I. წყაროთგორის წმ. გიორგის ხატი
ა) დარბაზი
ბ) მილიონა
გ) გალავანი
II. ციხის ნანგრევი
2. mniSvnelovani da saintereso informacia
არ მოგვეპოვება
3. adgilmdebareoba
დანოს ნასოფლარი მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მხარე თუშეთში, ისტორიულ სამციხის (პირიქითა) თემში, სოფელ ომალოდან 15–16 კილომეტრში, მდინარე პირიქითა ალაზნის მარცხენა ნაპირზე, მდინარის ნაპირიდან მაღლა მთაზე დაახლოებით 400 მეტრში.
4. ruka
5. istoriuli mimoxilva, legendebi da zepirsityvieri gadmocemebi
XIX საუკუნის ბოლოს სოფელში ცხოვრობდა 40 კომლი, XX საუკუნის 20–იან წლებში ჯერ კიდევ ცხოვრობდა 13 კომლი (მოსახლეობის რაოდენობა 53). სოფელში შემდეგი გვარები ცხოვრობდნენ – თავბერიძე, ალხანაიძე, შახაძე, თათარაიძე, ლუხუმაიძე, ხელაიძე, ხაპრიძე, ომარაიძე. მოგვიანებით საბჭოთა პერიოდში სოფელი ნელ–ნელა სულ დაცარიელდა. ამჟამად ზაფხულში ადიან დანოელები, რომლებიც თავის დროზე კახეთში ჩამოსახლდნენ.
6. arqiteqturuli aRwera
I. წყაროთგორის წმინდა გიორგის ხატი მდებარეობს სოფლის დასავლეთით 2 კილომეტრში. კომპლექსში შედის დარბაზი, მილიონა და გალავანი. ყველა შენობა ნაშენია ფიქლით, წყობა მშრალია. ა) დარბაზი გეგმით ოთხკუთხა (3.2X2.2 მ) დაბალი ნაგებობაა. შესასვლელი სამხრეთ–დასავლეთიდან აქვს. შიგნით ჩრდილოეთ კედლის შუა ნაწილში ოთხთვლიანი თახჩაა. ერთი პატარა თახჩა სამხრეთ კედელშიცაა. აღმოსავლეთ კედლის მთელ სიგრძეზე, წყობიდან გამოშვერილი ფიქლებით თაროა მოწყობილი. სახურავი ორფერდაა, გადახურულია ფიქლით. ბ) მილიონა დარბაზს ჩრდილოეთიდან აკრავს. იგი ოთკუთხაა (1.7X1.7 მ) სვეტის ფორმის, მთლიანი მასის მაღალი ნაგებობაა. დასავლეთ მხარეს თასების შესანახი თაღოვანი თახჩა აქვს. მეორე მსგავსი თახჩა აღმოსავლეთის მხარესაა. მის ზემოთ და მარცხნივ წყობიდან გამოშვერილია თითო გახვრეტილი სიპი, რომლებსაც დროში ტარის ან ჯიხვის რქის ჩასადგმელად იყენებდნენ. ნაგებობა დასრულებულია ხუთსაფეხურიანი პირამიდისებრი სახურავით, რომლესაც წვერი წაკვეთილი აქვს და ზედ სამკუთხა ფორმის ფილაა დადგმული. გ) გალავანი, რომელიც ნაგებობას ირგვლივ ევლებოდა, თითქმის მთლიანად დანგრეულია. შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლების მცირე ნაწილი. კომპლექსის გარშემო გაურკვეველი დანიშნულების ნაგებობათა ნაშთებია. II. ციხის ნანგრევები მდებარეობს სოფლის შიგნით, თეიმურაზ თავბერიძეს სახლის ზემოთ. მას სამხრეთით 2 მეტრის სიმაღლეზე დატანებული აქვს (დაყუდებით) ქვა გახეთქილი ოთხ ნაწილად ზემოთ 52X40 სმ. მასზე გამოსახულია კაცი, ირემი და სხვ. ამავე ციხის აღმოსავლეთ მხრიდან დატანებული აქვს ქვა, რომელზედაც უბრალოდ გამოსახულია ცხოველები, ქვა ზომით არის 16X49 სმ.
7. Zeglis daqvemdebareba da statusi:
დანოს ნასოფლარი თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე მდებარეობს და იგი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
8. gamoyenebuli masalebi
1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა 2ტ. 2008წ.
2. გიორგი ბოჭორიძე – "თუშეთი" 1993წ.
3. სერგი მაკალათია – "თუშეთი", 1983წ.