skris koSki
(XVIII s)
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
კოშკი
2. mniSvnelovani da saintereso informacia
არ მოგვეპოვება.
3. adgilmdebareoba
სკრის კოშკი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მისგან დასავლეთით 8 კმ–ში მდებარე სოფელ სკრის ჩრდილოეთით, ვაკეზე.
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
არ მოგვეპოვება.
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
არ მოგვეპოვება.
7. arqiteqturuli aRwera
სკრის კოშკი ცილინდრულია (დიამ.10,6 მ, სიმ.8,2 მ, კედლის სისქე 2,4 მ), ორსართულიანი, ნაგებია რიყის ქვით. კარსა და სარკმლებზე გამოყენებულია თლილი ქვაც. ნაგებობას აკლია მხოლოდ ბანის კედლების ზედა ნაწილები. კოშკის შესასვლელი ჩრდილოეთით, მეორე სართულზე აქვს. პირველი სართული დამხმარე სათავსია. ამ სართულზე კედლებში დატანებულია სამეურნეო დანიშნულების ოთხი ღრმა ნიში და ორი მცირე, კვეთით მაღლა მიმართული სარკმელი.
|
|
II sarTulis gegma |
fasadi da ganakveTi |
მეორე სართული საბრძოლო დანიშნულებისაა. მისი კედლები დასერილია ღრმა ნიშებში გაჭრილი ცალმაგი და ორმაგი სათოფურებით. კარის მოპირდაპირე კედელში ჩაშენებულია ბუხარი. მეორე სართული კედელში დატანებული კიბით უკავშირდება პირველ სართულს და ბანს. კიბის უჯრედის გარე კედელშიც რამდენიმე სათოფურია გაჭრილი. ორივე სართული თითქმის კონუსური გუმბათოვანი კამარით არის გადახურული. კოშკის კარი, სარკმლები და სათოფურები ყველგან თაღოვანია. შენობის ბანი საბრძოლო დანიშნულებისაა - მის სქელ კედელში, მებრძოლთა ჩასადგომად, დატოვებულია 1,5 მ სიღრმის გარსშემოსავლელი.
8. Zeglis daqvemdebareba da statusi სკრის კოშკი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, 5ტ. გამომცემლობა თბილისი, 1990წ.
10. marSruti
დადგინდება;
11. bmulebi
http://www.nplg.gov.ge
http://dzeglebi.com
|