომარეობასაც მიაღწიეს. ამიტომაა, რომ XVIII საუკუნის ისტორიკოსი ვახუშტი ბაგრატიონი სნოს ციხეს ამ საგვარეულოს კუთვნილებად აცხადებს. როდესაც ის ხეობის მდებარეობას აღწერს, იქვე აღნიშნავს: „აქა არს ციხე ღუდუშაურისა მცირე, არამედ ფრიად მაგარი“.
სნოს ციხე ამ ხეობის ერთ მთავარ სიმაგრედ ითვლებოდა, რომელშიც მტრების შემოსევის დროს სნოვლები იხიზნებოდენ. არშისა და სნოს ციხეს ლეკიანობის დროს ერთმანეთისათვის დახმარება არა ერთხელ აღმოუჩენიათ.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

ლეკების შემოსევა. ხალხური გადმოცემით ლეკების ერთერთი შემოსევის დროს მოხევეები არშისა და სნოს ციხეში გამაგრებულან. არშის ციხე ძნელი ასაღები იყო, ამიტომ ლეკები თავდაპირველად სნოს ციხეს შესევიან. ერთი კვირის განმავლობაში ლეკებსა და სნოვლებს შორის ომი არ შეწყვეტილა, ამ ომის შესახებ არის ნათქვამი:

„სნოს ციხემ მაშინ შასტირა,
თვალები დაისველაო,
ნეტავი ჩემთა მეთოფეთ
ყელან ვინ გაუსველაო
ან ცოტა პური მიჭმივა,
ან ძილით მამისვენაო,
თოფებ ვინ დაუგრიალა,
წამალი დამისველაო“.

ამ გახურებულ ბრძოლაში სნოს ციხის მეთოფეებს წამალი შემოლევიათ და სროლაც შეუწყვეტიათ. ლეკები კი ციხეს თანდათან უახლოვდებოდნენ თურმე. ეს ამბავი არშის მეციხოვნეებმა გაიგეს და თოფის წამლის მიწოდება განიზრახეს. ამ დროს ამოვან ავსაჯანს უთქვამს: რა წყალობის გაღება შეუძლია ჩემზე თემს, რომ მე სნოს ციხეს წამალი მოვაშველოო. ამაზე თემს უპასუხნია: „რომ ჩვენ ვალად დავიდებთ რათა შენთვის და შენი შთამომავლობისათვის ჩვენს თემში ქალი უთხოვარი იყოს და სუფრა უწევარიო.“ ე.ი. მის შთამომავლობას ქალი საცოლედ არსად არ დაეჭიროს და სუფრაზე ყველგან უკითხავად მივიდესო.“
ამოვანი ამაზე დათანხმებულა, იარაღი აუსხამს და ერთი გუდა წამალი ზურგზე აუკიდია. ამოვანს ლეკის ჯარის ბანაკში გაუვლია, მაგრამ ის ლეკებს ვერ უცვნიათ, რადგანაც ამოვანს ლეკური ტანისამოსი სცმია. ამოვანი სნოს ციხეში შესულა და მეომრებისათვის თოფის წამალი გადაუცია, შემდეგ ისევ არშის ციხეში მშვიდობით დაბრუნებულა. სნოს ციხეს ჩქარა ომი განუახლებია და დამარცხებული ლეკებიც გაქცეულან.
შიოლა ღუდუშაურის მკვლელობის ამბავი. შიოლას გააზნაურებასა და განდიდებას თანამემამულეები უნდობლად, ალმაცერად უყურებდნენ. შიოლამ მალე შეიფერა აზნაურობა და ერისთავის წაქეზებით ჩაგვრა და ძარცვა დაუწყო მოსახლეობას. ხალხს მოთმინების ფიალა აევსო. თემმა გადაწყვიტა შიოლას დასჯა. მაგრამ ეს არც ისე ადვილი იყო, ვინაიდან შიოლას კარგი ციხესიმაგრეები ჰქონდა სნოსა და მის მიდამოებში. რაკი თემმა შიოლასთან შეხვედრა ვერ მოახერხა, მოისყიდა ვინმე ხევსური მთრეხელი, რომელიც ძმადნაფიცი ყოფილა იქვე ახლოს, სოფელ ახალციხეში გათხოვილი შიოლას დისა. ხევსურს ძღვენის მიტანისას უნდა მოეკლა შიოლა, მაგრამ მოღალატე ვიღაცამ გასცა. მთრეხელი აჩხოტში სანადიროდ მიმავალ შიოლას შეეყარა. შიოლამ ბრძანა ცხენის წართმევა. მთრეხელს ცხენი წაართვეს. მაგრამ მშვილდ–ისარი ვერ აართვეს და მან ისარი შიგ გულში გაუყარა შიოლას. მას დაედევნენ მხედრები და დადნაფიცის სახლში მოკლეს. ასეთი საქციელი ოჯახის დიდ შეურაცხყოფად ითვლებოდა. ოჯახის უფროსი სნოში მიხტა ცოლეურებს, დამხვდურთაგან ორი მოკლა და თვითონაც ზედ შეაკვდა.

7. arqiteqturuli aRwera

gengegma


gegma

სნოს ციხე სტრატეგიულ პუნქტს წარმოადგენდა, რადგან, ერთ მხრივ, აქ გადიოდა ცენტრისკენ მიმავალი გზა გუდამაყრის ხეობაზე გავლით, ხოლო მეორე მხრივ, სნოს ხეობა ძველ ხევს აკავშირებდა ხევსურეთთან. სნოს ციხე დიდი არ არის, მაგრამ იგი ძნელად მისადგომია. შედგება თითქმის წრიული გალავნისა და ერთი კოშკისაგან. ნაშენია ძირითადად ნატეხი ქვით და შავი ფიქლით.
ა) გალავანი მრავალ თავდაცვით ელემენტს შეიცავს. ციხის ერთადერთი შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა. მის წინ, კლდეზე, ამოკვეთილია საფეხურები. კარი ხისა უნდა ყოფილიყო, წირთხლებთან შემორჩენილია ურდულის ბუდეები. ციხის მშენებელს, მიუხედავად ეზოს დონის დიდი სხვაობისა, გალავანი ერთ სიმაღლეზე დაუყენებია, რის შედეგადაც, თუ ჩრდილოეთით კედლის სიმაღლე ოთხ მეტრამდეა, მოპირდაპირე მხარეს ათ მეტრს აღწევს. ამის მიხედვითაა განლაგებული საბრძოლო იარუსებიც. დაბალ მხარეს ორი იარუსია, მაღალ მხარეს — სამი. მებრძოლთა დასადგომი იარუსები ხისა იქნებოდა. აღნიშნულ იარუსებზე განლაგებულია სათოფეები და სალოდეები. მოახლოებული მტრის წინააღმდეგ იყენებდნენ სათოფეებს, ხოლო ციხის ძირას მისულს სალოდეებიდან ქვებს აყრიდნენ, ან ცხელ სითხეს ასხამდნენ. გალავნის ჩრდილოეთით ნაწილში სათავსია ჩართული. მის კედლებში სათოფეებიც ბლომადაა.

gegma

ბ)კოშკი გეგმით ოთხკუთხაა (4,84,3 მ, სიმაღლე 20 მ), ზემოთკენ შევიწროებული. დგას გალავნის სიღრმეში, ყველაზე მაღალ ადგილას, რითაც ციხე განსხვავდება ამავე პერიოდის სხვა ქართული სიმაგრეებისაგან, რომლებშიც კოშკები თვით გალავნის ხაზშია ჩართული. ნაშენია შერჩეული, ტლანქად დამუშავებული ქვით (რომლის წყობაც ქმნის სწორ ჰორიზონტაოლურ რიგებს) და დუღაბით. გამოყენებულია დიდი ლოდებიც. განსხვავებულია ჩრდილოეთ კედელი, რომელიც ნაგებია შავი ფიქლის ჯვარედინი წყობით. ნაგებობის ქვედა ნაწილი 6 მ სიმაღლეზე ყრუა. ზემოთ სამი სართულია. შესასვლელი პირველ სართულზეა, ეზოდან. კარის გვერდზე, მარცხნივ, კიბის მისადგმელად შვერილი ქვაა ჩაყოლებული. ამ სართულის დანარცენი კედლები ყრუა. მეორე საღულის აღმოსავლეთის და ჩრდილოეთის კედლებში ორ–ორი სათოფურია. მესამე სართულის კედლები ძლიერ დაზიანებულია. დასავლეთის და ჩრდილოეთის კედლებში შემორჩენილია ცალმაგი სათოფურები და ოთხკუთხა სარკმელ–სათოფურები. ზოგ ადგილას სათოფურები წვრილია და ჯვრისებრ არის განლაგებული. კოშკს ზემოთ სწორკუთხა შვერილი მაშიკულები აქვს. გამორჩეულია ჩრდილოეთ კედელში ჩართული მაშიკული – მცირე ოთახი, რომელშიც კაცი გაიმართება. ოთახში სათოფურები და იატაკის ხვრელია. შიგნით მას ქვის „გვირგვინი“ ხურავს, გარედან – „ხევსურული ტიპის“ საფეხურებიანი პირამიდა. სართულშუა გადახურვები ქვისა იყო. ფილები კედელში ჩამაგრებულ ფიქალ–კრონშტეინებს ეყრდნობოდა.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

არ მოგვეპოვება

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. გ. აბრამიშვილი,ნ პ. ზაქარაია, ი. ციციშვილი – "ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია"., 2000წ.
2. პ. ზაქარაია – "საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები". 1988წ.
3. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.2, 2008წ.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://www.nplg.gov.ge

http://www.skola.edu.ge

http://church.ge

http://prschool.wordpress.com

http://dzeglebi.com

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016