tirZnisis cixe-galavani
(XVIII ს II-nax.)
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
ციხე-გალავანი, კოშკები, ეკლესია, სამრეკლო და კარიბჭე.
2. mniSvnelovani da saintereso informacia
არ მოგვეპოვება.
3. adgilmdebareoba
ტირძნისის ციხე-გალავანი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილოეთით 18 კმ–ში მდებარე სოფელ ტირძნისის ცენტრში, მდინარე პატარა ლიახვის მარჯვენა ნაპირზე, ვაკეზე.
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
სამრეკლოს დასავლეთ კედელზე წარწერის თანახმად ეკლესია და სამრეკლო ერთად 1830 წელს აუგია დავით სულხანოვს (სულხანიშვილს).
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
არ მოგვეპოვება.
7. arqiteqturuli aRwera
ა) ციხე-გალავანი გეგმით კვადრატულია (30X30 მ), ნაგებია რიყის ქვით. გალავნის კუთხეებში რამდენიმე ცილინდრული კოშკი მდგარა. ორი მათგანი ადრეა დანგრეული, სამხრეთ-აღმოსავლეთით მდგარი XX-ის 40-იან წლებში დაინგრა. შედარებით უკეთ არის შემონახული ჩრდილო-დასავლეთის კოშკი. იგი ორსართულიანია, საბრძოლობანიანი. ორივე სართულს ცალკე შესასვლელი აქვს ეზოდან. პირველი სართულის კედლებში რამდენიმე, კვეთით ზევით მიმართული სარკმელია. მეორე სართულის კედლებში, სარკმლების გარდა, ცალმაგი და ორმაგი სათოფურებიცაა. სართულები გადახურულია გუმბათოვანი კამარით.
ბ) ციხე-გალავნის კედლები ორიარუსიანია (სიმ. 5-6 მ). ქვედა იარუსი ყრუა. ზედაზე ხის საბრძოლო ბილიკი და სათოფურები იყო.
გ) გალავნის შიგნით დგას რიყის ქვით და აგურით ნაგები დარბაზული ეკლესია (10X8 მ). ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს - დასავლეთით და სამხრეთით, სარკმლები - აღმოსავლეთით, დასავლეთით და სამხრეთით. დარბაზი გადახურულია კამარით. აღმოსავლეთის ფასადზე აგურის დიდი ჯვარია გამოსახული. სახურავი ორფერდაა, გადახურულია თუნუქით. შენობაზე სამხრეთით კარიბჭეა მიშენებული. კარიბჭის სარკმელს წვრილი ლილვი აქვს შემოვლებული.
დ) ეკლესიაზე დასავლეთით მიდგმულია ორსართულიანი სამრეკლო. მისი პირველი სართული კარიბჭეა, მეორე - ზარების ჩამოსაკიდი ფანჩატური.
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
ტირძნისის ციხე-გალავანი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
ტირძნისის ციხე-გალავანში მდებარე ეკლესია სამთავისისა და გორის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა - ტ5. 1990წ.
10. marSruti
დადგინდება;
11. bmulebi
http://ka.wikipedia.org
http://dzeglebi.com
|