Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

ავკვეთის ეკლესია
(XI-XII სს)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

3. adgilmdebareoba

ავკვეთის ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთ–აღმოსავლეთით 14 კმ–ში მდებარე სოფელ ავკვეთში,  მდინარე ურულის ხეობაში, სოფლის სამხრეთით, ტყიანი მთის ფერდობზე. 

 

4. ruka

bana

5. istoriuili mimoxilva

არ მოგვეპოვება.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

gegma

ავკვეთის ეკლესია დარბაზულია (16,8 X 13,7 მ), ნაგები თლილი ქვით. საპირე ქვა ვარდისფერი და მწვანეა. ნაგებობის შიდა კედლები ამოყვანილია წვრილი ქვით. შენობა დაზიანებულია (აქ დასაზუსტებელია): შემორჩენილია მხოლოდ ეკლესიის და დასავლეთ სათავსების კედლების ქვედა ნაწილი; დანგრეულია ეკლესიაზე ბევრად დაბალი და ვიწრო ეგვტერებიც, რომელიც ეკლესიის სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან ეკვრის. ჩანს მხოლოდ მათი გეგმის კონტურები.  

ეკლესიის თავისებურებას მისი დასავლეთ ნაწილი - ეგვტერ-კარიბჭე წარმოადგენს. იგი ყრუ კედლით გაყოფილია ორად. ჩრდილოეთ ნაწილში წაგრძელებული სათავსია, სამხრეთისაში - მცირე ზომის ეგვტერი ჩრდილოეთისკენ მიმართული აფსიდით. მასში შესვლა სამხრეთ ეგვტერ-კარიბჭიდან შეიძლებოდა. ეკლესიას აქვს სამი განიერი შესასვლელი: დასავლეთ კედლის ცენტრში, ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში და სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში. აფსიდი ნახევარწრიულია, განიერი. საკურთხევლის წინ იდგა მწვანე ქვის მოჩუქურთმებული კანკელი (დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში). დარბაზის გრძივი კედლები დანაწევრებულია წყვილი პილასტრით, რომლებსაც ეყრდნობა კამარის საბჯენი თაღი. კედლებზე აქა-იქ შემორჩენილია შელესილობისა და კედლის მხატვრობის კვალი. აფსიდში ერთი, ხოლო სამხრეთ კედელში კი ორი სარკმლის კვალი შეიმჩნევა. ეკლესიის ფასადების საპირე ქვები უმეტესად ამოვარდნილია. ჩრდილოეთ, დასავლეთ და სამხრეთ ფასადების ცენტრში შემორჩენილია შვერილი თაროს რამდენიმე ფრაგმენტი. თარო სარტყელივით გასდევს ფასადებს. მას ეყრდნობა ეგვტერ-კარიბჭეებიანი კამარები. კედლებს ზოგ ადგილას ატყვია ფხვიერი ხსნარით შესრულებული გვიანდელი შეკეთების კვალი.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

ავკვეთის ეკლესია  სამთავისისა და გორის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.


9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა - ტ5, გამომცემლობა თბილისი, 1990წ.

 

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.nplg.gov.ge

http://dzeglebi.com

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016