|
cxrakaras sasaxlis
kompleqsi
(XVI s)
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
სასახლე.
2. mniSvnelovani da saintereso informacia
არ მოგვეპოვება.
3. adgilmdebareoba
ცხრაკარას სასახლის კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფლების ზემო და ქვემო ალვანებს შუა, ალაზნის ველის ზემოთ, კავკასიონის ერთ–ერთი განშტოების კონცხზე.
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
XVI საუკუნის ერთი სამეფო სასახლეთაგანია ლევან კახთა მეფის (1520 – 1574 წწ) სასახლე, ე.წ. ცხრაკარა. იგი მდებარეობს სოფლების ქვემო და ზემო ალვანებს შორის, ალაზნის ველის ზემოთ. იქვე მახლობლადაა იოანე ნათლისმცემლის ბაზილიკა, რომელშიაც ლევან მეფისა და თინათინ დედოფლის ძლიერ დაზიანებული პორტრეტებია გადარჩენილი. ბროსე გაკვრით იხსენებს ამ სასახლეს – „დიდი და ლამაზი დარბაზი, ფრიად მტკიცედ ნაშენი“ – და სანაღაროს უწოდებს მას. მოკლედ იხსენიება იგი დ. ალბანელის წერილშიაც, ხოლო ძეგლის აღწერა, გეგმა და განაკვეთები გამოაქვეყნა გ. ჩუბინაშვილმა.
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
არ მოგვეპოვება.
7. arqiteqturuli aRwera
|
grZivi ganakveTi, gegma |
ცხრაკარას სასახლის კომპლექსი (ლევან კახთა მეფის სასახლე) ძლიერ დანგრეულია. კედლების ზემო ნაწილი და გადახურვა აღარ არსებობს, იატაკი აყრილია, სარკმლების ალათების ან სხვა რაიმე მოწყობილობის კვალიც არ არის დარჩენილი. რაც გადარჩენილია – აგურისა (ეს 5 სმ. სისქის 22X22 ან 24X24 სმ„ ქართული აგურია; დუღაბის სისქე დაახლოებით 3 სმ), მხოლოდ კედლების სულ ნაწილია ქვისა, ქვისავე იქნებოდა საძირკველიც. კედლები ძალიან სქელია (1,52 მ) – ამ ხანისათვის ეს დამახასიეთებელია.
გ. ჩუბინაშვილი აღნიშნავს, რომ ეს საზეიმო სააუდიენციო სასახლე უნდა ყოფილიყო. მართლაც, ჩვეულებრივი საცხოვრებელი ბინის ამას არაფერი აქვს: ეს ერთსართულიანი შენობაა, რომელიც ერთადერთი ვრცელი სწორკუთხა დარბაზისაგან შედგება. დამხმარე სამეურნეო სადგომები ცალკე შენობაში იყო, სადღაც მახლობლად, თვით სასახლე კი ყოველგვარ დანაყოფთა და დანამატთა გარეშეა. ალბანელი აღნიშნავს: „ცხრაკარას და იოანნეს ტაძარს შუა ადგილში პატარ–პატარ აშენობების ნანგრევები ჩანან, ამავე ადგილში, უფრო დიდი შენობის ახლო, ქვევრებსაც ვპოულობთ“.
დარბაზის შიგნითა ზომებია დაახლოებით 24X9 მ, ე.ი. თითქმის 220 კვ. მ. სიგრძივი ღერძი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენაა მიმართული, მთავარი (გრძელი) ფასადი ალაზნისველს უყურებს. ამ კედელშია მიჯრით მიწყობილი ექვსი დიდი ისრულ–თაღოვანი სარკმელი (სიგანით 2,45 მ, სიმაღლით დაახლოებით 3 მ, ისრული ფორმა მკვეთრად არ ისახება.). ახლა, რაკი იატაკი აღარ არის, მიწისა და რაფებს შორის თითქმის 1 მეტრია. სავარაუდოდ წინათ სარკმლები პირდაპირ იატაკის დონეზე იყო გაჭრილი (საინტერესოა, რომ არც მალი არარის საგანგებოდ გამოყოფილი, როგორც შესაავლელი). კახეთის ძველი სასახლეების მსგავსათ, ცხრაკარაც ფართოდ გაშლილ უზარმაზარ პანორამას – ალაზნისველს – გადაჰყურებდა. სარკმლები იმდენად დიდია, მათ შორის კედლები კი იმდენად ვიწრო, რომ დარბაზი ცალმხარეს გახსნილი პავილიონივით იქნებოდა. ეს დიდი, საზეიმო სარკმლები ინტერიერისგან მსაზღვრელი ელემენტი უნდა ყოფილიყო. ჩრდილოეთის კედელშიც ექვსი სარკმელია, მაგრამ ეს სარკმელები ბევრად უფრო ვიწროა. შიგნიდან მათ სწორკუთხა მოხაზულობა ჰქონდათ (ჩანსხის ზღუდარების ბუდეები), გარედან ეს სარკმელებიც ისრულ–თაღოვანია. ერთ–ერთი მათგანის თავზე ჩანდა მეორე რეგისტრის სარკმლის, ან ნიშის დასაწყისი. მაშასადამე დარბაზი ან ორ შუქიანი იყო, ან იმ სიმაღლე, როგორც ორშუქიანი დარბაზებია, თუმცა კედლების საერთო სიმაღლე დიდი მაინც არ გამოდის – სავარაუდოდ, დაახლოებით 5– 5,5 მ. უნდა ყოფილიყო. განივ კედლებში სარკმლები არ არის–მხოლოდ ორ – ორინიშა – განჯინაა. ბუხარი დარბაზს არ ჰქონია: უეჭველია მას მხოლოდ თბილ თვეებში იყენებდნენ.
გარედან სასახლე, როგორც ჩანს, სულ მარტივი იყო, სამკაულის გარეშე. მხოლოდ მთავარი ფასადის სარკმლები რამდენადმე ჩაღრმავებულ სიბრტყეებშია – სავარაუდოდ აქაც ისრული სარკმლები სწორკუთხა ნიშებში იყო ჩასმული, იმ დროს ფართოდ გავრცელებულ წესისამებრ. რაკი მხოლოდ ერთი სართულია, რაიმე გარეთა კიბეები ან ტერასები არ არსებობდა.
დარბაზის გადახურვა, სავარაუდოდ, როგორც ადრინდელი კახური სასახლეები ბრტყელი გადახურვით იყო. ბრტყელი ჭერი რადიკალურად ცვლის შიდა სივრცის ხასიათს – როგორც დ. ჩუბინაშვილი შენიშნავს, მაყურებლის ყურადღება – ეკლესიისაგან განსხვავებით – აქ ქვემოთ, „მიწისკენაა“ მიმართული, იმ საზეიმო მიღებისა და ცერემონიალისადმი, რომელიც აქ, დარბაზში, იმართებოდა. ცხრაკარაში ჩამოქცეული კამარის ნაწილები არჩანს და არც ადგილზევე, კედლების ზემოთ, გადარჩენილი რაიმე კვალი.
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
ცხრაკარას სასახლის კომპლექსი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
ვ. ბერიძე – „XVI-XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება“, ტ1. 1983წ.
10. marSruti
დადგინდება;
11. bmulebi
http://www.nplg.gov.ge
|