Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

Jinvalis (nasoflari) eklesia
(ganviT. Sua ss.)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია და სამაროვანი.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

3. adgilmdebareoba

ნასოფლარ ჟინვალის კვირაცხოვლის ეკლესია მდებარეობს მდებარეობდა საქართველოში, მცხეთა–მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილოეთით 11 კმ–ში, წყალსაცავით დატბორილ ტერიტორიაზე მდებარე ნასოფლარ ჟინვალის აღმოსავლეთ ნაწილში, მდ. არაგვის მარცხენა ნაპირზე, მთის ძირში და მოქცეულია წყალსაცავით დატბორილ ზონაში.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

1973–74 წლებში გათხარა აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის  და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი რ. რამიშვილი).

ძეგლი, 1985 წლიდან მოქცეულია ჟინვალჰესის წყალსაცავით დატბორილ ზონაში.


6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

ა) ნასოფლარ ჟინვალის კვირაცხოვლის ეკლესია (4,6X3,1 მ) აგებული იყო პატარა ბაქანზე, რომელიც დასავლეთის და ჩრდილოეთის მხრიდან გამაგრებული იყო კლდის ნატეხი ქვით ნაშენი კედლებით. მათგან დასავლეთის კედელში მოწყობილი იყო ერთ თაღოვანი ნიშა. ხოლო ჩრდილოეთის კედელში–ბრტყლად გადახურული და კირხსნარით შელესილი ორი მოზრდილი და ერთი მცირე სამალავი. ეკლესია თითქმის მთლიანად იყო დანგრეული. შემორჩენილი იყო სწორკუთხა საკურთხევლის კედლების ნაწილი და დასავლეთ და სამხრეთ კედლების საძირკვლები. ეკლესიას ჩრდილოეთიდან თანადროული მინაშენი ეკვროდა. ეკლესიას გარს ერტყა ნატეხი ქვით ნაგები გალავანი. რომლის დასავლეთ კედელში გარედან ორი კონტრფორსით გამაგრებული შესასვლელი იყო მოწყობილი.

ბ) ეკლესიის ეზოში გამოვლინდა სამაროვანი, რომელშიც სამ ფენად განლაგებული იყო 12 სამარხი. ქვედა ფენა (III-IV სს) შეიცავდა ერთ ორმოსამარხს და ორ ქვისსამარხს. სამივეში დაკრძალული იყო თითო მიცვალებული, მარჯვენა გვერდზე, მოკრუნჩხული, თავით ჩრდილო–დასავლეთისკენ. ერთ სამარხში აღმოჩნდა ბრინჯაოს აბზინდა. რკინის დანის ნატეხი და სალესი ქვა. შუა ფენა (VI-XI სს.) შეიცავდა ოთხ ქვის სამარხს. დაკრძალვის წესი ქრისტიანულია. აღმოჩნდა ბრინჯაოს ბეჭედი და რკინის მშვილდსაკინძის ნატეხები. ზედა ფენაში (XII-XIII სს.) მოწყობილი იყო ეკლესიის თანადროული ხუთი ქვისსამარხი. დაკრძალვის წესი აქაც ქრისტიანულია, გამოვლინდა მინის სამაჯურები და ბრინჯაოს ბეჭედი.

აღმოჩენილი მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.


8. Zeglis daqvemdebareba da statusi
ნასოფლარ ჟინვალის ეკლესია, თავისი ადგილმდებარეობის მიხედვით წილკნისა და დუშეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა - ტ2. 2004წ.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

არ მოგვეპოვება.

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016