ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, გალავანი, კოშკი, სატრაპეზო, სამრეკლო, საცხოვრებელი სენაკები.
2. mniSvnelovani da saintereso informacia
ამ ტაძარში დაიწერა ჯვარი ქართლის მეფე ლუარსაბ II-მ დიდი მოურავის - გიორგი სააკაძის დაზე.
3. adgilmdebareoba
ქვათახევის კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, ქართლში, კასპის რაიონში, კასპის სამხრეთით 14 კმ-ის დაშორებით, მდინარე კავთურას ერთ-ერთი შენაკადის მარჯვენა ნაპირზე.
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
ქვათახევი ქართლის უმთავრეს მონასტრად ითვლებოდა და დიდებულთა მფარველობის ქვეშ იყო. იოსელიანის და ისტორიკოსთა ერთი ნაწილის აზრით, ქვათახევი XV საუკუნემდე დედათა მონასტერი ყოფილა, შემდეგ კი მამათა მონასტერი დაარსებულა. (თუმცა ამის დამადასტურებელი მასალა არ არსებობს). 1386 წელს თემურ–ლენგის მორიგი ლაშქრობის დროს მონასტერი აიკლეს, “განიტაცეს ჭურჭელნი და გამოიღეს სიმდიდრენი მონასტრისა საუნჯეთა არა მცირედი, რამეთუ ფრიად მდიდარ იყო მონასტერი იგი”, ხოლო მონასტერში თავშეფარებული “მონაზონნი, მრავალნი მამანი და დედანი, აზნაურთაგანნი და მღდელნი და დიაკონნი “ და მალულად ამოსული სოფლის მაცხოვრებლები სასტიკად დაარბიეს, ხოლო შემდეგ, როდესაც ქრისტიანობის უარყოფაზე უარი მიიღეს, ერთად გამოკეტეს ყველა და ტაძარი ცეცხლს მისცეს.
დარბეული მონასტერი შემდგომ მეფე ალექსანდრე დიდმა (1412-1442) აღადგინა. აქედან მოყოლებული მონასტერი იმდენად წმინდად ითვლებოდა, რომ იქ ქალს ფეხი აღარ დაუდგამს. 1735-1740 წლებში მონასტერი დაიკეტა, ხოლო მონასტერში დაცული სიწმნიდეები მონასტრის ახლოს, გამოქვაბულში გადამალეს. XVIII საუკუნის ბოლოს ტაძარი ისევ მოქმედი გახდა, ხოლო 1809 წელს არქიმანდრიტ დოსითეოსის მეშვეობით გადამალული განძი აღმოჩენილ იქნა და კვლავ მონასტერს დაუბრუნდა.
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
გადმოცემით ტაძრის საძირკველში ღვთისმშობლის სამოსლის მცირე ნაწილია ჩატანებული და ტაძარიც მისსავე სახელს ატარებს. Aაქვე დავანებულია ქრისტიანული ეკლესიის უდიდესი სიწმინდე წმ. იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილი და ღვთისმშობლის მიძინების სასწაულთ მოქმედი ხატი, რომლის წინაშეც უშვილო მშობლები ევედრებიან ყოვლადწმინდა დედას.
7. arqiteqturuli aRwera
gengegma
ა) ეკლესია - ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა (20,7X13,5 მ), რომელიც ორსაფეხურიან ცოკოლზე დგას. ფასადები კარგად გათლილი კვადრებით არის მოპირკეთებული. აქვს ორი კარიბჭიანი შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდან. დასავლეთი კარიბჭე ეკლესიას XVII საუკუნის მეორე ნახევარში მიუშენეს. ეკლესიის შიდა სივრცეს ოთხი მკლავი და მათ გადაკვეთაზე აღმართული გუმბათი ქმნის (აღმოსავლეთის და დასავლეთის მკლავები სამხრეთ და ჩრდილოეთ მკლავებზე გრძელია. გადახურულია კამარებით). გუმბათის ყელზე გადასვლა ხდება აფრებით. სადიაკვნე და სამკვეთლო საკურთხეველს ბემის არეში უერთდებიან. რაც შეეხება სარკმლების განლაგებას: ჯვრის ყოველ მკლავში ორი მაღალი და ვიწრო სარკმელია, ხოლო მათ ზემოთ -ერთი მცირე წრიული სარკმელი. სამი სარკმელი ამკობს საკურთხევლის აფსიდს, თითო პატარა სარკმელი-სადიაკვნეს და სამკვეთლოს. გუმბათის ყელში კი 12 სარკმელია გაჭრილი. ტაძარი მოხატული ყოფილა, თუმცა XIV საუკუნეში მომხდარმა ხანძარმა მთლიანად შეიწირა მხატვრობა და ამჟამად თავდაპირველი შელესილობის და მოხატულობის კვალი გამქრალია. მოგვიანებით კედლები ხელმეორედ შელესეს.
aRmosavleTi fasadi
ფასადების მორთულობის ძირითადი ელემენტი შეწყვილებული სარკმლების მოჩუქურთმებული მოჩარჩოება და მათ შორის აღმართული ჯვარია. აღსანიშნავია ასევე, შეწყვილებული მოჩუქურთმებული რომბები აღმოსავლეთ ფასადზე. აღმოსავლეთ ფასადზეა სამკუთხა მაღალი ნიშებიც, რომელიც თავდაპირველად კონსტრუქციულ ხასიათს ატარებდა, ხოლო მოგვიანებით დეკორატიულ მორთულობად იქცა. დანარჩენი ნაგებობანი ჩვენამდე ნანგრევების სახით არის მოღწეული.
ბ) გალავანი - (55,4X59,2მ) რთულ რელიეფს მიუყვება, ამიტომ მისი კედლები სხვადასხვა სიმაღლისაა (2-დან 5-6 მეტრამდე). ჭიშკარი სამხრეთითაა. დასავლეთით და სამხრეთით განლაგებულია სხვადასხვა დროის ნაგებობანი.
Wrili
გ) კოშკი – გალავანშია ჩართული, ორსართულიანია (5,5 X8,2). დგას მთავარი ტაძრის სამხრეთით. ნაგებია ნატეხი ქვით. კოშკის ორივე სართული საცხოვრებელი იყო. იგი მრავალჯერ არის გადაკეთებული და პირვვანდელი სახის დადგენა გაძნელებულია.
დ) სამრეკლო – დგას ორსაფეხურიან ცოკოლზე, აგებულია 1872 წელს. გეგმით ხუთწახნაგაა, სვეტებიანი, რომელზედაც ნახევარწრიული თაღებია გადასროლილი. აქვს პროფილირებული ლავგარდანი. გადახურულია ქვის კონუსური სახურავით.
Wrili gegma
ე) სატრაპეზო – (6,7X10,2მ) დგას გალავნის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში. ნაგებია ნატეხი ქვით. დასავლეთ კედელში შემორჩენილია ორი დიდი ბუხარი. ჩრდილოეთ კედელში ერთი სწორკუთხა სარკმელია.
ვ) საცხოვრებელი სენაკები - გალავანზე დასავლეთიდანაა მიშენებული. თარიღდება XIX საუკუნით. წინ აქვთ საერთო დერეფანი.
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
ქვათახევის კომპლექსი სამთავისისა და გორის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი არის მოქმედი და აგრეთვე რესტავრირებულია.
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, 5ტ, თბ. 1990 წ