Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

SalikaSvilebis eklesia
(X-XI ss.)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია.

 

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

3. adgilmdebareoba

შალიკაშვილების (ღვთისმშობლის) ეკლესია  მდებაროებს შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მისგან დასავლეთით 12 კმ–ის მანძილზე მდებარე სოფელ კოშკების განაპირას, ჩრდილოეთით, მაღალი მთის ფერდობზე.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

შალიკაშვილების (ღვთისმშობლის) ეკლესია თარიღდება X-XI საუკუნეებით. 1920 წლის მიწისძვრას ეკლესია თითქმის მთლიანად დაუნგრევია. შენობის დასავლეთის კარის თავზე არსებული მხედრული წარწერის თანახმად ეგვტერი, კარიბჭე და სამრეკლო (არ შემორჩენილა) 1708 წელს აუშენებია ედიშერ შალიკაშვილს.

 

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

samxreT fasadi, gegma

შალიკაშვილების (ღვთისმშობლის) ეკლესია დარბაზულია ( 12,8 X7,6 მ), შიდა კედლები ნაგებია მცირედ დამუშავებული ქვით, ფასადები შემოსილია სხვადასხვა ზომის თლილი ქვით. ეკლესიას შესასვლელი დასავლეთით, სამხრეთითა და ჩრდილოეთით ჰქონია. აღმოსავლეთით, დასავლეთითა და ჩრდილოეთით თითო სარკმელია, სამხრეთით-ორი. დარბაზი გადახურული იყო საბჯენ თაღებზე დაყრდნობილი ცილინდრული კამარით. აფსიდში ორი ნიშია. შემორჩენილია გვიანდელი მოხატულობის ფრაგმენტები და ამავე პერიოდის აგურის კანკელი, რომელსაც შუაში თაღოვანი კარი ჰქონდა.
ეკლესიაზე სამხრეთით მიშენებულია ეგვტერი. ეგვტერი დარბაზულია (7,4X4,6 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. ლავგარდანი და კონსტრუქციის ნაწილები თლილი ქვისაა. შესასვლელი დასავლეთითაა. აღმოსავლეთით და სამხრეთით თითო სარკმელია. დარბაზი გადახურულია შეისრული კამარით, რომელიც ეყრდნობა საბჯენ თაღს. სარკმლები ფასადების მხრიდან მცირედ დეკორირებულია. ეგვტერს დასავლეთიდან მიშენებული აქვს გეგმით კვადრატული, სფერული კამარით გადახურული კარიბჭე, რომელიც სამხრეთიდან და დასავლეთიდან გახსნილია თაღებით. კარიჭე ჩრდილოეთით დაკავშირებულია ეკლესიის სამხრეთ შესასვლელთან. კარიბჭის ოთხივე კუთხის საყრდენები თლილი ქვისაა. მათი კაპიტელები და ბაზისები მორთულია.


8. Zeglis daqvemdebareba da statusi

შალიკაშვილების (ღვთისმშობლის) ეკლესია სამთავისისა და გორის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. არ არის მოქმედი.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, 1990წ.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.nplg.gov.ge

http://dzeglebi.com

http://xvtismshobliseklesia.blogspot.com

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016